ჯანმრთელობა
ღვიძლის ანთება: სიმპტომები, მიზეზები, რისკები და მკურნალობა
ეს სიმპტომები აუცილებლად უნდა იცოდეთ, რათა დროულად დაიწყოთ მკურნალობა და სერიოზული გართულებები თავიდან აიცილოთ.
ღვიძლი რთული ორგანოა, რომელიც რამდენიმე ფუნქციას ასრულებს. მათ შორის ისეთი ნივთიერებების მეტაბოლიზმის როგორიცაა ცხიმები, ალკოჰოლი და ზოგიერთი წამალი. ის ასევე ნაღვლის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი.
ღვიძლის ანთება ცნობილია შემდეგი სამედიცინო ტერმინით – ჰეპატიტი. მისი გაჩენის მიზეზი მრავალრიცხოვანია და მკურნალობა ანთების წარმომავლობაზე და გართულებებზეა დამოკიდებული.
რა განსაზღვრავს ჰეპატიტს?
ეს ღვიძლის უჯრედების ანთებაა (ჰეპატოციდები), რომლებიც ანომალიურად ამაღლებულ ღვიძლის ფერმენტებს გამოიმუშავებს და ღვიძლის ზომას ზრდის.
ღვიძლის ანთება შეიძლება ტრამვის ან ჰეპატოციდების სიკვდილის შემთხვევაში გაჩნდეს. ამას არასასურველ შედეგებამდე მივყავართ, ისეთამდე როგორიცაა ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ცეროზი და ღვიძლის უკმარისობა .
ღვიძლის ანთების სიმპტომები
ჰეპატიტის ძირითადი სიმპტომი მუცლის არეში ტკივილია. ის მუცლის ზედა მარჯვენა მეოთხედში იწვევს ტკივილებს. როდესაც ექიმეი მმუცელს აფასებს – ღვიძლის ადგილას ხელის დაჭერისას ტკივილს იგრძნობთ.
სხვა დამახასიათებელი სიმპტომებია სიყვითლე, რომელიც ნაღველის ჭარბო მოხმარებისგან ჩნდება. შარდის შეფერილობა მუქი ხდება. სხვა სიმპტომებია – გულის რევის შეგრძნება, ღებინება, მაღალი ტემპერატურა და საერთო სისუსტე.
ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში შეიძლება სისხლდენა და ასციტი გაჩნდეს. რთულ შემთხვევაში ნევროლოგიური ცვლილებებიც შეიმჩნევა (ძილიანობა, ხელის კანკალი და ა.შ.). ეს ყველაფერი სისხლში ამონიუმის რადენობის მატების გამო ხდება.
როგორ ხდება ღვიძლის ანთების დიაგნოსტირება?
თუ ჰეპატიტზე გაქვთ ეჭვი აუცილებლად ეწვიეთ ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია. ჰეპატიტის დიაგნოზი პაციენტის სწორ გამოკითხვაზეა დამოკიდებული, მის შესწავლასა და დამატებით კვლევებზე.
ლაბორატორიებში სისხლის ქიმიური შემადგენლობის ტესტს ითხოვენ, რომელიც ღვიძლის ფუნქციურ ტესტს მოიცავს. ანალიზების გარდა მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა დაგჭირდებათ. ექიმი შეისწავლის ღვიძლის ზომას და ვენებისა ღვიძლის არტერიების მდგომარეობას. შეიძლება კომპიუტერული ტომოგრამაც გახდეს საჭირო იმისთვის, რომ ნეკროზი და ღვიძლის დაზიანება გამოირცხოს. ზოგიერთ შემთხვევაში ბიოფსიასაც იყენებენ.
რისგან ჩნდება ღვიძლის ანთება?
ჰეპატიტის მიზეზი მრავალრიცხოვანია. მათ უმეტესობას ინფექციური მიზეზები აქვს, მათ შორის ვირუსული ჰეპატიტიც რომელიც А, В, С, D ან Е ვირუსული ჰეპატიტით არის გამოწვეული. ეს მიკრობები თავს ესხმიან ჰეპატოციდებს და იწვევენ ანთებას.
არსებობს სხვა მიზეზებიც, როგორიცაა ალკოჰოლური ჰეპატიტი.
ასევე ჩნდება წამლის ჰეპატტიც, წამლების ჭარბი დოზით, რომელიც მეტაბოლიზდება ღვიძლშ, მაგალითად აცეტამინოფენი და გახდომის საშუალებები. ამ ნივთიერებების სიჭარბე ხელს უშლის ღვიძლის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას და შესაბამისად ანტებად იქცევა.
ჰეპატიტის კიდევ ერთი მიზეზი ფიტოფარმაცევტული წამლების მოხმარებაა, რომელიც დაავადებათა მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდადა მოისაზრება.
და ბოლოს, არსებობს მდგომარეობა რომელსაც ავტოიმუნური ჰეპატიტი ეწოდება, რომელიც ავტოანტისხეულებით ჩნდება. თუ ყველა კვლევის ჩატარების შემდგომ ანთების ზუსტი მიზეზი ცნობილი ვერ გახდა ეს კრიპტოგენურ ჰეპატიტად ჩაითვლება.
როგორ ვუმკურნალოთ ღვიძის ანთებას
მკურნალობა ანთების გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული. უმეტეს შემთხვევებში მწვავე ვირუსული პროცესებისგან, სადაც სიმპტომები არც ისე სერიოზულია, მკურნალობა არსებულ სიმპტომებზეა დამოკიდებული.
შეგიძლიათ ღვიძლის მკურნალობის ბუნებრივ მეთოდებზე წაიკითხოთ
В ან С ჰეპატიტის აღმოჩენის შემთხვევაში ექიმმა სასწრაფოდ ანტივირუსული მკურნალობა უნდა დაიწყოს. ეს მიმართულია ინფექციის კონტროლსა და ღვიძლის ფერმენტების პერიოდულ კონტროლზე.
თუ ჰეპატიტი რაიმე წამლის მიღების შედეგად გაჩნდა, მაშინ აუცილებელია დაუყოვნებლივს შევწყვიტოთ წამლის მიღება. მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით შეგიძლიათ პლაზმაფერეზი გამოიყენოთ.
და ბოლოს – თუ მიზეზი ავტოიმუნურია, საჭიროა სტეროიდებისა და იმუნომოდულაციური პრეპარატების გამოყენება. ისეთების როგორიცაა – ციკლოფოსფამიდი დამიკოფენოლიატ მოფეტილი.