საკითხავი
5 რამ, რაც თქვენი ბიუჯეტიდან ფულის გადინებას იწვევს
როგორი თანამედროვეც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის უმაღლესი ძალების იმედი გვაქვს. ზეცას ჯანმრთელობისთვის მადლობას ვუხდით, წარმატებისთვის სურვილს ვითქვამთ და მუზების დახმარების იმედი გაქვს. მიუხედავად ამისა, ჯანმრთელობას ყურადღებას ვაქცევთ და წარმატების მისაღწევად ვმუშაობთ.
ჩვენი საუკეთესო დამხმარეები თავად ჩვენ ვართ. თუ გეჩვენება, რომ ფული თითებს შორის ქვიშასავით გცვივა, ნიშნებებს მიმართეთ. უმეტესობა მათგანს ლოგიკური ახსნა აქვთ. დავიწყოთ ელემენტარულით.
გაბზარული ჭურჭელი
დიდი ამბავი, გაბზარული თეფში. მერე რა მოხდა? კარგ და გადასაყრელ ნივთებს შორის ზღვარი სწორედ აქედან იწყება.
თქვენ გატეხილი ჭურჭლის გამოყენებით დისკომფორტს არ გრძნობთ და ზოგჯერ ამით სტუმრებსაც უმასპინძლდებით. იმის გარდა, რომ ეს უსიამოვნოა, თქვენ ფულის გამომუშავებას და ახლის ყიდვას არ ცდილობთ. თქვენ ყველაფერი გაკმაყოფილებთ.
იგივე ეხება ძველ ცოცხს, სამზარეულოს პირსახოცს და ბზარებით დაქსაქსულ სარკეს. თქვენს თავს უკეთესის უფლება მიეცით და თავდაჯერებულობას იმწამსვე იგრძნობთ.
სამშვენისები
თუ კოლექციონერი არ ხართ, სტატუეტების შეგროვება რაციონალური არაა. მათზე ბევრი მტვერი გროვდება, ისინი ავეჯს ხარახურით ავსებენ და ბიუჯეტში დიდ ხვრელს ქმნიან.
რა თქმა უნდა, რამდენიმე სურათი და სტატუეტი სამზარეულოში დეკორაციის ნივთები უფროა, მაგრამ თუ სამშვენისები მთელ ოთახს იკავებენ, ეს უკვე ზედმეტია. ეცადეთ, რომ სახლში თითოეული ნივთი რაღაც ფუნქციას ასრულებდეს.
ხელოვნური ყვავილები
ბევრ ადამიანში პლასტმასის ყვავილები სამწუხარო მოვლენებს და ადგილებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, საცხოვრებელ ბინაში არაბუნებრივად და უადგილოდ გამოიყურება.
ასეთი დეკორი დარდს და მწუხარე განწყობას იწვევს, რაც შრომისუნარიანობაზე გავლენას ახდენს. ლამაზი ქოთნებით ან ხელნაკეთი ნივთებით ჩაანაცვლეთ.
წარუმატებელი სურათები
დამეთანხმეთ, სურათები, რომლებზეც თქვენ წარუმატებლად გამოხვედით, განწყობას ვერ აგიმაღლებთ. სახლში ინტერიერის ყველა ობიექტმა პოზიტივი და სიხარული უნდა შეგმატოთ.
სასიამოვნო მოგონებები და ასოციაციები მყუდრო და ხელსაყრელ ატმოსფეროს ქმნის, რაც თქვენს პროდუქტიულობას ხაზს უსვამს.
გატეხილი საათი
გატეხილი საათი ნაკლებად ფუნქციურია და თქვენი პასიურობის სიმბოლოს წარმოადგენს, რომ მიიღეთ მდგომარეობა ისეთი, როგორიც არის.
ამრიგად, თქვენ აჩვენებთ, დრო არაფერს ნიშნავს. თანამედროვე სამყაროში კი დრო ფულია. საათი არა დეკორის ელემენტი, არამედ თქვენი დამხმარე უნდა იყოს.
როგორ ფიქრობთ, სახლის გენერალური დალაგებით ცხოვრების სრულად შეცვლა შესაძლებელია? თქვენ როგორ მართავთ ფინანსებს?