ჯანმრთელობა
3 წესი მეტეო დამოკიდებულებისგან თავდასაღწევად
ამინდის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე აქსიომაა რომელიც ანტიკური მკურნალებისთვისაც კი იყო ცნობილი. მზის სხივები ორგანიზმში იმუნიტეტს აძლიერებენ, ნაზი ბრიზი – სისხლძარღვების სისტემას ჟანგბადით ამარაგებს, გამდინარე წყალი კი ნერვულ დაძაბულობას გვიხსნის და ცხოვრებისეული ენერგიით გვავსება.

შესაბამისად ცუდი ამინდი ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. შაკიკი, წნევის ცვალებადობა, კუნთების სპაზმი, სისუსტე, კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები – ეს ყველაფერი შეიძლება მეტეოდამოკიდებულების ნიშნები იყოს.
ამ სინდრომის გამოვლინება შეიძლება სამმა მარტივმა თვისებამ შეამსუბუქოს. უპირველეს ყოვლისა მოაწესრიგეთ ძილის რეჟიმი: ის სხეულს ძალების უკმარისობისგან დაიცავს და გაამაგრებს ბუნებრივ დამცავ ბარიერებს.

ტონუსის ამაღლება – მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია. იოგა, სპოტული სიარული, ცურვა, კონტრასული შხაპი, აერობიკა და გაწელვითი ვარჯიშები – ნებისმიერი მსუბუქი დატვირთვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ორგანიზმის გამძლეობას და მეტეომგრძნობელობას შეამცირებს.

და ბოლოს – რაციონი: თავი შეიკავეთ მძიმე, ხორციანი საკვებისგან, სწრაფი კვებისგან, ალკოჰოლისა და ყავისგან.

მსუბუქი სალათები, ფერმენტირებული რძის პროდუქტები, თევზი და მარცვლეული – მეტეოპათიასთან ბრძოლის შეუცვლელი მოკავშირეები არიან!