Connect with us

ვიდეო

ძლიერი სამკურნალო ჩაი ფილტვების ლორწოს, ხველას, ტკივილს და ქოშინს მოგაშორებთ

ეს საშუალება სისველეს სწრაფად მოგაშორებთ და სერიოზულ გართულებებს თავიდან აგაცილებთ!

მკერდში შეგუბება მაშინ ხდება, როცა სითხე და ლორწო ფილტვებში გროვდება, რაც ტკივილს, ხველას და ქოშინს იწვევს. მკერდში შეგუბებამ შეიძლება სველი ან მშრალი ხველა გამოიწვიოს. ნებისმიერს, ვისაც ფილტვების შეგუბება ჰქონდა, გეტყვით, რომ ეს შეიძლება მტკივნეული და დამღლელი იყოს, რადგან მუდმივი ხველა სხეულს აწუხებს.

ფილტვებში ნახველის და ლორწოს დაგროვების საერთო მიზეზები:

ბრონქიტი შეიძლება ვირუსულმა ან ბაქტერიულმა ანთებამ გამოიწვიოს. შეიძლება სურდოს ან სხვა რესპირატორული ინფექციისგან განვითარდეს.

პნევმონია შეიძლება ფილტვებში ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული ან ვირუსული ინფექციებით იყოს გამოწვეული. პნევმონია ძალიან მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშ ფორმამდე შეიძლება მერყეობდეს.

თავშავას უპირატესობა: ბუნებრივი საშუალება ლორწოსა და სისველისგან ფილტვების გასაწმენდად

ბევრი თავშავას მხოლოდ კერძების მოსამზადებელ მცენარედ მიიჩნევს, არადა მისი სამკურნალო თვისებები საკმაოდ ფართოა.  ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, ზოგიერთი მისი ჩვენება გაგაოცებთ. ეს ხშირად რესპირატორულ და იმუნურ ჯანმრთელობას უკავშირდება.

თავშავა A, C, E და  ვიტამინების, ასევე უჯრედისის შესანიშნავი წყაროა. ეს მცენარე დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავას, რკინას, მანგანუმს, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს და B6 ვიტამინს შეიცავს.

თავშავას ზეთი ისეთივე ძლიერია, როგორც ანტიბიოტიკი

თავშავას ანტიბაქტერიული თვისება ტრადიციული ანტიობიტიკის უფრო ჯანსაღ ალტერნატივას წარმოადგენს მსუბუქი ინფექციების დროს, რომლებმაც შეიძლება ვიტამინების შთანთქმის შემცირება, ანტიობიტიკების მიმართ მდგრადობა და ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების შემცირება გამოიწვიოს.

თავშავა ძალიან ბევრ კომპონენტს შეიცავს, რაც მას ფილტვების ძლიერმოქმედ, სამკურნალო და შეშუპების საწინააღმდეგო მცენარედ აქცევს. ორი ყველაზე ძლიერი ქიმიური ნაერთია თიმოლი და კარვაკროლი.

რატომ არის ეს ორი ნაერთი მნიშვნელოვანი? კარვაკროლი მრავალრიცხოვანი ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგოდ ეფექტურია ხოლო თიმოლი იმუნურ სისტემას სტიმულირებს და ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს. ფაქტიურად, კვლევამ ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს სიმპტომების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა.

როგორ გამოვიყენოთ თავშავა

ყოველთვის სჯობს აქტიური ზომები მიიღოთ. როგორც კი სურდოს ან გრიპის დაწყებას იგრძნობთ, თავშავას ჩაი დალიეთ. თავშავა იმუნურ სისტემას აძლიერებს, ასევე დაგუბებას და დაღლილობას აქრობს, რამაც სურდო ან გრიპი შეიძლება გამოიწვიოს. ასევე თავშავა ტემპერატურის შესამცირებლად შესანიშნავი საშუალებაა.

როგორ მოვამზადოთ თავშავას ჩაი ფილტვების გასაწმენდად

ინგრედიენტები:

  • 2-3 ს/კ ხმელი თავშავას ფოთლები
  • 1 ლ წყალი
  • რამდენიმე ლიმონის ნაჭერი
  • თაფლი გემოვნებით

თავშავას ფოთლები თერმოსში მოათავსეთ, ცხელი, ანადუღარი წყალი დაასხით და 3-5 წუთით დააყენეთ და გააგრილეთ. შემდეგ გადაწურეთ და თაფლი და ლიმონი გემოვნებით დაუმატეთ, თუ გსურთ.

თბილი ჩაი მთელი დღის განმავლობაში სიმპტომების გაქრობამდე დალიეთ.

ორგანული თავშავას ზეთის გამოყენება

იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად 3-4 წვეთი თავშავას ზეთი 1 ჭიქა წყალს დაუმატეთ და დღეში 2-3-ჯერ დალიეთ.

ყელის ტკივილის დროს 3-4 წვეთი თავშავას ზეთი 1 ჭიქა წყალს დაუმატეთ და დალიეთ.

2-3 წვეთი თავშავას ზეთი თქვენს ორთქლის ინჰალატორს ან დიფუზორს დაუმატეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ, რომ ცხვირის გაჭედილობა შეამციროთ და ფილტვის ინფექციები მოიშოროთ.

თუ ინჰალატორი არ გაქვთ, რამდენიმე წვეთი თავშავას ზეთი მდუღარე წყლით სავსე ქვაბს დაუმატეთ და ორთქლი ისუნთქეთ. ეს მეთოდი ფილტვების გაწმენდაში დაგეხმარებათ.