Connect with us

ჯანმრთელობა

ექიმები ერთხმად აცხადებენ: ბროწეული კურკებიანად შეჭამეთ!

ვის არ უყვარს ბროწეულის მწიფე ნაყოფი?! სასიამოვნო მოტკბო-მომჟავო გემო და წარმოუდგენელი სარგებელი ამ ნაყოფს მილიონობით ადამიანის ფავორიტად აქცევს. თუმცა, თავად მწიფე მარცვლების ჭამის პროცესი ნამდვილ ეპოპეად იქცევა: ზოგი ბროწეულს მთლიანად ჭამს, ზოგიც პირში გარკვეულ მანიპულაციას ასრულებს და კურკებს ყრის.

ჩვენც გვიჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა ბროწეულის კურკებიანად ჭამა, ეს ჯანმრთელობისთვის სახიფათო ხომ არაა?

დღეს გიამბობთ, თუ რატომ არ ღირს ბროწეულის კურკების გადაყრა! რამდენიმე სასარგებლო თვისება სანაგვე ყუთში იყრება.

ბროწეულის კურკების ჭამა შეიძლება

ბროწეულის სასარგებლო თვისებების შესახებ არა ერთხელ ვისაუბრეთ, თუმცა კურკებზე ჩუმად ვიყავით. როგორც აღმოჩნდა, ბროწეულის კურკები დიეტური ნახშირწყლებია, რომელიც წარმოადგენს უჯრედისს და ის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არ იშლება. საკვები, რომელიც ასეთ უჯრედისს შეიცავს, საჭმლის მომნელებელ სისტემას სწრაფად გადის და ტოქსინებს, წიდებს და სხვა მავნე პროდუქტებს გამოდევნის.

ბროწეულის მარცვლები E ვიტამინს, ნახევრად უჯერ მჟავას და მცენარეულ ცხიმებს შეიცავს. ამის წყალობით, ორგანიზმის ჰორმონალური ბალანსი უმჯობესდება. თუ საკვებში ბროწეულს კურკებიანად მიიღებთ არტერიული წნევის შემცირებას შეძლებთ და თავის ტკივილს მოიშორებთ.

ასეთი სასარგებლო პროდუქტის მიღება სისხლში ჰემოგლობინს ზრდის და ანემიის წარმოქმნის რისკს გამორიცხავს.

ბროწეულის კურკები კლიმაქსის და მენსტრუაციის დროს ქალებისთვის სასარგებლოა. კაცებში შაქარ მოყრილი ბროწეულის მარცვლები მამაკაცურ გამძლეობას ზრდის. ასე ჩინელები აკეთებენ!

თუ ბროწეულის მარცვლების კურკებიანად ჭამა გადაწყვიტეთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ბროწეულის კურკები კარგად უნდა დაღეჭოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სარგებელს უბრალოდ არ მოგიტანთ.

ამასთან არსებობს მოსაზრება, რომ ბროწეულის მთელი მარცვლები ბრმა ნაწლავში რჩება და ანთებას იწვევს. თუ ზომიერებას დაიცავთ და ერთდროულად ბევრს არ შეჭამთ, ასეთ უსიამოვნო შედეგებს თავიდან აიცილებთ.

უნდა გახსოვდეთ, რომ ბროწეულის მარცვლები შეიძლება ძალიან მაგარი იყოს. სწორედ ამიტომ, ფრთხილად დაღეჭეთ, რომ კბილის ემალი არ დააზიანოთ.

მნიშვნელოვანია! არტერიული წნევის შემცირების უნარის გამო ბროწეულის მარცვლების კურკებიანად ჭამა ორსულობის დროს რეკომენდებული არაა. ამ დროს ქალის ორგანიზმში პროგესტერონი აქტიურად იწარმოება, სისხლძარღვები ფართოვდება და არტერიული წნევა მცირდება.

როგორც ხედავთ, ბროწეულის კურკებიანად ჭამა არა მხოლოდ გემოს საქმეა, არამედ სასარგებლოა! ჩვენი რეკომენდაციები დაიცავით და თქვენი ორგანიზმი ბროწეულის კურკების ყველა სასარგებლო თვისებას სათანადოდ დააფასებს.

თუ მაინც კურკებს არ ჭამთ, მისი სანაგვე ყუთში გადაყრა არ იჩქაროთ. თუ ხმელ მარცვალს მიწაში ჩარგავთ, თესლი 2 კვირაში გაღვივდება. უბრალოდ წარმოიდგინეთ, საკუთარი ბროწეულის ხე – მშვენიერია!