Connect with us

ჯანმრთელობა

სწორი ნაწლავის გაწმენდის 8 ნატურალური მეთოდი

გსურთ 9 კგ მხოლოდ ტუალეტში შესვლით დაიკლოთ? შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ დიდი ქალაქის თანამედროვე მაცხოვრებლების მსხვილ ნაწლავში სწორედ ამდენი ტოქსიკური ნარჩენი მდებარეობს.

ეს უფრო მეტია, ვიდრე დამატებითი წონა. ეს ტოქსინები მსხვილ ნაწლავის თავისი ფუნქციის შესრულებაში ხელს უშლიან – მკვებავი ნივთიერებების ათვისება და ნარჩენების გამოდევნა. ტოქსინები ნაწლავების სასარგებლო ბაქტერიებზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ, ამიტომ წონაში დაკლება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. რა მოვახერხოთ ამ ტოქსინებს?

№ 1 – ბევრი წყალი დალიეთ

კიდევ უკეთესი, ძალიან ბევრი წყალი დალიეთ. ბევრ ადამიანს გაუწყლოება აწუხებს, რაც ნაწლავების დახშობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. თქვენს ნაწლავებს წყალი სჭირდებათ, რომ ნარჩენები გამოდევნოს. მას ბევრად უფრო მეტი წყალი სჭირდება, ვიდრე გგონიათ. დღეში მინიმუმ 2 ლ წყალი უნდა დალიოთ. ჯანდაცვის სფეროს ზოგიერთი ექსპერტი დღეში 3 ლ წყლის დალევას გირჩევთ. ასე ტოქსიკურ წიდებს ადვილად მოიშორებთ.

№ 2 – ნაწლავები ქლიავის წვენით გაიწმინდეთ

ქლიავის წვენი დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს. ის მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად იდეალური საშუალებაა. საუზმის წინ 225 მლ ქლიავის წვენი დალიეთ და ამდენივე სადილის შემდეგ. როცა კუჭში გასვლა უფრო ხშირად გახდება, ქლიავის წვენის მიღება შეამცირეთ, რომ სწორი ნაწლავი მასზე დამოკიდებული არ გახდეს.

№ 3 – ბევრი უჯრედისი შეჭამეთ

ქლიავი უჯრედისის ერთადერთი წყარო არაა. ასევე სცადეთ შემდეგი პროდუქტები:

  • ავოკადო
  • კენკრა
  • ქოქოსი
  • ლეღვი
  • ბამი
  • ბრიუსელის კომბოსტო

ჯანსაღი ნაწლავების უზრუნველსაყოფად 19-50 წლის ასაკში ქალებმა დღეში 25 გრ უჯრედისი უნდა მიიღონ. ამ ასაკში კაცებს კი დღეში 38 გრ უჯრედისი სჭირდებათ. 50 წლის შემდეგ ქალებმა 21 გრ უჯრედისი, ხოლო კაცებმა 30 გრ უჯრედისი უნდა მიიღონ.

№ 4 – ლიმონის წვენი რეგულარულად დალიეთ

ლიმონის წვენი დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს და ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია. კვლევის თანახმად, ლიმონის წვენი მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლიმონი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და ორგანიზმიდან ნარჩენების გამოდევნას ხელს უწყობს. რეკომენდებულია, ყოველ დილით თბილი წყალი ლიმონთან ერთად დალიოთ.

№ 5 – პრობიოტიკები მიიღეთ

პრობიოტიკები ჯანსაღი, ორგანიზმისთვის სასარგებლო ბაქტერიებია. ისინი ცუდ, ტოქსიკურ ბაქტერიებს არეგულირებენ, რომლებიც ნაწლავების და მსხვილი ნაწლავის მუშაობას აფერხებენ. ჩვეულებრივ, ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის პრობიოტიკებია, თუმცა ზოგიერთ მედიკამენტს, მაგალითად ანტიბიოტიკს, მისი განადგურება შეუძლია. პრობიოტიკების დონის აღდგენას შემდეგი პროდუქტების მიღებით შეძლებთ:

  • იოგურტი
  • კეფირი
  • კომბოსტოს მწნილი
  • მუქი შოკოლადი
  • მწნილები

№ 6 – ყველა კერძს სელის თესლი დაუმატეთ

თითქმის ყველას. სელის თესლი შვრიას, მარცვლეულს და იოგურტს შესანიშნავად ეთავსება. სელის თესლი ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას შეიცავს, რომელიც სწორ ნაწლავს ასუსტებს. ამასთან სელის თესლი უფრო მეტ უჯრედისს შეიცავს, ვიდრე ნებისმიერი მარცვლეული. ამ ორი თვისების გამო სელის თესლი სწორი ნაწლავების წიდებისგან გაწმენდის დროს შეუცვლელია. 100 გრ სელის თესლი 27 გრ უჯრედისს შეიცავს. უჯრედისის ყოველდღიური მიღების დროს ეს გაითვალისწინეთ, რადგან დოზის გადაჭარბება დიარეას იწვევს.

№ 7 – ნაწლავები ვაშლის ძმრით გაიწმინდეთ

ვაშლის ძმარი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც პრობიოტიკების ზრდას ხელს უწყობენ. ვაშლის ძმრის მჟავე ბუნება წლების განმავლობაში დაგროვებულ ტოქსინებთან გამკლავებაშიც დაგეხმარებათ. ნამდვილად, წლების განმავლობაში დაგროვებული, ყველაფერი შეიძლება ძალიან მიშვებული იყოს. 1 ჭიქა თბილ წყალს 2 ს/კ ვაშლის ძმარი და 2 ს/კ ნატურალური თაფლი აურიეთ. შეანჟღრიეთ, აურიეთ და დალიეთ. ეს ნარევი ყოველ დილით დალიეთ, სანამ კუჭში გასვლა უფრო რეგულარული არ გახდება.

№ 8 – კოჭის ჩაი დალიეთ

კოჭა ორგანიზმს შიგნიდან ახურებს. ეს საჭმლის ნელ მონელებას და ნარჩენების გამოდევნას აჩქარებს. სჯობს კოჭის ჩაი მოამზადოთ. კოჭის ჩაისთვის დაგჭირდებათ:

  • 2 ჩ/კ ახალ გახეხილი კოჭა
  • ¼ ჩ/კ კურკუმა (მუცლის შებერილობა რომ შეამციროთ – ყაბზობის მიზეზი)
  • 5 ჭიქა სუფთა წყალი

წყალი, კოჭა და კურკუმა ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და კიდეც 10 წუთით ადუღეთ. გადმოდგით და გემოვნებით თაფლი დაუმატეთ. თუ ორსულად ხართ ან რაიმე მედიკამენტს იღებთ, შინაურული საშუალების გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.