სხვა
რა განსხვავებაა ჭკვიან და ბრძენ ქალს შორის?
ბრძენი ქალი თუ ჭკვიანი ქალი: მოდით შევამოწმოთ – რომელი ხარ შენ?
– ჭკვიანი ქალი ყოველთვის შეახსენებს მამაკაცს შეცდომას ფრაზით – “ხომ გაფრთხილებდი?!”
– ბრძენი ქალი ყოველთვის შეაქებს და მხარს დაუჭერს, თითქოს არაფერი მომხდარა.
– ჭკვიანი ქალი ყოველთვის მზად არის კრიტიკული სიტუაცია მართოს და მეუღლეს სწორად ცხოვრება ასწავლოს.
– ბრძენი ქალი საჭირო მიმართულებას ისე უკარნახებს, რომ მეუღლეს ეჭვიც არ გაუჩნდება, რომ ეს მისი გადაწყვეტილება არ იყო.
– ჭკვიანი ქალი ბავშვებს ეტყვის, რომ ყველა საგანში აუცილებლად ხუთებზე უნდა ისწვალოს, თორემ ისე ცხოვრება არ აეწყობა.
– ბრძენი ქალი ყოველ ბავშვში ინდივიდს ხედავს.
– ჭკვიანი ქალი ზრდასრულ შვილებს რჩევებით აავსებს თუნდაც მათ ეს არ ჭირდებოდეთ.
– ბრძენი ქალი კი თავის შვილებს დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას მისცემს, რათა თვითონ მიიღონ შეუფასებელი გამოცდილება.
– ჭკვიანი ქალი იკამათებს დედასთან ან დედამთილთან, ხმამაღლა დაიცავს თავის უფლებებსა და დამოუკიდებლობას.
– ბრძენი ქალი კი მოუსმენს, დაეთანხმება და მაინც თავისებურად გააკეთებს.
– ჭკვიანი ქალი მიისწრაფვის გარშემო ყველას ცხოვრების შეცვლისკენ, რადგან სამყარო სრულყოფილი არ არის.
– ბრძენი ქალი კი თავად შეიცვლება და მაშინ სამყაროც მის გარშემო ჯადოსნურად დაიწყებს შეცვლას.
– ჭკვიანი ქალი ამის წაკითხვის შემდეგ იმის მტკიცებას დაიწყებს, რომ ის არის ყველაზე ბრძენი.
– ბრძენი ქალი კი არავისთვის აპირებს რაიმეს მტკიცებას.