Connect with us

ჯანმრთელობა

დიაბეტიკებო, სისხლში შაქრის დონის მომატების არ შეგეშინდეთ! მისი საშიში მტერი ეს საშუალებაა

დიაბეტიკებო, სისხლში შაქრის დონის მომატების არ შეგეშინდეთ! გაიგეთ, რა არის მისი საშიში მტერი

ბუნება ყველაფერ საუკეთესოს გვაძლევს და ამაში დღითიდღე ვრწმუნდები. ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებზე შეიძლება საკმაოდ სოლოდური თანხა დახარჯოთ, მაგრამ სასურველ ვერ მიაღწიოთ. გაცილებით მარტივი და შედეგიანია სხვადასხვა ნატურალური საშუალებების გამოყენება, რომელთა ეფექტურობა დროითაა დამტკიცებული. რა თქმა უნდა, ბევრი რამ სწორედ პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული და ისეთი მზაკვრული დაავადების დროს, როგორიც შაქიანი დიაბეტია, ხუმრობა ნამდვილად არ ღირს. ყველა შემთხვევაში მიზანშეწონილია ექიმთან კონსულტაციის გავლა. დამოუკიდებლად მკურნალობამ და სპეციალისტის დანიშნულების გარეშე მოქმედებამ შეიძლება მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავოს.

უამრავ ადამიანს აწუხებს შეკითხვა, თუ როგორ შეიძლება სისხლში შაქრის დონის შემცირება სხვადასხვა ქიმიური საშუალებების გარეშე. ძალების დაკარგვა, პირის სიმშრალე, წვრილი ჭრილობების ცუდი შეხორცება, მადის გაზრდა, მხედველობის გაუარესება – ყველა ეს ნიშანი სისხლში გლუკოზის დონის მომატების მანიშნებელია.

ერთ-ერთი პროდუქტი, რომელსაც სისხლში შაქრის დონის შემცირება შეუძლია, გოგრის თესლია. მასში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა! გოგრის თესლი დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, რომელიც სისხლძარღვებს აძლიერებს და სისხლის შემადგენლობას აუმჯობესებს.

გარდა სისხლში შაქრის დონის შემცირებისა, გოგრა ამარაგებს ორგანიზმს გულის გამართული მუშაობისთვის საჭირო ნივტიერებებით, ის აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ხელს გვიწყობს ორგანიზმის გაწმენდაში.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითრობთ ერთი მარტივი საშუალების შესახებ, რომელიც ძალზედ ეფექტურია სისხლძარღვების გასაწმენდად და შაქრის დონის შესამცირებლად. ის ეფექტურად გვიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან, ათეროსკლეროზული საცობების გაჩენისგან და არა მხოლოდ…

როგორ შევამციროთ სისხლში შაქრის დონე

ინგრედიენტები:

  • 150 გრ გასუფთავებული გოგრის თესლი
  • წყალი
  • ½ ჩ/კ დარიჩინი (არომატისთვის)
  • 4-5 ფინიკი

მომზადება:

1. გოგრის თესლი 8 საათი წყალში ჩაალბეთ.

2. წყალი გადაასხით და თესლი ბლენდერში ჩაყარეთ. 4 ს/კ წყალი დაუმატეთ და კარგად ათქვიფეთ.

3. გადაწურეთ ნარევი რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით. თქვენ მიღებული სითხე დაგჭირდებათ, რომელშიც უნდა ჩაამატოთ დაქუცმაცებული ფინიკი და დარიჩინი. ეს ნარევი კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ.

4. მიღებული გოგრის რძე მინის ქილაში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ.

მიიღეთ ეს საშუალება დღეში 100 გრამის ოდენობით საუზმობამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრზლივობა – 4 დღე. ერთი სრული კურსის დასრულების შემდეგ აუცილებელია 4 დღიანი შესვენების გაკეთება და შემდეგ მისი კვლავ გამეორება.

გოგრის რძე ჭიების შესანიშნავ პროფილაქტიკას წარმოადგენს. ის, როგორც მოზრდილების, ასევე ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლოა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც!