Connect with us

სხვა

5 მიზეზი თუ რატომ შეწყდა თქვენი საერთო სულიერი გამოღვიძება

სულიერება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გარეგნობა

სულიერება ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ის გვეხმარება ჩვენი თავი და უნიკალურობა შევინარჩუნოთ ამ ცვალებად სამყაროში. სულიერებაზე ისევე აქტიურად უნდა ვიმუშავოთ, ისევე როგორც გარეგნობასა და განათლებაზე. ზოგჯერ ეს პროცესი რთულია და სწრაფი შედეგები არ მოაქვს.

არსებობს 5 ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც სულიერი განვითარება ჩერდება.

1. გაღიზიანება

რისხვა შეიძლება სხვადასხვა მიზეზების გამო გაჩნდეს. ერთ-ერთი მათგანი კი არასაკმარისი სულიერი განვითარებაა რაც იმედგაცრუებას იწვევს. შეიძლება გარკვეული ჩახშობილი მოგონებები გქონდეთ, რომლებიც უნდა მოიშოროთ და განაგრძოთ ცხოვრება.

2. ძალიან ჩაციკლული ხართ საკუთარ თავზე

სულიერება საკუთარი თავისა და სულის სრულად გააზრებასა და მიღებას ნიშნავს. უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ – სამყაროს ცენტრი არ ხართ. სამყარო არ ბრუნავს თქვენს გარშემო, ამიტომ სულიერი ზრდის პროცესში – ეგოიზმს ადგილი არ აქვს.

3. ნეგატივი

ჩართეთ ახალი ამბები და დაინახავთ, რომ სამყაროში ყველაფერი ისე არ არის. მუდმივი ნეგატიური განწყობა ხელს უშლის სულიერ ზრდას. სამყაროში ბევრი ბოროტებაა, მაგრამ, თქვენ მაინც სიკეთე უნდა აკეთოთ და სული სინათლით აივსოთ.

4. თქვენი ჩვევები

სულიერი გამოღვიძება – ეს ახალი ჩვევების გამომუშავებაა. როდესაც რაიმეს თქვენი ბუნების საწინააღმდეგოდ აკეთებთ – ეწევით ან ცუდად იკვებებით (არასწორად), ამით ხელს უშლით სულიერ ზრდას.

5. დაბალი თვითშეფასება

ყველა იმსახურებს სულიერ გამოღვიძებას, მათ შორის თქვენც. საჭიროა ადექვატურად შეაფასოთ თქვენი განვითარება და იღწვოდეთ იკეთესობისკენ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Advertisement