სახლი და დიზაინი
15 დეტალი, რასაც სამზარეულოს რემონტის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ
დიასახლისები სამზარეულოში ბევრ დროს ატარებენ, ამიტომ ეს ოთახი საკმაოდ ფართო და მყუდრო უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში კერძების მომზადება მოსახერხებელი და კომფორტული იქნება. ძალიან ხშირად რემონტის დროს ბევრ სულელურ შეცდომას უშვებენ.
დღეს ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე გიამბობთ, რომლებიც სამზარეულოს მოწყობის დროს შეიძლება დაუშვათ. ასევე გასწავლით, თუ სიტუაცია როგორ გამოასწოროთ ან საერთოდ თავიდან როგორ აიცილოთ.
შეცდომები სამზარეულოს რემონტის დროს
1. სამზარეულოს სამუშაო სივრცის არარაციონალურად გადანაწილება. გირჩევთ, რომ გაზქურა, სამუშაო მაგიდა და ონკანი ერთმანეთისგან მაქსიმუმ ერთი მეტრის მოშორებით დააყენოთ. უკეთესი იქნება, თუ ერთ ხაზზე დააყენებთ.
2. სამუშაო სივრცის არასწორად გამოყენება. მაგალითად, სამზარეულოში დიდი მაგიდის დადება, რომელიც საკმაოდ ბევრ ადგილს იკავებს.
3. სამზარეულოს კარადების გამოყენება გამოწეული სახელურებით და ასაწევი კარებით ასევე ბევრ თავისუფალ ადგილს იკავებს.
4. ძალიან ბევრი უსარგებლო ქვედანაყოფი და გამწოვის არ არსებობა – სამზარეულოს დაგეგმარების დროს ხშირი შეცდომაა, რის გამოც თავისუფალ ადგილს ზღუდავთ და საკვების სუნი ოთახში რჩება.
5. საჭირო რაოდენობის როზეტის არ არსებობა – კიდევ ერთი პრობლემა, რადგან ტექნიკის დაყენება მისი ადგილმდებარეობის მიხედვით მოგიწევთ, ეს კი კომფორტული არაა.
6. კედლის ზონაში პანელის და კაფელის გამოყენება. ამის გაკეთება არ ღირს, თუ ხრუშოვკის ტიპის ბინაში ცხოვრობთ, რადგან ასეთი მასალა დიდ ადგილს იკავებს და მათგან ცხიმის და ჭუჭყის მოშორება რთულია.
რეკომენდაციები სამზარეულოს რემონტის დროს
1. სჯობს ჩასაშენებელი ტექნიკა და მზა გარნიტური გამოიყენოთ. ეს სამუშაო სივრცის ეკონომიის საშუალებას მოგცემთ.
2. საშუალო სიღრმის კარადები ან ღია თაროები გამოიყენეთ. ხოლო ნივთების შესანახად შეგიძლიათ რეილინგის სისტემა გამოიყენოთ.
3. კარგი გამწოვის შეძენაზე ფული არ დახარჯოთ, რომ საკვების სუნი ოთახში არ გაჩერდეს.
4. თუ შესაძლებლობა გაქვთ, უსარგებლო დანაყოფები მოაშორეთ, რომ უფრო მეტი ადგილი გაათავისუფლოთ.
5. კედლისთვის ყველაზე მეტად გამოგადგებათ საღებავი ან შპალერი, რომლის გარეცხვაც შეიძლება. ხოლო სამუშაო ზონაში რეკომენდებულია, რომ სამზარეულოს წინსაფარი გააკეთოთ.
6. იატაკისთვის გამოიყენეთ მასალა, რომელიც ტემპერატურის და ტენის ცვლილებას გაუძლებს და მისი გარეცხვა მარტივი იქნება. მაგალითად, ლინოლეუმი ან გლუვი კაფელი.
7. სასადილო მაგიდა ასაწევი მაგიდით ან ბარის სადგამით ჩაანაცვლეთ.
8. სამზარეულოს ნივთების დასაწყობად ფანჯრის რაფა გამოიყენეთ.
9. მასიური ფარდების ნაცვლად დასაკეცი ჟალუზები გამოიყენეთ, რომელიც პირდაპირ ფანჯარაზე მაგრდება, დიდ ადგილს არ იკავებს და თავის მთავარ ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს.
სამზარეულოს რემონტის დროს ღია ფერის გარნიტურა შეარჩიეთ, ასე ოთახს უფრო მეტ მოცულობას შემატებთ. სამზარეულოს განათების შესახებ გახსოვდეთ. მაგალითად, სამუშაო ზონაზე შეგიძლიათ დამატებითი განათება დაამატოთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები რემონტის დროს სულელური შეცდომებისგან დაგიცავთ და სამზარეულო სივრცის ოპტიმალურად გამოყენებაში დაგეხმარებათ.