ჯანმრთელობა
ამერიკაში ანტიბაქტერიული საპნის გაყიდვა აკრძალეს
თქვენ ისევ ყიდულობთ ანტიბაქტერიულ საპონს?! თუ პასუხი დადებითია, სასწრაფოდ შეწყვიტეთ ამის კეთება.
შეერთებულ შტატებში კანონმდებლობა განაახლეს და საკვები პროდუქტების, წამლებისა და ქიმიური ნივთიერებების მთავარმა რეგულატორმა FDA-მ, 19 ქიმიური ნივთიერება აკრძალა, რომლებიც ტრადიციულად ამ მსოფლიოში პოპულარულ ჰიგიენის საშუალებებში შედის. პირველ რიგში, აკრძალულ ნივთიერებებში ტრიკლოზანი და ტრიკლოკარბანი მოხვდნენ.
FDA ამბობს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, იმის შესახებ, რომ ანტიბაქტერიული საპონი უფრო სასარგებლოა ვიდრე ნებისმიერი სხვა. ხოლო ქიმიკატები, რომლებიც მასში შედის, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ახლა მათი გამოყენება სამომხმარებლო საქონელში უკვე აკრძალულია, იკრძალება მათი საავადმყოფოებში და ისეთ გარემოში გამოყენება სადაც ადამიანები მუშაობენ.
ყველა მწარმოებელს 1 წლის ვადა აქვს, იმისთვის, რომ ეს ქიმიკატები თავიანთი პროდუქტების შემადგენლობიდან მოაშოროს და მოხსნას ბაზრიდან. “თუ რომელიმე საქონელს, ეტიკეტზე არსებული წარწერის მიხედვით “ანტიბაქტერიული ეფექტი” აქვს, მაშინ როგორც წესი მასში ამ 19 ნივთიერებიდან რომელიმე უნდა შედიოდეს” ამბობს ტერეზა მიშელი, FDA-ს ურეცეპტო წამლების განყოფილების უფროსი.
ეს ომი, სამრეწველო ქიმიის წინააღმდეგ დღეს არ დაწყებულა. ჯერ კიდევ 2013 წელს, ამერიკაში მწარმოებლებს აიძულებდნენ თავიანთ ეტიკეტებზე დაეტანათ ინფორმაცია მათი პროდუქტის უსაფგრთხოების შესახებ. FDA-ს მთავარი სპეციალისტი ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში – მეი ვუ, აცხადებს, რომ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამ ქიმიკატებს ჰორმონალური ციკლის დარღვევა შეუძლიათ და იწვევს კუნთების სისუსტეს.
“ჩვენ ახლა მთელი ძალებით ვცდილობთ მომხმარებელს ავუხსნათ, რომ სწორი ჰიგიენისთვის მხოლოდ წყალი და ჩვეულებრვი შამპუნი ან საპონიც საკმარისია. არ არსებობს არანაირი მონაცემები იმის შესახებ, რომ ანტიბაქტერიული საპონი მომხმარებელს ნაკლებად ავადობაში, გაციებაში ან სხვა დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება.” – ამბობს მეი ვუ. აი აკრძალული ნივთიერებების სრული ჩამონათვალი:
- კლოფლუკარბანი
- ფლუიროსალანი
- გეკსაქლოროფენი
- გეკსილრეზორცინი
- ოდირებული კომპლექსი (ამონიუმის სულფატი)
- იოდირებული კომპლექსი (ფოსფატის რთული ეთერი)
- ნონილფენოკსპოპოლი
- პოლოქსამერი
- პოვიდონი
- ქლორიანი იოდი
- მეთილბენზეტონქლორიდი
- ფენოლი
- მეორადი ამილკრესოლები
- ოქსიკლოროსენ ნატრიუმი
- ტრიბლომსალანი
- ტრიკლოკარბანი
- ტრიკლოზანი