Connect with us

ჰოროსკოპი

აი, რა გელოდებათ 2020 წელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

2019 წელი წინაღობებით სავსე იყო, რომელიც ჩვენს მდგომარეობას, ურთიერთობას და მისწრაფებებს ზღუდავდა. ახალ წელს ვარსკვლავები იმედს და მშვიდობას გვპირდებიან.

2020 წელი საკმაოდ ექსცენტრული იქნება. შესანიშნავი დროა, რომ სურვილებსა და სამომავლო გეგმებზე დაფიქრდეთ. ცვლილებებისთვის და ყველაზე თამამი იდეების რეალიზებისთვის მზად იყავით.

ვერძი

2020 წელს ზოდიაქოს პირველი ნიშნის წარმომადგენლები განსაკუთრებით ენერგიულები და წარმატებულები იქნებიან. მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც საქმეში მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევაში დაეხმარება, ვერძის ძალაა.

მიზნის დასახვისთანავე დაუღალავად მოქმედებას დაიწყებთ. ეს თვისება გამარჯვების და ნებისმიერ სფეროში ლიდერობის საშუალებას მოგცემთ. ეს მდგომარეობა მთელი წელი სტაბილურად შენარჩუნდება, მაგრამ განსაკუთრებულ წარმატებას 20 მაისს უნდა ელოდოთ, როცა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების და კონტრაქტების დადების შანსი იზრდება.

კურო

2020 წელს კუროსთვის ნამდვილი ელიტური სანატორიუმის მსგავსი პროგრამაა შედგენილი: სრული სიმშვიდე, ზომიერება, საქმეში წარმატება. თუმცა თებერვალში უფროსებთან კომუნიკაციაში თავშეკავებულობა უნდა გამოიჩინოთ. მოუსმინეთ და დაეთანხმეთ.

ზეციური მნათობები გირჩევთ, რომ ზედმეტი მოვალეობები საკუთარ თავზე არ აიღოთ და ისეთი ინიციატივები არ გამოიჩინოთ, რომელიც არ მოგწონთ ან სიამოვნებას არ განიჭებთ. ცხოვრებით დატკბით, ოჯახური და რომანტიკული საქმეებით დაკავდით. შემოქმედებითი საქმიანობა განსაკუთრებით პროდუქტიული აპრილში იქნება. ამ დროს საყვარელ საქმიანობას მთელი დრო დაუთმეთ.

ტყუპები

ტყუპები 2020 წელს ყველა ფრონტზე წარმატების მიღწევას შეეცდება. თქვენი მოუსვენარი ბუნება რაიმე ერთი მნიშვნელოვანი საქმით დაკავების საშუალებას არ მოგცემთ.

აპრილში ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის კარგი შანსი გექნებათ. ივლისი საუკეთესო დრო იქნება, რომ ახალი საქმე აითვისოთ ან ისწავლოთ. ერთ საქმეზე აქცენტის გაკეთების გარეშე შეძლებთ ყველგან და ახლავე ეფექტური იყოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბს მარტო ყოფნა არ მოუწევს. ახალ წელს მოვლენების ეპიცენტრში იქნება. რა თქმა უნდა, კირჩხიბს სახლში, მყუდრო და მშვიდ გარემოში ყოფნა მოსწონს, მაგრამ ახალი წელი ახალ წესებს კარნახობს და დროდადრო სჯობს ამ წესებით მიჰყვეთ.

ციური მნათობები აღნიშნავენ, რომ თქვენ საკმაოდ სწრაფად მიეჩვევით. ურთიერთობა, ახალი ემოციები, მოგზაურობა – ყველაფერი ეს თქვენს ცხოვრებაში ადგილს იმსახურებს. ზაფხულის შუა პერიოდში აქტივობების გამოჩენა განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება, თუმცა სჯობს ივნისის პირველ ნახევარში ფინანსური ოპერაციებისგან თავი შეიკავოთ.

ლომი

2020 წელს ლომს ურთიერთობა და ყურადღება ყველაზე მეტად დასჭირდება. ეს მოთხოვნილება დაკმაყოფილებული უნდა იყოს, შემდეგ კი სჯობს საზოგადოებრივ საქმიანობაზე, სანაცნობო წრის გაფართოებაზე და ამა თუ იმ სფეროში თანამოაზრეების პოვნაზე დაფიქრდეთ.

სჯობს საკუთარი თავი ხელში აიყვანოთ და უკვე 19 თებერვალს საინტერესო მიმართულებით საკუთარი თავი გამოავლინოთ. ყველაფერი ეს თქვენს ცხოვრებაზე დადებით გავლენას იქონიებს. გაითვალისწინეთ, რომ ლომი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეც ყურადღების ეპიცენტრში ხვდება.

ქალწული

2020 წელი ქალწულისთვის ხელსაყრელი პერიოდი იქნება. საინტერესო საქმეში თქვენი პოტენციალის რეალიზებას, საკუთარი თავის წარმოჩენას და თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან აღიარების მოპოვებას შეძლებთ. წარმატება თქვენს მხარეს იქნება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ წარმატებისთვის საქმეში ჩადებული თქვენი ძალისხმევა, ნიჭი და დრო ბევრად მნიშვნელოვანია.

უკვე 11 იანვარს ახალ საქმეს ხელი მოკიდეთ. შესაძლოა, სამუშაო ადგილიც შეიცვალოთ. მაისისკენ რაღაც შეჯიბრებაში შეიძლება მონაწილეობა მიიღოთ, სადაც ამოცანაზე დეტალური მიდგომის ხარჯზე წარმატების ყველა შანსი გაქვთ. ერთადერთი თვისება, რომელიც უნდა შეზღუდოთ – მესაკუთრეობის გრძნობაა.

სასწორი

2020 წელს სასწორს ყველაზე სერიოზული შედეგების მიღწევა ელოდება. სწორედ ამიტომ, ენთუზიაზმი არ ჩაახშოთ და რუტინის წესებს არ დაემორჩილოთ. პირიქით, თქვენ უფრო მეტი შეგიძლიათ, თუ იმპროვიზაციას დაიწყებთ და ამა თუ იმ ამოცანის გადასაჭრელად არასტანდარტულ გადაწყვეტილებას მიიღებთ.

თქვენ უპირატესობა გაქვთ – მხოლოდ თქვენთვის დამახასიათებელი ნიჭი. ამით მთელი წელი შეიარაღდით. უკვე პირველ თვეებში ცხოვრების უკეთესობისკენ კარდინალურად შეცვლას შეძლებთ. ამის დასაწყისი 17 იანვრიდან 11 თებერვალი იქნება, როცა თქვენს ცხოვრებაში რომანტიკა განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

მორიელი

2020 წელს მორიელის ცხოვრებაზე იუპიტერი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ეს მთელი 12 თვის ხასიათს განსაზღვრავს, რაც პერიოდს განსაკუთრებით ემოციურს, შთაბეჭდილებებით და ვნებებით სავსეს გახდის. გამორიცხული არაა, რომ ემოციებზე დაყრდნობით რამდენჯერმე შეცდომა დაუშვათ ან რაღაც დაუფიქრებლად თქვათ.

თუმცა ამას თავისი უპირატესობა აქვს: თქვენი ემოციურობა სამყაროზე, საკუთარ თავსა და ქცევებზე კრიტიკული შეხედულების მიზეზი გახდება. ეს საკუთარ თავზე მუშაობის შესანიშნავი სტიმული გახდება. თვითგანვითარებაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევთ და ცხოვრებას საჭირო რელსებზე გადაიყვანთ.

მშვილდოსანი

2020 წელს მშვილდოსანმა საქმეში პრიორიტეტები სწორად უნდა დასახოს. ყველაფრის საკუთარ თავზე აღებით საკუთარ შესაძლებლობებს კი არ აჭარბებთ, უბრალოდ ამ ყველაფრის შესასრულებლად საკმარისი დრო არ გექნებათ.

ეცადეთ მკაფიოდ უპასუხოთ, თუ სამსახურში რისი გაკეთება არის მნიშვნელოვანი, რომანტიკულ სფეროს თქვენს ცხოვრებაში რა ადგილი უკავია, თავისუფალ დროს რისი გაკეთება გსურთ. მაგალითად, თებერვალი იდეალური დროა ახლობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის, ხოლო თვის ბოლოს დაგეგმილი ქორწილი ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას გპირდებათ. ივლისი – დრო, როცა ახალი ადამიანით დაინტერესდებით, ან ახალ გართობას აღმოაჩენთ.

თხის რქა

2020 წელს ცხოვრების ყველა სფეროში სიამოვნებას მიიღებთ. ყველაზე წარმატებული მაინც პროფესიულ სფეროში იქნებით. დაწინაურება მოსალოდნელ პერსპექტივას წარმოადგენს.

ცხოვრების მეორე მნიშვნელოვანი მომენტი რომანტიკული ურთიერთობები იქნება. ეს ხელსაყრელი პერიოდია ქორწინებისთვის ან ახალი ურთიერთობის დასაწყებად. წარსული თავს შეგახსენებთ. აპრილი ძველი საკითხების გადაჭრას მოგთხოვთ, რომელთაც თავს წარმატებით გაართმევთ.

მერწყული

2020 წელს მერწყულს ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა ელოდება. წარმატება გელოდებათ იმ საქმიანობაშიც, რომელსაც არასამუშაო დროს უთმობთ. მხატვრებს, მწერლებს და მუსიკოსებს ეჭვიც არ უნდა შეეპაროთ, რომ მათი ნამუშევრები სათანადოდ დაფასდება.

შეყვარებულებისთვის განსაკუთრებით კარგი წელია. 1 ივლისი შესანიშნავი თარიღია ქორწილისთვის! აი, სხვა სფეროში პროფესიულ წარმატებას არ ელოდოთ. ყველაფერი სტაბილურად იქნება.

თევზები

2020 წელს თევზის მთავარი ინსტრუმენტი მოთმინება გახდება. ნებისმიერ საქმეში ინტუიციას ენდეთ და პირველი ექვსი თვე რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღოთ.

გამორიცხული არაა, რომ მაისში მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ, რადგან თქვენი გულისთვის ორი ადამიანი იბრძოლებს. გადაწყვეტილებაზე კარგად დაფიქრდით. მეტად დაისვენეთ. ივლისი – აგვისტო მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა. მოთმინებით და გონივრული მიდგომით ნებისმიერ ამოცანას მაქსიმალურად ეფექტურად შეასრულებთ.