ჰოროსკოპი
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები
გაინტერესებთ, როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები?
ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
„ყველაფერი კარგადაა“
სხვებს ყოველთვის ატყუებთ და ეუბნებით, რომ ყველაფერი კარგადაა, როცა სინამდვილეში ასე არ არის. არ გსურთ, რომ სხვა ადამიანებმა თქვენი სისუსტე დაინახონ. ვერძს ყოველთვის ძალის, თავდაჯერებულობის და სიმამაცის გამოჩენა სურს. მაშინაც კი, როცა შიგნიდან განადგურებული არის, სურს, ადამიანებს სჯეროდეთ, რომ თავს შესანიშნავად ართმევს.
კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
„არ გატყუებ“
კურო პრინციპებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ადამიანებმა იციან, რომ თქვენ გულწრფელი და პრინციპული ადამიანი ხართ. გსურთ, რომ სხვებმა ჩაგთვალონ ადამიანად, რომელიც ყოველთვის სწორად იქცევა – თუმცა სრულყოფილი არავინაა.
ტყუპები (22 მაისი – 21 ივნისი)
„მოგვიანებით დაგირეკავ“
თქვენ საიმედო არ ხართ, როცა საქმე მოგვიანებით შეხმიანებას ეხება. ეს თქვენი პიროვნების ძლიერი ასპექტი არაა.
კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)
„5 წუთში მზად ვიქნები“
ეს, ალბათ, ტყუილის ყველაზე არასასიამოვნო მაგალითია, რომელიც ადამიანმა ოდესმე შეიძლება თქვას. ეს არის ტყუილი, რომელსაც კირჩხიბი ხშირად ამბობს. უკვე არავინ ელოდება, რომ დროულად მოხვალთ.
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი არაა“
მაგრამ ეს ტყუილია, რადგან ლომისთვის ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ლომს ბუზიდან სპილოს ქცევა უყვარს. როცა საქმე სხვა ადამიანებს ეხება, ლომი მათი წარმატების და მიღწევების შემცირებას ცდილობს.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
„მესმის“
არა, ასე არაა, მაგრამ თქვენი სიამაყე აღიარების უფლებას არ მოგცემთ. ყოველთვის, როცა კუთხეში მიმწყვდეული ხვდებით, ამის აღიარება გიჭირთ.
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
„შენი საიდუმლოს შენახვა შემიძლია“
ყველამ ვიცით, რომ ეს ტყუილია. სასწორი, როგორც წესი, ძალიან მეგობრულია. თქვენ შესანიშნავი და მომხიბვლელი გარეგნობა გაქვთ, რომელიც ბევრ ადამიანს თავბრუს ახვევს. მიუხედავად ამისა, ადამიანებმა სასწორს არ უნდა ენდონ, როცა საქმე საიდუმლოს შენახვას ეხება. თქვენ ჭორები გიყვართ და ზოგჯერ თავის შეკავება გიჭირთ.
მორიელი (23 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)
„არ მგონია, რომ შენს პატიებას შევძლებ“
დიახ, მორიელს ძალიან შურისმაძიებელი ბუნება აქვს. რაღაც დროით, ეს შეიძლება სიმართლე იყოს. თქვენ შურისძიებას დაგეგმავთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანების პატიებას იწყებთ. ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხვდებით, რომ უბრალოდ უკან დახევა საუკეთესო გამოსავალია.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
„ამას ახლავე გავაკეთებ“
სავსებით შესაძლებელია, რომ არასდროს გააკეთოთ. მოვალეობის გადადებას ბოლო წუთამდე ცდილობთ. თქვენთვის საქმის გადადება ან საერთოდ არ შესრულება ჩვეული თვისებაა.
თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი)
„გეფიცები, არ გავიცინებ“
ყოველთვის გსურთ, რომ ადამიანებმა თქვენთან თავი დაუცველად და სუსტად იგრძნონ. ეს თქვენი დომინანტური ბუნების ნაწილია. მათ ეუბნებით, რომ არასდროს განსჯით იმის გამო, რის თქმასაც ისინი აპირებენ, თუმცა ეს მხოლოდ მახეა. როგორც კი ვინმე რაღაც უხერხულს გააკეთებს, თქვენ გულიანად გაიცინებთ.
მერწყული (21 იანვარი – 18 თებერვალი)
„უბრალოდ ვიხუმრე“
არა, ასე არაა. მერწყულის ლოგიკის და იუმორის გაგება ყველას არ შეუძლია და ამიტომ ცდილობთ, ყველაფერი ხუმრობაში გაატაროთ. საკმაოდ ცინიკურად იქცევით და ასე იმიტომ ამბობთ, რომ ადამიანებმა თავი ძალიან უხერხულად არ იგრძნონ.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
„მხოლოდ ერთხელ ცდა მსურს“
უნდა ცადოთ, რომ მიხვდეთ, თუ სინამდვილეში რა გჭირდებათ. ეს ეხება როგორც კერძს, ასევე ცხოვრების სხვა სიამოვნებას. საკუთარ თავს ეუბნებით, რომ მხოლოდ რაღაცის გამოცდა გსურთ, შემდეგ კი ხვდებით, თუ რამდენად კარგია და მასზე დამოკიდებული მარტივად ხდებით. თქვენ პრაქტიკულად „ნარკომანი“ ხართ.