Connect with us

ჯანმრთელობა

ბულგარელმა პროფესორმა სილამაზის ფორმულა იპოვა. ყოველი დილა ამ პროდუქტით დაიწყეთ

ქრისტო მერმერსკიმ პროდუქტების რამდენიმე ძირითადი ჯგუფი გამო, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს: ხილი, ბოსტნეული, იოგურტი და ღვინო. სწორედ ეს ალკოჰოლური სასმელი, მაგრამ ბოროტად არ გამოიყენოთ!

პროფესორი დარწმუნებულია, რომ რაციონში ამ პროდუქტების ჩართვით ნივთიერებათა ცვლას დავაჩქარებათ და წონაში დაკლებას ხელს შევუწყობთ.

ჯანსაღი კვება წონაში დასაკლებლად:

1. იოგურტი

მაწვნის სადედით და ბულგარული ჩხირით შინაურული იოგურტი მოამზადეთ. გაოცდებით, როცა ნახავთ, რომ უკვე რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იაპონიის, ჩინეთის და კორეიის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თავის დღეს ამ პროდუქტით იწყებს.

აი, საუზმის რეცეპტი:

რძის ნარევს 1 ს/კ ვაშლის პექტინი, ამავე რაოდენობის თაფლი, 1 ჩ/კ დარიჩინი და 20 წვეთი პროპოლისის ნაყენი დაუმატეთ. თუ ძალიან მშიერი ხართ, შეგიძლიათ 1 ბანანი დაუმატოთ.

2. ბოსტნეული

სტაფილოს, ნივრის და ნატურალური არაჟნისგან სალათი რეგულარულად მოამზადეთ. ასეთი კერძი ძვირადღირებული სააფთიაქო ვიტამინების საუკეთესო ალტერნატივა გახდება. სალათის მოსამზადებლად 1 დიდი ზომის სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ და 1-2 კბილი ნიორი წვრილად დაჭერით. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და არაჟნით მორთეთ.

3. ღვინო

წითელ ღვინოში შემავალი ნივთიერება არა მხოლოდ კანის, არამედ ორგანიზმის დაბერების პროცესს შეაფერხებს. ყოველდღე მაქსიმუმ 50 გრ მშრალი წითელი ღვინო უნდა დალიოთ. ასევე სასმელი ხორციანი კერძების მოსართავად გამოიყენეთ.

4. ხილი

გასული საუკუნის დასაწყისში 5-ჯერ უფრო ნაკლებ შაქარს მოიხმარდნენ, ვიდრე ახლა. ჩვენ ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების ტყვეები გავხდით. შაქარი ყველგან გვხვდება: გაზიან სასმელებში, წვენებში, ტკბილეულობასა და გამომცხვარ პროდუქტებში. პროფესორი მოგიწოდებთ, რომ მავნე ნახშირწყლების ჭარბად მოხმარება შეწყვიტოთ და ყოველდღე ნატურალური წვენი მის რბილობთან ერთად მიირთვათ.

პროფესორ მერმერსკის სასარგებლო რჩევები მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.