Connect with us

თავის მოვლა

თვალის გარშემო არსებული კანის მოვლა: რჩევები სილამაზისთვის

კანი თვალებს გარშემო მგრძნობიარე და ნაზია, კანქვეშა ცხიმის არარსებობის გამო ის უფრო იოლად ბერდება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მისთვის განსაკუთრებული ყურადრების მიქცევა. მიყევით ამ რჩევებს, რათა იზრუნოთ კანზე და მასზე დადებითი ეფექტი მოახდინოთ.

თქვენი თვალები დღის განმავლობაში განსაკუთრებულად აქტიურია, თვალის დახამხამებიდან – ემოციების გამოხატვამდე, ამან კი შეიძლება დროზე ადრე დაბერებამდე მიგვიყვანოს.

არსებობს გენეტიკური მიზეზების, ულტრაიისფერი სხივები, სტრესის გარე ფაქტორები და ცხოვრების სტილი, რომლებიც ასევე აჩქარებენ თვალის გარშემო არსებული კანის დაბერების პროცესს.

ზოგიერთი პრობლემა თვალის გარშემო

  • მუქი რგოლები
  • წვრილი ხაზები
  • სიმშრალე
  • შეშუპება (ტომრები თვალებს ქვეშ)

თვალის გარშემო არსებული კანის მოვლის პოპულარული საშუალებები

იმისგან დამოუკიდებლად თუ რამდენი წლის ხართ, არასდროს არის ზედმეტად ადრე ან ზედმეტად გვიან, რათა თქვენს თვალებს იმდენი ყურადღება მიაქციოთ რამდენსაც იმსახურებს. აი რამდენიმე უბრალო რჩევა თვალებს გარშემო არსებული კანის მოსავლელად, ისინი თქვენს ყოველდღიურ რუტინას დაუმატეთ.

დატენიანება

კანის დატენიანება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. წარმოიდგინეთ, რომ კანი ყურძენია… ის როგორც კი წყალს დაკარგავს მცირდება და ნაოჭები უჩნდება. მაგრამ როგორც კი ამ წყალს უკან დააბრუნებთ, ის კვლავ შეივსება და ზოლები და ნაოჭებიც შემცირდება. სწორედ ასე ხდება თვალის გარშემო არსებული კანის შემთვევაშიც.

ყველაზე ხშირი შეკიხთხვა დატენიანების შესახებ  – შეიძლება თუ არა სახის კანის დამატენიანებლის გამოყენება თვალის კანის შემთვევაში – პასუხია – დიახ! შეიძლება, თუ ეს კანის გაღიზიანებას არ იწვევს. მაგრამ იცოდეთ, რომ თვალის გარშემო არსებული კანი თხელია და შეიძლება თქვენი სახის კრემის მიმართ ზედმეტი მგრძნობიარობა გამოავლინოს. თუ იგრძნობთ, რომ კრემის წასმის შემდეგ თვალები გიწითლდებათ ან გეცრემლებათ – ამ საშუალების გამოენებისგან თავი შეიკავეთ და მის ნაცვლად თვალის კრემი შეიძინეთ.

თვალის კრემები ძირითადად ისეთი ინგრედიენტებისგან შედგებიან რომლებიც თვალზე მავნე ზეგავლენას არ ახდენენ, მაგრამ საკმარის აქტიურ ნივთიერებებს შეიცავენ იმისთვის, რომ თვალს წვრილი ხაზები და ნაოჭები მოაშორონ.

შეამოწმეთ ინგრედიენტები

როდესაც თვალისთვის შესაფერის კრემს ეძებთ, აუცილებელია იცოდეთ,თუ რომელი ინგრედიენტები უნდა ეძებოთ. ქვემოთ თქვენ ნახავთ ინგრედიენტებს, რომლებიც რეკომენდებულია და შეგიძლიათ ისინი თქვენი საჭიროებისამებრ აარჩიოთ.

წვრილი ხაზები

გარდა დამატენიანებელი კომპონენტებისა, რომელსაც სითხის დაკარგვის შემცირებისთვის ვიყენებთ, თქვენ ის ინგრედიენტებიც გესაჭიროებათ რომლებიც სწრაფ “შემვსებ” ეფექტს მოგვცემენ. ამ შედეგისთვის, უფრო ძლიერი ინგრედიენტები შეარჩიეთ, რომლებიც კოლაგენის გამომუშავების სტიმულაციაში დაგეხმარებიან. ამ ინგრედიენტებს განეკუთვნებიან:

  • რეთინოიდი (რეცეპტით)
  • რეთინოლი (რეცეპტის გარეშე)
  • წარმოებული ვიტამინი А
  • პეპტიდები

ჰიპერპიგმენტაციის საწინააღმდეგოდ (მუქი რგოლები)

ჰიპერპიგმენტაციასთან ბრძოლისთვის აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება შემდეგ ინგრედიენტებს:

  • არბუტინს
  • ჰიდროქინონს
  • კოიევის მჟავას
  • с ვიტამინს
  • სოიოს
  • ნიაცინამიდს (ვიტამინი b-3)
  • აზელაინურ მჟავას

შეშუპებისას

დასიებული თვალების მოვლი საკმაოდ მარტივია. შეგიძლიათ მაგალითად გამოიძინოთ ან საკმარისი რაოდენობის წყალი მიირთვათ. მაგრამ როდესაც საქმე კანის მოვლის ინგრედიენტებს ეხება, შეშუპების მოშორებაში შემდეგი ინგრედიენტები დაგეხმარებათ:

  • კოფეინი
  • მწვანე ჩაი და ყავის მარცვლები
  • დიპეფტიდი-2 (Eyeliss)
  • ტირიფის ბალახი

აი რჩევები თვალებს გარშემო არსებული კანის მოვლისთვის

ეს ინგრედიენტები კანიდან იმ თავისუფალი რადიკალების მოცილებაში დაგეხმარებიან, რომლებიც ულტრაიისფერი გამოსხივებით, მოწევით და დამაბინძურებლებით არიან გამოწვეული. გარდა ამისა, ისინი დაბერების პროცესსაც ანელებენ.

მოძებნეთ შემდეგი:

  • ვიტამინი с
  • ვიტამინი Е
  • მწვანე ჩაი
  • ვიტამინი B-3 (ნიაცინამიდი)

თვალის არიდან მაკიაჟის მოცილებისას ან მაკიჟის წასმისას განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ. თვალის კანი ძალიან თხელია და მაზე დამატებითი ზეწოლა წვრილი ხაზების გაჩენას გამოიწვევს.

ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ კანს სწორად:

მზისგან დაცვა აუცილებელია

მზის გავლენამ შეიძლება დიდი როლი ითამაშოს კანის დაბერების პროცესში და თვალის ქვეშ არსებული კანის გამუქებაც გამოიწვიოს.

მზისგან დამცავლი კრემი მართლაც აუცილებელი ნაწილია კანის მოვლის ნებისმიერი პროცედურისთვის და ის ყოველდღიურად უნდა გამოვიყენოთ, თუნდაც გარეთ ნისლიანი ამინდი იყოს. გარდა ამისა ზედა ქუთუთოც ნუ დაგავიწყდებათ, ის ერთ-ერთი ყველაზე მივიწყებული ადგილია მზისგან დამცავი კრემის გამოენებისას.

აუცილებლად შეიძინეთ მზისგან დამცავი სათვალე, რომელიც ულტრა იისფერი სხივებისგან დაგიცავთ, ეს არამარტო თვალების დაცვაში არამედ მის გარშემო არსებული კანის ულტრაიისფერი სხივებისგან დამალვაშიც დაგეხმარებათ.

გაინებივრეთ თავი მასაჟით

თუ ცუდად გეძინათ და თვალები დაგისივდათ, უბრალო მასაჟი დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. გარდა ზოგიერთი გენეტიკური პრობლემისა, თვალების შეშუპებას სითხის შეკავებაც იწვევს. ეს შეიძლება მარილის მაღალი შემცველობის მქონე საკვების მიღებამ, ზედმეტმა ან არასაკმარისი რაოდენობის ძილმაც გამოიწვიოს.

თვალების მასაჟი მის გარშემო სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. მასაჟის მოძრაობები ამ მიდამოდან ზედმეტი სითხის განდევნასაც შუწყობს ხელს და შესიებაც შემცირდება.

თუ ფულის გადახდა არ გენანებათ – ნეფრიტის გორგოლაჭის შეძენა სახის მასაჟისთვის მოგიხსნით დაძაბულობას და შეამცირებს შეშუპებას.