Connect with us

ჯანმრთელობა

ხუთი ნატურალური საშუალება ორალური კანდიდოზისა და ცუდი სუნისგან თავდასაღწევად

ორალური კანდიდოზისგან თავდასაღწევი უამრავი საშუალება არსებობს, მათი დამზადება ნატურალური კომპონენტებით შეიძლება. თუმცა უმეტეს შემთვევებში აუცილებელია ექიმთან იმკურნალოთ. ამ დაავადების იოლი ფორმების მინიმუმდა დაყვანა კი შინაურული საშუალებებითაც შეიძლება.

ეს ინფექცია Candida albicans-ის სოკოს ზრდის შედეგად წარმოიქმნება. ეს მიკრორგანიზმი მცირეოდენი რაოდენობით პირის ღრუშიც ცხოვრობს და არანაირ ზიანს არ გვაყენებს, თუმცა როდესაც უკონტროლოდ გამრავლებას ახერხებს – ეს პრობლემებს იწვევს.

მისი სიმპტომებია თეთრი, კრემოვანი ნადები პირის ღრუში. გარდა ამისა შეიძლება ყლაპვის გაძნელება და უსიამოვნო გემოც ერთვოდეს თან. ის შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოხუცებში გვხვდება.

5 საშუალება ორალური კანდიდოზისთვის

1. საკვები სოდა

პირის ღრუს კანდიდოზის მკურნალობის ერთ-ერთი საშუალებაა პირის ღრუსი ნატრიუმის ბიკარბონატის გამოვლება. ეს ხსნარი სადეზინფექციო და ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისბებით გამოირჩევა, რომლებიც ამ სოკოს განეიტრალებაში დაგეხმარებათ.

როგორ გამოვიყენოთ?

ნახევარი ჩაის კოვზი საკვები სოდა, 1 ჭიქა თბილ წყალში გააზავეთ. შემდეგ გამოიყენეთ ყელის სავლები სითხე 2 წუთის განმავლობაში. გადმოღვარეთ სავლები და პროცედურა დღეში ორჯერ გაიმეორეთ, სანამ უკეთესობას არ იგრძნობთ.

2. ნატურალური იოგურტი

ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ორალური კანდიდოზისას პრობიოტიკებიანი ნატურალური იოგურტია. ეს კულტურა “დადებითი ბაქტერიებით” დადებიტად მოქმედებს კანდიდოზის დროს და პირის ღრუში ჯანმრთელი ბაქტერიების ბალანსის აღდგენაშიც დაგეხმარებათ.

როგორ გამოვიყენოთ?

პირველივე სიმპტომებისას დღეში ორი პორცია ნატურალური იოგურტი მიღება დაიწყეთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ის შაქრის გარეშეა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სოკოს “გამოკვებავს”.

3. ლიმონის წვენი

ბევრი სამკურნალო თვისებებს აწერენ ლიმონის წვენს. მათ შორის უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი კომპონენტები ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევიან. ის კარგი მოკავშირეა კანდიდოზთან ბრძოლისთვის.

როგორ გამოვიყენოთ?

გაქვთ ორი ვარიანტი: აურიეთ ლიმონის წვენი თბილ წყალთან და დღეში სამჯერ გამოივლეთ. თქვენ ლიმონიანი ჩაის მომზადება და მისი უზმოზე მირთმევაც შეგიძლიათ.

4. კურკუმა

კურკუმა თავისი თვისბებებით ჩვენს გაოცებას არ წყვეტს. განსაკუთრებით კი პირის ღრუს მკურნალობისას. კვლევის თანახმად, კურკუმას კანდოდიზის სოკოს რამდენიმე სახეობის წინააღმდე ბრძოლა შეუძლია.

როგორ გამოვიყენოთ?

ჯერ ჭიქა წყალი გააცხელეთ, შემდეგ ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა დაუმატეთ, სურვილისამბერ უმატებთ მწიკვ შავ პილპილს. ეს საშუალება დღეში 2-ჯერ მიიღეთ სანა ინფექცია არ გაქრება.

5. თავშავას ეთერზეთი

თავშავას (ორეგანოს)ეთერზეთი ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო კომპონენტებისგან შედგება. მისი თვისებები მკურნალობის ბევრ ალტერნატიულ მეთოდში გამოიყენება. ამიტომ მას ორალური კანდიდოზის სამკურნალო ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებებს შორის გამოვყობთ, რომელსაც შეუძლია მისი სიმპტომები მინიმუმამდე დაიყვანოს.

როგორ გამოვიყენოთ?

ერთ ჭიქა თბილ წყალში, 2 წვეთი თავშავას ეთერზეთი ჩააწვეთეთ. შემდეგ ეს ხსნარი ყელში 2 წუთის მანძილზე ივლეთ. გადმოასხით ნარჩენები. პროცედურა დღეში ორჯერ გაიმეორეთ.

ყურადღება: ეთერზეთები არ უნდა ჩაყლაპოთ! გარდა ამისა აჯობებს ის წყალში გააზავოთ. მიყევით ინსტრუქციას!

როდის მივიდეთ ექიმთან?!

ორალური კანდიდოზის უმეტესი შემთხვევები სერიოზული არ არის და მკურნალობის გარეშეც ქრება. თუმცა სუსტი იმუნური სისტემის მქონეთათვის აჯობებს ექიმს თავის დროზე მიაკითხონ.