Connect with us

თავის მოვლა

ცვილი თუ შაქარი: ეპილაციის რომელი მეთოდი მოგიხდებათ თქვენ

არასასურველი თმის მოცილებისას, ნებისმიერი გოგონა იმ მეთოდს ირჩევს, რომელსაც ნაკლებად ტრამვულად, უმტკივნეულოდ, სწრაფად და იაფად მიიჩნევს. ზოგი სამართებელს ირჩევს – ეს მეთოდი სწრაფიც არის, უმტკივნეულოც და ბიუჯეტურიც. მისი მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ რეგულარული გამოყენებისას თმა სწრაფად იზრდება და მჩხვლეტავი ხდება, შედეგად პროცედურის გამეორება სულ უფრო ხშირად ხდება საჭირო. ამიტომ ქალბატონების უმტესობა დეპილაციაზე გადადის – შაქრის ან ცვილის.

რით განსხვავდება ცვილის დეპილაცია შაქრის დეპილაციისგან?! რომელი უფრო მეტად შეგეფერებათ?! ჩვენ დეტალურად გამოვიკვლიეთ ორივე პროცედურა და მათი პლიუსები და მინუსებიც განვიხილეთ, არჩევანი კი თქვენზეა!

დეპილაცია ცვილით

ტერმინი ცვილის დეპილაცია თმის წებოვანი ცვილით მოშორების ყველა სახეობას მოიცავს. ის შეიძლება ცხელიც იყოს, თბილიც და ცივიც, მოქმდების პრინციპი კი ყველგან ერთნაირია: ცვილს კანზე, სპეციალური ლენტით იდებენ და შემდეგ მკვეთრი მოძრაობით იძრობენ.

პლიუსები:

  • პროცედურა სწრაფია და კანის დიდ მონაკვეთს ამუშავებს ერთდროულად.
  • ამ პროცედურის შემდეგ კანი გასაოცრად სუფთაა: ცვილი არაჩვეულებრივად და ძირებიანად აშორებს ყველაზე მოკლე თმასაც კი.
  • ამ პროცედურის რეგულარულად ჩატარებით თმები თხელდება, მცირდება და იოლად შორდება.
  • ცვილის დეპილაცია შაქრის დეპილაციაზე იაფი ჯდება.

მინუსები:

  • ცხელი ცვილით დეპილაციისას კანის დაწვის შანსი არსებობს.
  • ბევრი გოგონა ჩივის, რომ ეს პროცედურა თმის ჩაბრუნებას იწვევს.
  • ცვილით დეპილაციის შემდეგ, ცვილის ნარჩენების მოცილება მხოლოდ ზეთით შეიძლება, წინააღმდეგ შეთხვევაში თქვენსავე ჯინსებს მიეკრობით.
  • დეპილაციისას თმა კანის საკმაოდ დიდი მონაკვეთიდან ერთდროულად გშორდებათ, რაც საკმაოდ მტკივნეულ შეგრძნებებთან არის დაკავშირებული.

დეპილაცია შაქრით

დეპლაცია შაქრით ანუ შუგარინგი – ცვილის გაცილებით ნატურალური ალტერნატივაა. შუგარინგი – კარამელის ნაზავია, რომელიც წყლით, შაქრით და ლიმონის წვენით მზადდება. პროცედურა კი ამგვარია: შაქრის პასტის პატარა ბურთულებს, თმის ზრის მიმართულების საწინააღმდეგოდ კანზე გადაატარებენ და მკვეთრი მოძრაობით იძრობენ.

პლიუსები

  • შაქრის დეპილაცია – ნაკლებად მტკივნეულია ცვილთან შედარებით
  • შუგარინგის შემდეგ თმა არ ჩაგეზრდებათ (ჩაგიბრუნდებათ): თმის საწინააღმდეგო მიმართულებით მოცილებისას თმა ფესვიანად გშორდებათ.
  • შუგარინგის პროცედურის შემდეგ კანის გსუფთავება უმარტივესია, ამისთვის უბრალოდ თბილი წყალი დაგჭირდებათ.
  • შუგარინგის პასტა მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს შეიცავს, შესაბამისად ალერგიის ან გაღიზიანების გამოწვევის რისკი ძალიან დაბალია.
  • შაქრის პასტის მომზადება დამოუკიდებლადაც შეიძლება და პროცედურის სახლში ჩატარების შემთხვევაში ეკონომიის გაკეთებაც გმოგივათ.

მინუსები:

  • პროცედურას დიდი დრო ჭირდება. სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია კანის პატარ-პატარა მონაკვეთების ნაბიჯ-ნაბიჯ დამუშავება (3-5სმ).
  • შაქრის ეპილაცია თმის მოცილების ადგილებში კანის უჯრედებს აზიანებს
  • ზოგიერთი სპეციალისტი კანის მგრძნობიარე ნაწილებში შუგარინგის გამოყენებას არ გირჩევთ (ბიკინის ზონა, იღლია)
  • როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, შუგარინგი არასასურველ თმას ყოველთვის პირველივე ცდაზე ვერ მოგაშორებთ, ამიტომ ზოგიერთი არის თავიდან დამუშავება მოგიწევთ.
  • სალონებში, შუგარინგი ცვილით დეპილაციაზე ძვირი ღირს.