Connect with us

ჯანმრთელობა

5 ნიშანი, რომ თქვენს სხეულს კალციუმი აკლია

ბავშვობაში გვარწმუნებდნენ, რომ ბევრი რძე უნდა დავლიოთ, თუმცა როგორც ექიმები ირწმუნებიან, კალციუმი ზრდასრულებსაც, განსაკუთრებით ქალებსაც სჭირდებათ!

აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, 19-50 წლის ასაკში ყოველდღე 1000 მგ კალციუმის მოხმარება რეკომენდებულია.

ქალებმა 51 წლის ზემოთ და კაცებმა 71 წლის ზემოთ ყოველდღე 1200 მგ კალციუმი უნდა მიიღონ.

კალციუმის დეფიციტი შეიძლება სახიფათო იყოს! კალციუმის დაბალი შემცველობის საკვების მიღებამ შეიძლება პარაფარისებრი (ფარისებრახლო) ჰორმონის წარმოება გამოიწვიოს.

ეს ჰორმონი ძვლოვან ქსოვილს ანადგურებს იმისთვის, რომ სისხლში კალციუმის დაბალი დონე დააბალანსოს. ხანგრძლივი დროით კალციუმის დეფიციტი ოსტეოპოროზის განვითარების რისკს მაღლა სწევს.

აი, კალციუმის დეფიციტის ნიშნები:

1. ფეხის კრუნჩხვები

კალციუმის დეფიციტმა შეიძლება ნერვული დაბოლოების სპაზმი გამოიწვიოს. უმეტესობა ჩვენგანს ღამით წვივების და ბარძაყის კრუნჩხვები გვაწუხებს, ეს კი კალციუმის დეფიციტით არის გამოწვეული.

2. ჩხვლეტა ან დაბუჟება

ნერვული დაბოლოების სპაზმის კიდევ ერთი შედეგი – ხელების ან ფეხების ჩხვლეტა ან დაბუჟება.

3. აქერცლილი ფრჩხილები

კალციუმი კბილებში, ძვლებსა და ფრჩხილებში ინახება. თუ ფრჩხილები გექერცლებათ, ეს კალციუმის დეფიციტის ნიშანია.

რძის პროდუქტები, დიდი რაოდენობით მწვანე ბოსტნეული და ვიტამინებით მდიდარი კვების პროდუქტები მიირთვით. თქვენ ფრჩხილის გამძლეობის სხვაობა უნდა შეამჩნიოთ.

4. ძილის პრობლემები

კალციუმი ძილის ჰორმონის, მელატონინის წარმოებას ხელს უწყობს. თუ ფხიზელი ძილი გაქვთ, ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება კალციუმი იყოს.

5. აპოპლექსიური შეტევა

კალციუმი ნეირომედიატორების სწორი ფუნქციონირებისა და კუნთების სწორი შეკუმშისთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ, შეტევა შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც ჰქონდეს.

თუ კალციუმის დეფიციტი გაქვთ, მხოლოდ 1 ჭიქა რძის დალევა საკმარისი არაა. ექიმს უნდა მიმართოთ და სიმპტომები პროფესიონალთან განიხილოთ.