თავის მოვლა
სუპერ საშუალება სახის კანის გასაახალგაზრდავებლად
ალფა-ლიპოური მჟავა ნიკოლას პერიკონის ბესტსელერის „როგორ მოვიშოროთ ნაოჭები“ წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე. ამ წიგნის წაკითხვას ყველას გირჩევთ!
ავტორის აზრით და ხანგრძლივი კვლევის შედეგებით მჟავას კანზე სასწაულის მოხდენა შეუძლია.
ალფა-ლიპოური მჟავის მოქმედება
ალფა-ლიპოური მჟავა უნიკალურ თვისებას ფლობს – ის ნივთიერებათა ცვლაზე გავლენას ახდენს. ასაკის მატებასთან ერთად ნივთიერებათა ცვლა ფერხდება, შესაბამისად, ენერგიის წარმოება მცირდება. ეს კი თავის მხრივ აღდგენის შესაძლებლობას ამცირებს. ალფა-ლიპოური მჟავა უჯრედებს უფრო მეტი ენერგიის წარმოებას და აღდგენას აიძულებს.
- ალფა-ლიპოური მჟავა წყალსა და ცხიმში იხსნება და ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს.
- A და C ვიტამინებს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში ეხმარება.
- გვერდითი ეფექტები არ გააჩნია. ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
- შაქარს კოლაგენთან შეერთების საშუალებას არ აძლევს (შაქარი კოლაგენთან შეერთების შემდეგ კანს აზიანებს და მის მოქნილობას და ელასტიკურობას ამცირებს).
ექიმი ნიკოლას პერიკონი მოხალისეებზე ალფა-ლიპური მჟავის ტესტირებას ატარებდა – მათ სახეზე 1%-იანი ალფა-ლიპოური მჟავას ლოსიონის სახით უსმევდა. 20 წუთის განმავლობაში თვალების ქვეშ შეშუპება მცირდება, სახის ფერი უმჯობესდება და ჩამოწეული ქუთუთოები ზემოთ იწევა.
2 კვირის შემდეგ – ფორები ვიწროვდება, სახის ფერი უფრო მკვეთრი ხდება, თვალების ქვეშ მუქი წრეები ზომაში 2-ჯერ მცირდება, ჩამოწეული ქუთუთოები ზემოთ იწევა.
3 თვის შემდეგ – კანის ფაიფურივით ხდება, წვრილი ნაოჭები ქრება, ნაწიბურები მცირდება და როზაცეას გაქრობა აღინიშნება. ტესტირებების შედეეგებით ნიკოლას პერიკონი ალფა-ლიპოური მჟავის გამოყენებას შემდეგ შემთხვევებში გირჩევთ:
- წვრილი ნაოჭები
- თვალების ქვეშ მუქი წრეები, სილურჯე და შეშუპება
- გაფართოებული ფორები
- პოსტაკნე
- ჩამოწელილი კანი ყვითელი შეფერილობით
ალფა-ლიპოური მჟავა შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ, შემდეგი დასახელებებით: ბერლიტიონი, ლიპამიდი, ლიპოური მჟავა, ოკტოლიპენი, ტიოგამა, ტიოქტის მჟავა, ტიოქტაციდი, თიოლეპტა, ესპა-ლიპონი.
ალფა-ლიპოური მჟავის გამოყენების ვარიანტები
საღამოს ნიღბების სახით ზეთთან ერთად უშუალოდ გამოყენების წინ. ზეთი არ შეათბოთ.
ტიოგამის პრეპარატის გამოყენება საღამოს ტონიკის სახით დაბანის, გაწმენდს შემდეგ და კრემის წასმის წინ (1,2% ალფა-ლიპოური მჟავა 50 მლ ხსნარი).
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ალფა-ლიპოური მჟავა სინათლეზე თავის თვისებებს ძალიან სწრაფად კარგავს. ბნელ ადგილას შეინახეთ და კოსმეტიკურ საშუალებებს უშუალოდ გამოყენების წინ აურიეთ!
ალფა-ლიპოური მჟავა გლუკოზის და სპირტის შემცველ საშუალებებთან შეუსაბამოა.
ალფა-ლიპოური მჟავა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გამოიყენეთ, ხოლო მზის აქტივობის გაზრდასთან ერთად მისი მოხმარება შეამცირეთ.