Connect with us

ჯანმრთელობა

ილანგ-ილანგის გავლენა ჯანმრთელობასა და განწყობაზე: 5 უნიკალური თვისება

ილანგ-ილანგის ეთერზეთს, ჯანმრთელობასა და სილამაზესთან დაკავშირებული მრავალმხრივი გამოყენება აქვს. მაგალითად, მას კანისა და თმის მოვლისთვის იყენებენ, ის გაწყობის ასამაღლებლადაც გამოიყენება.

ილანგ-ილანგის ეთერზეთის გამოყენება ჯანმრთელობისთვის:

1. აუმჯობესებს გულის მდგომარეობას

ეს ეთერზეთი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ებრძვის შეშუპებას. გარდა ამისა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის სისტემის ჯანმრთელობას, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ეთერზეთად. ამასთანავე ის ყველაზე სასარგებლო ეთერზეთია რომელიც მაღალი წნევის კონტროლში დაგეხმარებათ.

აურიეთ ილანგ-ილანგის ეთერზეთი ქოქოსის ზეთთან. შემდეგ დაიმასაჟეთ გულის არე. თუ თერაპევტულ ზეთს იყენებთ, მისი საკვები დანამატის სახით გამოყენებაც შეგიძლიათ, ან უბრალოდ ჩაიში ჩაიწვეთეთ 2 წვეთი.

2. აუმჯობესებს განწყობას

ილანგ-ილანგის ეთერ-ზეთი – ფანტასტიური და სწრაფი საშუალებაა დეპრესიასთან გასამკლავებლად. მას აქვს უშუალოდ ტვინის ყნოსვით სისტემაზე ზემოქმედების უნარი, ეს კი უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში დაგვეხმარება, მაგალითად ისეთი ემოციებისგან როგორიც არის: მრისხანება, გაღიზიანება ან ცუდი განწყობა.

სცადეთ ამ ეთერზეთის სახლში გამოყენება. გარდა ამისა, ამ ეთერზეთით მასაჟს თუ გაკეთებთ ეფექტი უფრო გაიზრდება.

3. ინარჩუნებს კანის ჯანმრთელობას

თუ კანის მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ, ილანგ-ილანგის ეთერზეთი ნამდვილად გამოგადგებათ. ის სიბერის ნიშნებსაც აქრობს. ილანგ-ილანგი მელანომასთან ბრძოლაშიც გადეხმარებათ!

აურეთ ერთი ან ორი წვეთი ეთერზეთი – ქოქოსის ზეთთან. ამ ნაზავით სახის მასაჟი დღეში 1-2-ჯერ გაიკეთეთ.

4. ნატურალური ენერგეტიკი

ხშირად გრძნობთ დაღლილობას? ალბათ კი… ამიტომ ასეთ სიტუაციაში ეს ეთერზეთი დაგეხმარებათ. ძალიან ბევრი ადამიანი აღნიშნავს მის სარგებელს დაღლილობასთან ბრძოლისას, მისი გამოყენების შემდეგ კი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.

რამდენიმე წვეთი ეთერზეთი სუფთა ბამბის ბურთულად დააწვეთეთ. შემდეგ ის მაჯებზე, კისერში ან მკერდის არეში წაისვით.

5. ნატურალური საშუალება თმის მოსავლელად

არსებობს რამდენიმე უპირატესობა ილანგ-ილანგის თმისთვის გამოსაყენებლად. მაგალითად, შეგიძლიათ თმის იერი და მბზინვარება გააუმჯობესოთ. ასევე მოიშოროთ ქერტლი და შეაჩეროთ თმისცვენა.

არსებობს რამდენიმე საშუალება ილანგ-ილანგის ზეთის გამოსაყენებლად. აურიეთ ის ქოქოსის ან ჟოჟბას ზეთთან, ან შეურიეთ ჩვეულებრივ თმის კონდიციონერთან და თმის მასაჟი გაიკეთეთ.