ჯანმრთელობა
აი, რატომ უნდა ჭამოთ ყურძენი და ფორთოხალი ერთად
ორი ხილი, ყურძენი და ფორთოხალი, გასუქებისა და დიაბეტისგან უფრო უკეთ დაგიცავთ, ვიდრე დიეტა და მედიკამენტები. მთავარი პირობა: ეს ხილი ერთად შეჭამეთ.
როგორც დიეტოლოგებმა გაარკვიეს, ეს ხილი ორი სპეციფიკურ ნაერთს შეიცავს, რომლებიც ძლიერ პროფილაქტიკურ მოქმედებას ხელს უწყობენ. კომპონენტების წყალობით, რომლითაც ფორთოხალი და ყურძენი მდიდარია, ორგანიზმში შაქრის ცვლილება ფაქტიურად არ ხდება, ხოლო სისხლძარღვები ძლიერდება.
ფორთოხალსა და წითელ ყურძენში შემავალი ნივთიერებები, ტრანს-რესვერატროლი და ჰესპერეტინი, მადას აკონტროლებენ და წონის შემცირებას იწვევენ.
სხვათა შორის, გულის პრობლემების დროს ამ ხილის წყვილს ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამის შესახებ აშშ-ს კარდიოლოგები აცხადებენ. სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყურძნის და ციტრუსის ერთად მიღება გულის კუნთების მუშაობას აუმჯობესებს.