საკითხავი
8 ყველაზე სასარგებლო თხილეული და მათი სამკურნალო თვისებები
აი, 8 ყველაზე სასარგებლო თხილეული:
1. ფისტაშკები
ეს კაკალი:
- ცუდი ქოლესტერინის დონეს მთელი 6%-ით ამცირებს;
- თვალის ჯანმრთელობას ხელს უწყობს (ზეაქსანტინს და ლუთეინს შეიცავს);
- უჯრედებს დაშლისგან იცავს;
ფისტაშკებს ხშირად „მომღიმარ კაკალს“ უწოდებენ. დაბალი კალორიულობის და მინერალების და ვიტამინების დიდი რაოდენობის მიუხედავად მისმა მიღებამ არ უნდა გაგიტაცოთ. ზრდასრული ადამიანისთვის დღიური ნორმა მხოლოდ 15 კაკალია. ფისტაშკები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და სასუნთქი გზების დაავადების, ანემიის და სიყვითლის, ტოქსიკოზის დროს დაგეხმარებათ, ასევე მამაკაცებში რეპროდუქციულ შესაძლებლობებს ზრდის.
2. ნუში
- ინსულინის წარმოებას ამცირებს;
- წონის შემცირებას ხელს უწყობს;
- უჯრედებს აგრესიული თავისუფალი რადიკალებისგან იცავს;
გულის დაავადებებისკენ მიდრეკილ ადამიანებს ექიმები დაჟინებით ურჩევენ, რომ კვირაში მინიმუმ 60 გრ ნუში მიირთვან. ნუში ფოსფორით, კალიუმით და რკინით მდიდარია. დესერტების მოსამზადებლად ხშირად იყენებენ. ესპანეთში ელიტურ კაკლად ითვლება. შეძენის დროს ყურადღება დაუზიანებელ მსხვილ კაკლებს მიაქციეთ.
3. კედრის კაკალი
- მადას აქვეითებს;
- იმუნურ სისტემას მხარს უჭერს (თუთია);
- მეხსიერებაზე დადებით გავლენას ახდენს (მაგნიუმი);
- უჯრედებს აგრესიული თავისუფალი რადიკალებისგან იცავს (E ვიტამინი);
კედრის კაკლის სასარგებლო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ექიმი და მეცნიერი ავიცენი წერდა. თანამედროვე მეცნიერებმა ექიმის დასკვნები მხოლოდ დაადასტურეს. კაკალი ვიტამინების, მაკრო და მიკროელემენტების დიდი რაოდენობით გამოირჩევა. ბავშვებისა და ხანდაზმული ადამიანებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. თუმცა, თუ ჭარბი წონისკენ მიდრეკილება გაქვთ, კედრის კაკლის მიღება სჯობს შეზღუდოთ.
4. თხილი
- თვალის და კანის კარგი მდგომარეობის შენარჩუნებას ხელს უწყობს (E ვიტამინი);
- ათეროსკლეროზს აფერხებს;
თხილი უძველესი დროიდან ცნობილია. ჩვენი წინაპრები მისგან ამულეტებს აკეთებდნენ. კაკლის ეს სახეობა დიდი რაოდენობით A და E ვიტამინს შეიცავს. თავის ტვინის მოქმედებას აუმჯობესებს. სჯობს ნედლი სახით მიირთვათ.
5. ნიგოზი
- ძილს არეგულირებს;
- შაკიკს მოგაშორებთ;
- წინა მენსტრუაციული სინდრომის სიმპტომებს ამცირებს;
- მეხსიერებას აუმჯობესებს;
კავკასიაში ნიგოზს წმინდა ხედ მიიჩნევენ. აქ შეიძლება 4 საუკუნის ხეც იპოვოთ. ნაყოფი დიდი რაოდენობით უცვლელ ამინომჟავებს, ტანინებს და ღირებულ მინერალებს შეიცავს. ფიზიკური დაღლილობის, ანემიის, ნერვული სისტემის, გულის და კუჭის დაავადებების დროს დაგეხმარებათ. ნიგვზის რეგულარული მიღება მამაკაცებს სქესობრივი უძლურობის დროს დაეხმარებათ.
6. მიწისთხილი (არაქისი)
- ალცჰაიმერის დაავადებას აფერხებს;
- ორგანიზმის შრომისუნარიანობას ზრდის (ცილების და ცხიმების იდეალური კომბინაცია);
მსოფლიოში დაახლოებით 70 სახეობა არსებობს. არაქისი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია. მხედველობას, სმენას და მეხსიერებას აუმჯობესებს. არა მხოლოდ საკვები პროდუქტის სახით გამოიყენება, არამედ პლასტმასის, სინთეტიკური ძაფის და წებოს წარმოებაშიც იყენებენ.
7. ბრაზილიური კაკალი
- პროსტატის და ძუძუს კიბოსგან დაგიცავთ (2 ბრაზილიური კაკალი სელენიუმის დღიურ ნორმას შეიცავს);
- ორგანიზმის შრომისუნარიანობას ზრდის;
ბრაზილიური კაკალი ყველაზე გემრიელ კაკლად დამსახურებულად მიიჩნევა. მას წასახემსებლად, სალათების და დესერტების მოსამზადებლად იყენებენ. დღეში მხოლოდ 2 კაკალი და თქვენი ორგანიზმი სელენიუმის დღიურ ნორმას მიიღებს, რომლის დეფიციტიც ნაადრევ სიბერეს იწვევს. გარდა ამისა, კაკალი მხნეობას და ენერგიას შეგმატებთ, ლამაზი და სუფთა კანის მიღებაში დაგეხმარებათ და გულის და ონკოლოგიური დაავადებების რისკს შეამცირებს.
8. კეშიუ
- მთელ ორგანიზმში ჟანგბადის გადატანას ხელს უწყობს (რკინა);
- მეხსიერებაზე დადებით გავლენას ახდენს (მაგნიუმი);
- ძვლოვანი სისტემის გამძლეობას მხარს უჭერს (მაგნიუმი და სპილენძი);
ინდური და აზიური სამზარეულოს რეცეპტებში კაკალი კეშიუ ხშირად გვხვდება. მას პირველი და მეორე კერძების, წასახემსებლის, სოუსის და დესერტის მოსამზადებლად იყენებენ. კეშიუ იმუნიტეტს აძლიერებს, გულის მუშაობას აუმჯობესებს და კბილის ტკივილს ამცირებს. დღეში 20 ცალი კაკალი და თქვენი ორგანიზმი რკინის დღიურ დოზას მიიღებს. გამოყენების წინ კაკალი აუცილებლად უნდა შეწვათ, რადგან ნედლი სახით უგემურია.