Connect with us

სხვა

რატომ ვყიდულობ დიდ შეკვრა იაფფასიან სველ ხელსახოცებს სახლისთვის

უნდა ვთქვათ, რომ წყალი მუდმივად მაქვს, როგორც ცხელი, ასევე – ცივი, ამიტომ ჰიგიენისთვის სველი ხელსახოცების გამოყენება არ მჭირდება, თუმცა ისინი მაინც უხვად მაქვს. რატომ?!

არც ისე დიდი ხნის წინ ერთ-ერთი ქალბატონის აღიარება წავიკითხე, სადაც წერდა, რომ სველი ხელსახოცებით იატაკს წმენდს, რათა სათლში ჭუჭყიანი ტილოს ამორეცხვა არ მოუწიოს. ჯერ აქამდე არ მივსულვარ, მაგრამ დავფიქრდი – მეც ხომ ხშირად ვიყენებ სველ ხელსახცოცებს?! ამის შემდეგ კი სველი ხელსახოცების დიდი შეკვრა ვიყიდე და მათ აქტიურად გამოყენებას შევუდექი საყოფაცხოვრებო საქმეებში.

იატაკებს არ ვრეცხავ, მაგრამ, გარკვეულ შხეფებსა და ჭუჭყს კაფელიდან ნამდვილად ვიღებ. ხდება, რომ იატაკს მოვწმენდ და რაღაც ეწვეთება, ერთი მოძრაობა და იატაკი სუფთაა! ვწმენს პლინტუსებს – მოხერხებულად და ფრთხილად, კედლები არ ისვრება. ვწმენდ უნიტაზის დასაჯდომსა და თავსახურს, აქ ძალიან გამოგადგებათ ანტიბაქტერიული სალფეტკები.

ვწმენდ ლეპტოპს – ჯერ სველი, შემდეგ კი მშრალი ხელსახოცით. მაგრამ ამისთვის ძალიან სველი ხელსაცოხი არ გამოგადგებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სითხე შეიძლება ისეთ ადგილას მოხვდეს სადაც დაშვებული არ არის მისი მოხვედრა!

სველი ხელახოცით კარგად იწმინდება ფეხსაცმლის ძირები, თუ რეცხვა არ ესაჭიროება. ვწმენდ ჩანთებს – სწრაფად და ხარისხიანად! იწმინდება ქურთუკის კისრისა და სახელოების ადგილები (მაგალითად ტონალურის კვალი).

იწმინდება ნათითურები მაცივრის კარიდან, ზოგჯერ კი მის შიგნითაც ვაშორებთ ჭუჭყს. სწრაფად ვწმენდ ქურას. ხშირად ვწმენდ პლასტმასის ტექნიკას – მიქსერს, მულტისახარშს ან ტოსტერს.

ვწმენდ პლასტმასის ავეჯს – კალათებს, დასადგამებს, თაროებს. ვაშორებ ჭუჭყს კარებსა და სახელურებს.
შეიძლება რამე დამავიწყდა, სველი ხელსახოცები კიდევ ბევრი სიტუაციიდან გამოგაძვრენთ!!!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.