Connect with us

ჯანმრთელობა

თუ წელის ქრონიკული ტკივილი გაწუხებთ, იცოდეთ, ეს 1 ვარჯიში პრობლემას სწრაფად გაუმკლავდება

რთულია მუდმივად ფორმაში ყოფნა, როდესაც ათასი საქმე და საზრუნავი გაქვს. ასაკის მატებასთან ერთად ჩემი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა, წელის ტკივილი სულ უფრო და უფრო მკვეთრი და ძლიერი ხდებოდა, რაც ცხოვრების ხალისს მიკარგავდა. სიმართლე გითხრათ, ექიმთან მისვლის და საშინელი დიაგნოზის მოსმენის ძალიან მეშინოდა, რის გამოც ალტერნატივას დიდხანს ვეძებდი.

რამდენიმე თვის წინ სრულიად შემთხვევით ქუჩაში ბავშვობის მეგობარს წავაწყდი, რომელთანაც ურთიერთობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაწყვეტილი მქონდა. როდესაც ძველი დროს გახსენებას მოვრჩით, მას ჩემი პრობლემის შესახებ ვუამბე. სწორედ ამ მომენტის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. მეგობარმა მის ახლობელ ექიმთან დამაკავშირა, რომელმაც პრობლემის მოსაგვარებლად ყოველდღიურად 1 საკმაოდ მარტივი ვარჯიშის შესრულება მირჩია. სიმართლე გითხრათ, თავიდან სკეპტიკურად განვეწყე, თუმცა არაფერს ვკარგავდი და ვარჯიშის შესრულებას ყოველდღიურად დიდი მონდომებით შევუდექი. უკვე საკმაოდ დიდი ხანია წელის ტკივილს აღარ შევუწუხებივარ!

ვარჯიში სახელწოდებით “კატა” 

მოცემული ვარჯიშის მთავარი უპირატესობა – კომპლექსური გავლენა ჩვენს ორგანიზმზე. ის არა მხოლოდ გაგათავისუფლებთ წელის ტკივილისგან, რომელიც გამოწვეულია სქოლიოზით ან ცხოვრების მჯდომარე სტილით, არამედ გაგიჯანსაღებთ ხერხემალს. მეტიც, ამ ვარჯიშს ძალიან დადებითი, სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს სასუნთქ ორგანოებზეც. სწორედ ამიტომ, თუ ბრონქიტი ხშირად გაწუხებთ და იმუნიტეტის გაძლიერება გსურთ, მიიღეთ კატის პოზა!

რეკომენდებულია წელისა და მუცლის კუნთების გამაძლიერებელი ამ ვარჯიშის შერსულება ყოველდღიურად. თუ ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებთ, ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო იქნება. წელის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები სამუდამოდ წარსულში დარჩება!

შერსულების ტექნიკა

1. მიიღეთ საწყისი პოზა: დაიფინეთ რბილი ხალიჩა, დადექით ოთხზე, ხელები მოუხრელალდ მიაბჯინეთ იატაკს და კარგად დაეყრდენით. ფეხები უნდა მოხაროთ ისე, რომ შეადგინოთ სწორი, მართი კუთხე. მეტი თვალსაჩინოებისთვის კარგად დააკვირდით ფოტოს.

2. ღრმად ამოისუნთქეთ, მუცელი მაქსიმალურად შეწიეთ, თავი დაბლა, იატაკისკენ დახარეთ, ხოლო წელი მოამრგვალეთ და შეძლებისდაგვარად მაღლა აწიეთ. პრესის კუნთები მაქსიმალურად დაჭიმული უნდა იყოს, ხოლო წელი – მოდუნებული.

3. შეიკავეთ თავი ამ პოზაში რამდენიმე წამით და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

4. კლვავ ღრმად ამოისუნთქეთ და ახლა შეასრულეთ საპირისპირო მოძრაობა. ხელის გულებით კარგად დაეყრდენით იატაკს, თავი მაღლა აწიეთ და წელი მაქსიმალურად ჩახარეთ. ამ დროს მუცლის კუნთები მოდუნებული უნდა იყოს, ხოლო წელი – მაქსიმალურად დაჭიმული.

5. შეიკავეთ თავი რამდენიმე წამით და დაუბრუნდით საწყის პოზას.

ეს ვარჯიში უნდა გაიმეოროთ დაახლოებით 10-15 ჯერ. თითოეულ პოზიციაში უნდა დაფიქსირდეთ 10 წამით და შემდეგ დაუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას. შეასრულეთ ეს ვარჯიშები ყოველდღიურად და ხანმოკლე დროში წელის ტკივილი წარსულში დარჩება. როგორც უკვე გითხარით, ამ მარტივი ვარჯიშის ეფექტურობა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, თუმცა გახსოვდეთ, აუცილებელია მონდომება და რეგულარულობა!

ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბენდნიერაბს!