Connect with us

ჯანმრთელობა

ეს მარტივი, შინაურული სასმელი ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებს და მადას დააქვეითებს

წონის შესამცირებლად უამრავი ხრიკის არსებობს, მაგრამ მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი ჭარბი წონით იტანჯება.

ზემოთ მოცემული სტატისტიკის ნაწილი რომ არ გახდეთ, ფიზიკური ვარჯიშის და ჯანსაღი დიეტის რეგულარულად დაცვა მნიშვნელოვანია. რაციონში ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სასმელიც აუცილებლად უნდა ჩართოთ, რომელიც მხოლოდ 2 ინგრედიენტს შეიცავს.

ეს შინაურული სასმელი ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და გახდომის პროცესს აჩქარებს. მასში მხოლოდ ორი ინგრედიენტი შედის: დარიჩინი და თაფლი.

რატომ არის ეფექტური:

პირველ რიგში, დარიჩინს აქვს თვისება, რომელიც მე-2 ტიპის დიაბეტიკებში შაქრის დონეს არეგულირებს. ამასთან მადას აქვეითებს.

სისხლში შაქრის დონის სწრაფი ცვლილება შიმშილის გრძნობას იწვევს. სისხლში შაქრის სტაბილური დონის შენარჩუნება მადის დასაქვეითებლად ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ უფრო მეტი საკვების მიღება ნამდვილად აღარ გჭირდებათ.

დარიჩინი ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც ჭრილობების შეხორცებას ხელს უწყობენ. დარიჩინი არტერიულ წნევას და ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

თაფლი მაღალკალორიული დამატკბობელია, თუმცა აღმოაჩინეს, რომ მადაზე გავლენის წყალობით გასახდომად გარკვეულ უპირატესობას შეიცავს.

კვლევაში, სადაც ქალის ჯანმრთელობაზე თაფლის და შაქრის გავლენა შეადარეს, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ თაფლი სისხლში შაქრის დონეზე უფრო ნაკლებ გავლენას ახდენს, ვიდრე ჩვეულებრივი სუფრის შაქარი.

როგორც უკვე დარიჩინის თვისებებიდან ვიცით, სისხლში შაქრის სტაბილური დონე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, განსაკუთრებით მადის გაკონტროლებაში. როგორც დარიჩინი, ასევე თაფლი სამკურნალო თვისებებს ფლობს, რაც გახდომის დროს ჯანმრთელობის შენარჩუნებას ხელს უწყობს.

როგორ მოვამზადოთ სასმელი

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 ს/კ დაფქული დარიჩინი
  • 1 კოვზი თაფლი

მომზადება:

ქვაბი აიღეთ და ქ ჭიქა წყალი ჩაასხით. გაზზე დადგით და 2-3 წუთით ადუღეთ. დარიჩინი დაუმატეთ და აურიეთ. შემდეგ გაზიდან გადმოდგით და გააგრილეთ. ამის შემდეგ თაფლი დაუმატეთ. რეცეპტის რაოდენობა  1 ჭიქა სასმელზეა გათვლილი.

როგორ მივიღოთ:

½ ფინჯანი ყოველდღე ძილის წინ დალიეთ, ხოლო დანარჩენი მეორე დილით, საუზმის წინ დალიეთ.

შედეგს უკვე რამდენიმე დღეში დაინახავთ, მაგრამ ჯანსაღ დიეტასთან ერთად ამ სასმელის დალევა უნდა გააგრძელოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.