ჰოროსკოპი
9 მიზეზი თუ რატომ უნდა იყოს თქვენს ცხოვრებაში მშვილდოსანი
თქვენს ახლობლებს შორის მშვილდოსნებიც არიან?! მაშინ, უცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია, რადგან არსებობს მინიმუმ 9 მიზეზი, რატომ გჭირდებათ ცხოვრებაში მშვილდოსნები:
1. მოწოდებით ავანტიურისტები და მოგზაურები. მშვილდოსნები – საუკეთესო მეგზურები არიან როგორც საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის, ისე საკუთარ ქალაქში სეირნობისთვის.
მათ მარტოც შეუძლიათ მოგზაურობა, თუმცა თუ გაგიმართლათ და მასთან ერთად მოხვდით სამოგზაუროდ, დაუვიწყარი გამოცდილება გარანტირებული გაქვთ.
2. კარგია ეს თუ ცუდი, მშვილდოსანი ძალიან სწორხაზოვანია. მშვილდოსანი – ეს არის მეგობარი, რომელსაც მაშინ უნდა მიმართოთ, როდესაც გულწრფელი აზრი ან პირდაპირი პასუხი გჭირდებათ.
მართლაც ძნელია არ აღფრთოვანდე მათი პირდაპირობით.
3. მშვილდოსნები ნამდვილი ოპტიმისტები არიან: თუ მოუწევთ, რომ თავისი ბნელი მხარეები გამოავლინონ, ისინი აუცილებლად გააკეთებენ ამის რაიმე სასიამოვნოთი კომპენსირებას.
რადგან ისინი, ყოველთვის მართლები არიან შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ამას ისინი მართლაც იმისთვის აკეთებენ, რომ გასიამოვნოთ.
4. მშვილდოსნები მიდრეკილნი არიან რეფლექსიისა და თვითძიებისკენ, შესაბამისად ძალიან შეგნებული ადამიანები არიან.
ისინი კარგად იცნობენ საკუთარ თავს, ეს კი ნამდვილად მნიშვნელოვანი თვისებაა პარტნიორისთვის.
5. რაც შეეხება რეფლექსიებს, მშვილდოსნებს ძალიან უყვართ ფილოსოფოსობა. მათთან საათობით შეგიძლიათ ჭკვიანურ თემებზე ისაუბროთ.
ვარსკვლავებზე ყურებისას სამყაროს ბედსა და ცხოვრების აზრზე ფიქრობენ.
6. მშვილდოსნებს ფიზიკური სტიმულაციებით მოსწონთ და გონებრივიც, ამიტომ იოლია მათი ნებისმიერ საქმეზე აყოლიება.
დებატები წიგნის კლუბში? არ არის პრობლემა! ფეხბურთი პარკში? არაჩვეულებრივია! გასეირნება მუზეუმში? სიამოვნებით! აკრობატიკის კურსებზე გსურთ ჩაწერა? რა თქმა უნდა, თუმცა ეს მისთვის პირველი არ იქნება.
7. ისინი ყოველთვის აგყვებიან სპონტანურ გეგმებში, – ეს შეუფასებელი თვისებაა, იმ შემთხვევებითვის როდესაც უეცარი მოულოდნელი შესაძლებლობები ჩნდება.
8. ისინი უდარდელები და მსუბუქები არიან, კარგად გასწავლიან როგორ უნდა მოიგერიოთ ცხოვრების დარტყმები.
მშვილდოსნის წყობიდან გამოყვანა ძალიან ძნელია. მას უბრალოდ მხიარულება უნდა და ეს მოდუნებული დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ სხვებზეც გადადის.
9. მშვილდოსანს დიდი სული აქვს, დიდი გული და გულუხვი ხასიათი.
თუ თქვენს ცხოვრებაში მშვილდოსანი გყავთ, ე.ი. გაგიმართლათ: ის გააფართოვებს თქვენს ჰორიზონტებს, რადგან გულწრფელად უნდა, რომ ისევე დატკბეთ ყოველი მომენტით როგორც ის ტკბება.