Connect with us

სხვა

რომელი პროდუქტები უნდა შევიძინოთ ახალი წლის დადგომამდე 1 თვით ადრე

ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება – თვეზე ოდნავ მეტი. თითქოს ეს პატარა დრო არ არის, მაგრამ, დრო ძალიან სწრაფად მიქრის. დეკემბრის მეორე ნახევარში პროდუქტებზე ფასები მკვეთრად იმატებს, მაღაზიებში ხალხმრავლობაა. თუ ფულისა დ დროის ეკონომია გსურთ, აჯობებს სამზადისი ახლავე დაიწყოთ.

პროდუქტების ნაწილი შეიძლება გაცილებით ადრე შეიძინოთ. მთავარია, მენიუ წინასწარ მოიფიქროთ და განსაზღროთ თუ რა დაგჭირდებათ.

როგორ გავაკეთოთ ეკონომია პროდუქტებზე?! ვიყიდოთ წინასწარ!

ალკოჰოლი

ახალი წელი შამპანურის გარესე წარმოუდგენელია. ალკოჰოლის დღესვე შეძენაში ხელს არაფერი გიშლით, ღვინოსა და შამპანურს საკმაოდ დიდი ხნის შენახვის ვადა აქვთ, ამიტომ შეგიძლიათ რამდენიმე ბოთლი წინასწარვე შეიძინოთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ არყის შენახვა წელიწადზე დიდხანს არ შეიძლება.

დადგით სპირტიანი სასმელები გრილ და ბნელ ადგილას. ღვინო უკეთესად შეინახება თუ ბოთლს გვერდულად დადებთ. ეს აუცილებელია, რათა თავსახური არ გამოშრეს.

ტკბილეული

შოკოლადი, მარმელადი, და სხვა სახის ტკბილეული დღესასწაულზე აუცილებელია! განსაკუთრებით თუ სახლში პატარები გყავთ. ამიტომ მათ შეძენაზე უფრო ადრე იზრუნეთ და შენაძენი უფრო იაფი გამოგივათ. ტკბილეული გრილ ადგილას შეინახეტ რათა არ დადნეს. შოკოლადს მაცივარში ნუ შეინახავთ, მას თეთრი ნადები გაუჩნდება.

მწნილები

თუ მწნილეულს თავად არ ამზდებთ, მათი შეძენა მაღაზიაშიც შეიძლება. ამ პროდუქტის მომზადებაში ძმარი მონაწილეობს – ამის წყალობით პროდუქტი დიდხანს ძლებს და მინიმუმ ნახევარი წლით, უპრობლემოდ ინახება.

კონსერვები

კონსერვები სადღესასწაულო სალათებში საკმაოდ ხშირად გამოყენებადი ინგრედიენტია. შეიძინეთ ზეთისხილი, სიმინდი და ბარდა დროულად. ესეთი პროდუქტები მინიმუმ 2 წლით ინახება. ასე, რომ მათ სიახლეზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ.

მზესუმზირის ზეთი

რომელი კერძის მომზადებაც არ უნდა დაიწყოთ – ზეთი ყველგან დაგჭირდებათ. ყველაზე ხშირად კი მზესუმზირის ზეთს იყენებენ. ის არ ფუჭდება თვეების განმავლობაში და მისი შენახვის პირობებიც საკმაოდ მარტივია.

ძეხვეული

საზეიმო მაგიდა ხორცის გარეშე სრული არ იქნება. შეგიძლიათ ძეხვი ზეიმამდე დიდი ხნით ადრე შეიძინოთ. მისი შენახვა ერთ წლამდე ვადიტაც შეგიძლიათ. საკმარისია ქაღალდში გადაახვიოთ, შემდეგ კი მაცივარში შეინახოთ.
დიდი ხნით ყველა ტიპის ზეხვეული არ ინახება, გამონაკლისი მხოლოდ უმად შებოლილი ძეხვია.

სოუსები

მაიონეზს, სოუსებსა და სხვა სანელებლებს საკმაოდ ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს. შეგიძლიათ ის დრესასწაულამდე 1 თვით ადრე შეიძინოთ.

თევზი

გეგმავთ წითელი თევზით ჩაიტკბარუნოთ პირი? იყიდეთ გაყინული ვარიანტი ახალ წლამდე რამდენიმე კვირით ადრე. თუ თევზს სწორად გაალღობთ, გემოთი ის ახალს მოგაგონებთ. ეს დამარინადებულ ქაშაყს არ ეხება, ის 2 კვირაზე ადრე არ უნდა შეიძინოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.