Connect with us

ჯანმრთელობა

10 მიზეზი, რატომ უნდა დალიოთ ყავა პირდაპირ ახლა

არსებობენ კი ადამიანები, რომელთაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყავა არ დაულევიათ? ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს აუცილებელი რიტუალია, რომლითაც ყოველ დილას იწყებენ. ყავის გარეშე ადამიანების უმეტესობას გაღვიძება უჭირს.

მეცნიერების წყალობით ყავის მოყვარულებისთვის კარგი სიახლეები გვაქვს. ეს 10 დიდებული მიზეზია, თუ რატომ უნდა დალიოთ არომატული სასმელი ყოველ დილას.

1. ყავა ანტიოქსიდანტების ძირითად წყაროს წარმოადგენს

ადამიანის სხეული ყავიდან უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს შთანთქავს, ვიდრე ბოსტნეულიდან და ხილიდან.

2. ყავის სუნს ანტისტრესული ეფექტი აქვს

კორეელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ყავის არომატი დაძაბულ ტვინთან დაკავშირებულ ცილებს განსაკუთრებული გზით უკავშირდება და პოზიტიურად აზროვნებას ხელს უწყობს.

3. ყავა პარკისონის დაავადების სიმპტომებს ამცირებს

2012 წელს სამეცნიერო ჟურნალში Science Daily გამოქვეყნებული სტატიის თანახმად ყავა პარკისონით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება, რომ საკუთარი მოძრაობა უკეთ გააკონტროლონ.

4. ხარისხიანი ყავა ღვიძლისთვის

კვლევის შედეგებმა, რომელიც 22 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა (125 ათასმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღო), აჩვენა, რომ მათ, ვინც დღეში 1 ჭიქა ყავას მაინც სვამდა, ციროზის განვითარების ალბათობა 20%-ით შეუმცირდათ.

5. ყავა თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას ამცირებს

დღეში 2-4 ჭიქა ყავა თვითმკვლელობის რისკს 50%-ით ამცირებს.

6. კანის სიმსივნით დაავადების რისკს ამცირებს

ის ქალებში კანის სიმსივნით დაავადების რისკს 14%-ით ამცირებს.

7. სპორტულ შედეგებს აუმჯობესებს

კოფეინი სისხლში ცხიმოვანი მჟავის რაოდენობას ზრდის, რაც კუნთებს შთანთქმაში, ცხიმების დაწვასა და მის ენერგიად გარდაქმნაში ეხმარება. ეს ნახშირწყლების მარაგს ინახავს და ორგანიზმს მის მოგვიანებით გამოყენებაში ეხმარება.

8. შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკს ამცირებს

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც დღეში როგორც მინიმუმ 4 ჭიქა ყავას სვამენ, მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს 50%-ით ამცირებენ.

9. ყავა ტვინისთვის კარგია

ყავა ადამიანის ტვინს უფრო ეფექტურად მუშაობაში ეხმარება.

10. ყავა უფრო ბედნიერს გაგხდით

ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც კვირაში 4 ჭიქა ყავას სვამენ, დეპრესია 10 %-ით უფრო ნაკლებად აწუხებთ, ვიდრე მათ, ვინც ყავას საერთოდ არ სვამენ.