Connect with us

ჯანმრთელობა

ჩირები აბების და ვიტამინების ნაცვლად

ჩირებიც ერთგვარი სააფთიაქო საშუალებებია. ისინი იმუნიტეტს მხარს უჭერენ, ორგანიზმს განკურნებაში ეხმარებიან და ბევრ დაავადებას აფერხებენ.

შავქლიავი ნაწლავების მუშაობას არეგულირებს.

ის მუცლის ზომას ამცირებს, თუ მუცელი გადაუმუშავებული საკვების გამო სივდება. ამის გამო შავქლიავს ბევრ დიეტაში იყენებენ, თუმცა საკმაოდ კალორიულია. შავქლიავი ბევრ უჯრედისს, ორგანულ მჟავას და მიკროელემენტს შეიცავს: ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი და რკინა. ამ ნივთიერებების წყალობით შავქლიავი ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და წნევის დარეგულირებას ხელს უწყობს. შეგიძლიათ გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკისთვის მიიღოთ.

ფინიკის ჩირი – კანფეტის შესანიშნავი ალტერნატივა!

ფინიკი ისეთივე ტკბილია, როგორც კანფეტი, მაგრამ მასში ნაკლები კალორია და ბევრი უჯრედისი შედის, რაც ნაწლავების გაწმენდას ხელს უწყობს. ფინიკი იმუნიტეტს აძლიერებს. ის სურდოს, ანემიის, დისტროფიის და დეპრესიის დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ. თუ ცუდი განწყობა და ქრონიკული დაღლილობა გაწუხებთ, ეს სასიციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების დეფიციტის ცხადი ნიშანია. ფინიკი კი ამით წარმოუდგენლად მდიდარია. მასში შედის კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, სპილენძი, თუთია, ფოსფორი, ნატრიუმი, ალუმინი, კადმიუმი, კობალტი, გოგირდი, ბორი, მანგანუმი, A პროვიტამინი, P, C1, B1, B2, B6 ვიტამინები და ბეტა-კაროტინი.

ხმელი მანდარინი დაავადების შემდეგ აღდგენაში დაგეხმარებათ

მანდარინი გაცვლის პროცესებს აუმჯობესებს, სისხლძარღვებს უფრო ელასტიურს ხდის. ამის წყალობით შეშუპება ქრება, სისხლის და ლიმფის მოძრაობა უმჯობესდება. მადა და განწყობა უმჯობესდება. გარდა ამისა, მანდარინს სოკოს საწინააღმდეგო დაავადების, ასთმის და სურავანდის საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ. ამ ხილის შემადგენლობაში ბევრი მიკროელემენტი (კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ფოლიუმის და ბეტაკერატინის მჟავა) და ვიტამინები (C, P, B1, B2, A, D, K) შედის.

ხმელი ლიმონი – შესანიშნავი ანტისეპტიკური საშუალება

ის არა მხოლოდ სურდოს და გრიპს ებრძვის, არამედ მათ თავიდან აცილებასაც ხელს უწყობს. ახალი ლიმონის სამსახურში ან მოგზაურობაში წაღება ძალიან რთულია, თუმცა ხმელი ლიმონის ნაჭერი ჯიბეშიც კი ჩაეტევა.  ლიმონი შეიცავს ბევრ მინერალურ მარილს და ძალიან ბევრ C ვიტამინს (ეს კი სწორი ნივთიერებათა ცვლის და ორგანიზმის ყველა ქსოვილის კვების გარანტიაა), ასევე A, B1, B2, D და P ვიტამინებს. ლიმონი რეკომენდებულია ნებისმიერი ანთებითი დაავადების, ათეროსკლეროზის, შარდსასქესო დაავადების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს.

გარგარის ჩირი სისხლძარღვებს წმენდს და აფართოებს.

ამით მისი „ჯადოსნური“ თვისება აიხსნება. გარგარის ჩირი მაგნიუმით მდიდარია, ხოლო მაგნიუმის ზრდა ღრმა დონეზე მოდუნების ბუნებრივ სიგნალს იძლევა. ამის წყალობით გარგარის ჩირი სისხლძარღვების კედლების სპაზმს ამცირებს. სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და სასწაული ხდება. თირკმლის და გულის მდგომარეობა უმჯობესდება.

თავის ტვინის კვების აღდგენა და მეხსიერების გაუმჯობესება ხდება, ამიტომ სტუდენტებმა გამოცდების დროს გარგარის ჩირი უნდა მოიმარაგონ. გარგარის ჩირი განსაკუთრებით სასარგებლოა ორსული ქალებისთვის. ახლა მათ, ყველას მაგნიუმის ძვირადღირებულ მედიკამენტებს უწერენ, არადა შეუძლიათ უბრალოდ გარგარის ჩირი შეჭამონ. მას იგივე ეფექტი აქვს: საშვილოსნოს ყელის ტონუსის ზრდას აფერხებს, სტრესს ამცირებს და ჰემოგლობინს ზრდის. გარდა ამისა, გარგარის ჩირი C ვიტამინს, B15 ვიტამინს, A პროვიტამინს, კალიუმის მარილებს და რკინას, ფოსფორს და უცვლელ ორგანულ მჟავებს გვაძლევს.

შინდის ჩირი – კარგი შარდმდენი და ნაღვლმდენი საშუალება

ამის წყალობით ორგანიზმი დაავადების დროს იწმინდება. შინდი დიაბეტის, პოდაგრის, რევმატიზმის, ანემიის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს დაგეხმარებათ. შინდი ორგანულ მჟავებს, C და P ვიტამინებს, A პროვიტამინს, ეთერზეთს, რკინის მარილს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს და გოგირდს შეიცავს.

ლეღვის ჩირი ლოყებს ცოცხალ ფერს ანიჭებს და მშრალი ხველის დროს დაგეხმარებათ.

ამას კი სისხლში რკინის მომატების ხარჯზე აღწევს. ლეღვი უფრო მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ვაშლი. გარდა ამისა, ლეღვის შემადგენლობაში შედის კალიუმი, კალციუმი, მანგანუმი, ფოსფორი, იოდი, ბრომი, გოგირდი, A, C, B1 და B2 ვიტამინები. ლეღვი საჭმლის მომნელებელ ტრაქტს სტიმულირებს და მადას აძლიერებს. როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლებს აჯანსაღებს. განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების დროს: ვენური უკმარისობის დროს დაგეხმარებათ, ჰიპერტონიას აფერხებს და ძლიერ გულისცემას ამცირებს.

ქიშმიში – გაღიზიანების საწინააღმდეგო საშუალება

მას გამოხატული დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. სიმსუქნისკენ მიდრეკილების დროს სჯობს მისი მიღებისგან თავი შეიკავოთ, რადგან ყურძენი ბევრ შაქარს შეიცავს. კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით ქიშმიში ქსოვილების აღდგენას ხელს უწყობს და გულ-სისხლძარღვთა სისტემას აძლიერებს. ეს კი ყურძნის მოყვარულებს ეხმარება, რომ დიდხანს ახალგაზრდობა შეინარჩუნონ. გარდა ამისა, ქიშმიში ყურძნის ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს: B1, B2 და B5 ვიტამინები, ასევე რკინა, ბორი, მაგნიუმი და სხვა მიკროელემენტი. ისინი გულის, ფილტვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმლის მუშაობას ხელს უწყობენ, ანემიის და ზოგადი სისუსტის დროს დაგეხმარებათ.

ალუბლის ჩირი ორგანიზმიდან ქიმიკატებს გამოდევნის

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მაცხოვრებლებისთვის. ეს პექტინების მოქმედების ხარჯზე ხდება: ის მავნე ქიმიურ ნაერთებს აკავშირებს და ორგანიზმიდან გამოდევნის ისე, რომ სისხლში არ ხვდება. ალუბალი ცნობილი ანტისეპტიკური და ამოსახველებელი საშუალებაა, რაც სურდოს დროს ძალიან მნიშვნელოვანია. მასში შემავალი იოდი სკლეროზის დროს დაგეხმარებათ. მიკროელემენტების (კალიუმი, მაგნიუმი, A, C, PP ვიტამინები) და ორგანული მჟავების კომბინაციის წყალობით ალუბლის ჩირი კრუნჩხვებს ამცირებს და ნერვულ სისტემას ამშვიდებს. რკინის მარილების და სპილენძის მაღალი შემცველობის წყალობით ანემიის დროს კარგი საშუალებაა.

ანანასის ჩირი წონაში დაკლებასა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

მასში ლიმონის და სხვა ორგანული მჟავა შედის, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებენ. გარდა ამისა, ანანასი იშვიათ ნივთიერებას ბრომელაინს შეიცავს ეს მცენარეული ფერმენტი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და ანთებით პროცესებს აქრობს.

მასში შემავალი კალიუმი და სპილენძი სხეულის ყველა ქსოვილის გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს. ამრიგად, ანანასი სასარგებლოა გულისთვის და სისხლძარღვების, ასევე თირკმლებისთვის. მისი მიღება რეკომენდებულია ანემიის, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევის დროს.