ჰოროსკოპი
ყველაზე სრული ასტროლოგიური გიდი ფინანსებში: ხელმომჭირნე კირჩხიბები და მხარჯველი ვერძები
ვერძი
თქვენ გამოიმუშაებთ და ხარჯავთ. ხშირად გაცილებით სწრაფად ხარჯავთ, ვიდრე გამოიმუშავებთ. სად არის ხელფასი?! გუშინ ხომ მქონდა?! თუმცა ეს არამარტო თქვენს მფლანგვეობაზე, არამედ, თქვენს ძლიერ პიროვნებაზეც მიგვითითებს, თქვენი ინტუიცია ისეთ ფულიან პროფესიებისკენ გიბიძგებთ, როგორიცაა ქირურგი, ბანკირი ან გაყიდვების მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი. თქვენ არ გაშინებთ კონკურენცია, არც ზეწოლა.
მადლობა უთხარით პლუტონს, რომელიც ყოველთვის დაგიცავთ და სიტუაციას ისე შემოაბრუნებს, რომ პურის ნაჭერის, კარაქისა და ხიზილალის გარეშე არ დარჩებით.
რჩევა: იმპულსური საყიდლებისგან, აუქციონებისგან და აზარტული თამაშებისგან თავი შეიკავეთ.
კურო
თქვენთვის ფული პირველ რიგში სტატუსს ნიშნავს. ის თქვენ ძალაუფლებას და იმის საშუალებას გაძლევთ, რომ იყიდოთ ის რაც ყველაზე მეტად გიყვართ – მძიმე ლუქსი. თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა თვალს გიხელთ სამყაროს მატერიალურ სილამაზეზე, ასე, რომ უგემოვნობას ნამდვილად ვერავინ დაგწამებთ. თუმცა ზოგჯერ ფულის გადადებაც გიყვართ.
რჩევა: გეყოფათ თავის სხვა მდიდრებისა და ძლიერი ქალებისთვის შედარება. თქვენც საკმარისად ძლიერი ხართ. შეანჯღრიეთ თქვენი შინაგანი ესტეთი და ლამაზი ლამფის საყიდლად გაეშურეთ. ეცადეთ სხვა ადამიანების ფინანსებისგან თავი შორს დაიჭიროთ.
ტყუპები
თქვენში თითქოს ორი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ცხოვრებას სხვადასხვა კუთხით უმზერენ. ერთ-ერთმა იცის სად უნდა ჩადოს ინვესტიცია, სწავლობს საპროცენტი განაკვეთებს დეპოზიტებზე და ყველა ბანკის რეიტინგიც ზუსტად იცის. მეორე უბრალოდ მიდის და მილიონ დოლარად შეფასებულ ჩანთას ყიდულობს რათა სიცოცხლის ბოლომდე “დოშირაკით” იკვებოს. თქვენი ფინანსების სამყარო ფენტეზის მოგაგონებთ, რომელშიც თქვენ მთავარი გმირიც ხართ და მთავარი ბოროტმოქმედიც.
რჩევა: თქვენ ძალიან გჭირდებათ თქვენს “ბოროტ ორეულთან” დამეგობრება და მისი მავნე ჩვევების დამორჩილება. იყიდეთ რაიმე მცირე რათა მისი სურვილი დააკმაყოფილოთ და შეიცადეთ სანამ ვნებების არხი და ყველაფრის შესყიდვის სურვილი დაუცხრება.
კირჩხიბი
გჭირდებათ უსაფრთხოება და სტაბილურობა – ვერ იტანთ ვერანაირ რისკს და პირდაპირ, რომ ვთქვათ რისკების მენეჯმენტში ძლიერი ნამდვილად არ ხართ. თქვენ ფულს ისე განიხილავთ, როგორც დამზღვევ თოკს – საშიშ სიტუაციებში. ეს ცუდი არ არის თუმცა ასეთ პოზიციას ნეგატიური მხარეებიც აქვს. მაგალითად, ეს თქვენს ფულის ხარჯვის ბედნიერებას გიზღუდავთ. ყოველი ყიდვისას ფიქრობთ და წონით თუ რამდენ წამალს იყიდდით საშინელი დაავადების ქონის შემთვევაში ამ ფულით. შეიძლება საშინელ სამსახუში გაიჭედოთ მხოლოდ იმის გამო, რომ ის გარანტირებულ შემოსავალს გაძლევთ. გადაწყვეტილების აწონ-დაწონვა კარგია, მაგრამ, ზოგჯერ უნდა მოდუნდეთ კიდეც!
რჩევა: ნუ გადაზრდით წინდახედულობას პარანოიაში. დროდადრო უნდა გარისკოთ, რათა ცხოვრების გემო იგრძნოთ.
ლომი
ისევე როგორც ვერძებთან: ბევრს გამოიმუშავებთ და ბევრს ხარჯავთ და ეს შესანიშნავია იმიტომ, რომ ნამდვილ სიამოვნებას იღებთ ამ პროცესისგან. სამყარომ სიბრძნე, ძალა და ცხოვრებისეული ძალა მოგანიჭათ – ყველაფერი საკმარისად გაქვთ იმისთვის, რომ თქვენი ბიუჯეტი ისე მართოთ როგორც ქალღმერთმა.
ლომებს ლიდერობა უყვრთ, ამიტომ ისეთ კარიერას ირჩევენ სადაც სწრაფად შეძლებენ “დამკაში” გასვლას.
რჩევა: თქვენი პრობლემები შეიძლება იმ მომენტში დაიწყოს, როდესაც გადაწყვეტთ, რომ ფული ძალის ჩვენების ინსტრუმენტია. სიამაყე და იმპულსურობა – ეს საშიში ნაზავია!!! აჯობებს ცივი გონებით იმსჯელოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
გიყვართ ადამიანების დახმარება – ეს თქვენი ძლიერი მხარეა და გამოიყენეთ ის! მოგიხდებათ ბლოგერის, აქსესუარების ონლაინ მაღაზიის მეპატრონეობა და ა.შ.
ქალწული
პრაქტიკული გონება და ბუნებრივი სიფრთხილე გახასიათებთ. ინვეტირებას ბრძნულად აკეთებთ და შავი დღისთვის გიყვართ ფულის გადადება. ფულის დახარჯვა საკუთარ თავზეც შეიძლება, იცოდით?! მერკური ჭკუას გჩუქნით და ინვესტიციების გამრავლების ნიჭს.
ქალწულები კარგი ორგანიზატორები არიან. თქვენ სიამოვნებას იმასი პოულობთ, რომ ყველაფრისთვის პოულობთ ადგილს და წესრიგს ამყარებთ.
რჩევა: დაადუმეთ თქვენი შინაგანი კრიტიკა, რომელსაც ასე ძალიან უყვარს თქვენთვის იმის თქმა, რომ დაწინაურებას არ იმსახურებთ, რომ უიღბლო ხართ და საერთოდ აჯობებს დიასახლისი იყოთ. დაიმახსოვრეთ!!!! – თვითკრიტიკა – დასაფასებელი თვისებაა, თუმცა ზედმეტი არც ეს თვისება ვარგა!
სასწორი
ლამაზი და საჭირო ნივთების გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ. საბედნიეროდ კარგად გესმით, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მათ შორის ამ ლამაზ და საჭირო ნივთებსაც! თქვენ აფასებთ ფულს და მოგწონთ ბიუჯეტის მართვა.
რჩევა: თქვენი მთავარი მტერი – გაუბედაობაა. როდესაც საქმე ფულს ეხება, ხშირად გრძნობთ უხერხულობას, ამის გამო კი შესაძლებლობებსა და ფინანსურ პერსპექტივებს კარგავთ. ნუ გეშინიათ იმ საქმისთვის ხელის მოკიდება რომლესაც გთავაზობენ, იმის გამო, რომ გგონიათ ვერ შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიდრეკილი ხართ საკუთარი შესაძლებლობების ვერ შეფასებისა და დაფასებისკენ!
მორიელი
ფული თქვენთვის მატერიალური თავდაცვაა რომელიც შესაძლოა საკუთარი სამეფოს დაცვისთვის გამოიყენოთ, ამ სამეფოს კი შესანიშნავად მართავთ! თქვენ ის ციყვი ხართ, რომელიც წვიმიან ამინდში თავის თხილებს სხვადასხვა ადგილებში მალავს, სწორედ ასე ინახავთ თქვენს დანაზოგს სხვადასხვა ანგარიშებზე. თქვენ ბევრ რამეს წინასწარ გეგმავთ: შვებულება, მსხვილი საყიდლები… თქვენი ფულთან დამოკიდებულება ისეთია, რომ თავისუფლად შეგიძლიათ ფინანსური კონსულტანტი გახდეთ. კაპრიზებიან უფროსთან, ძნელად თუ შეძლებთ მუშაობას, ასე, რომ მორიელებს ფრილანსერობა უფრო ახასიათებთ.
რჩევა: ნუ ჩაიფიქრებთ რამეს, ძალიან დიდი ხნით ადრე, რადგან სამყარო ზედმეტად ცვალებადია და ჩანაფიქრის ცვლილებებზე მორგება, შეიძლბეა გაგიჭირდეთ!
მშვილდოსანი
თქვენი მმართველი პლანეტა – იუპიტერია და ის უხვად გასაჩუქრებთ სიმდიდრით, შესაძლებლობებითა და იღბლით იქ სადაც ყველაზე მეტად გჭირდებათ. თქვენ ყოველთვის მშრალი გამოდიხართ წყლიდან, რაც არ უნდა დიდი უსიამოვნება შეგხვდეთ, რადგან იუპიტერი მოვა და ყველაფერს დაგილაგებთ. თქვენ არასდროს გაწუხებდათ ფულის საკითხი, უბრალოდ იმიტომ, რომ ეს საკითხი ყოველთვის თავისით წყდებოდა. როდესაც გჭირდებათ ფული – თქვენ მას აუცილებლად იღებთ.
რჩევა: ჩვენ ვიცით, რომ იღბლიანი ხართ და გვშურს თქვენი, თუმცა არ დაგავიწყდეთ შავი დღისთვის ცოტა მაინც გადადოთ, თუნდაც იმისთვის, რომ უფრო მშვიდად იყოთ.
თხის რქა
თვითდისციპლინა სისხლში გაქვთ. ეს თქვენი პიროვნების ნაწილია. აღმერთებთ ფულის გადადებას, თქვენთვის ეს ეკონომია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არც სტატუსზე ამბობთ უარს და სიამოვნებით ახდენთ თქვენი შრომით გამომუშავებული ნადავლის დემონსტრირებას. რატომაც არა?! თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ!
თქვენ კარგი ყნოსვა გაქვთ ბიზნეს პროექტებთან დაკავშირებით, ასევე ტკბებით იერარქიითა და ფორმალობებით. ის რაც სხვებს ჩვეულებრივ აღიზიანებს, თქვენ უპრობლემოდ გეძლევათ.
რჩევა: ხელმომჭირნეობა შეისაძლოა სიძუნწეში გადაგეზარდოთ. თქვენი სიფრთხილე სწორად მიგაჩნიათ, მაგრამ სხვების მხრიდან ეს შეიძლება ეგოიზმის გამოვლინებად აღიქმებოდეს. აჯობებს უფრო მეტად იცხოვროთ დღევანდელი დღით და ნურც ქველმოქმედებისთვის დაიშურებთ ფულს.
მერწყული
აღმერთებთ რესურსების გაზიარებას: დროის, სიხარულის და ფულის! თქვენთვის ჭეშმარიტი სიამოვნება – ახლობლისთვის ხელის გაწოდება და უკანასკნელი ფულის გაზიარებაა. მატერიალური ფასეულობები თქვენთვის პრიორიტეტი არ არის, თუმცა რეალობას არ წყდებით და გესმით, რომ ფული ნამდვილად გჭირდებათ.
თქვენ დაბადებიდან მასწაველებელი ხართ. გსურთ სამყარო უკეთესად აქციოთ, მიისწრაფი იმისკენ, რომ ყველაფერი საკმარისი იყოს.
რჩევა: ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას სანამ სურათს სრულად არ დაინახავთ. ნუ გასცემთ ზედმეტად ბევრ ჩაის ფულს და უკანასკნელ მაისურს, რაღაც თქვენთვისაც დაიტოვეთ. ისწავლეთ შინაგანი ხმის მოსმენა მაგრამ მათ მთლად ისე ნუ მიიღებთ, როგორც ჭეშმარიტებას.
თევზები
ასე ვთქვათ: ფულში გიმართლებთ, მაგრამ, აბსოლუტურად არაპრაქტიკული ხართ, უბრალოდ ზიხართ და ელოდებით, როდის მოვა კანფეტების სატვირთო და თქვენს ქუჩაზე გადაბრუნდება. ფინანსები თითქოს არაა ის სფერო, რომელსაც თქვენ მართავთ. აჭარბებთ კრედიტის ლიმიტს საკრედიტო ბარათზე და გიწევთ კრედიტის დასაფარად მეორე კრედიტი აიღოთ.
რცევა: ყურადღება მიაქციეთ თქვენს ბარათებს, ან აჯობებს ფინანსური კონსულტანტი დაიქირაოთ, რომელიც გაჩვენებთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და როგორ მართოთ თქვენი ბიუჯეტი!