Connect with us

ვიდეო

აი, როგორ ავიცილოთ თავიდან კარიესი შინაურული საშუალების დახმარებით

კბილების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ყოველთვის იყო და იქნება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პროფილაქტიკის ჩატარება და პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა.

ამ საშუალების დახმარებით პირის ღრუს ბუნებრივი გზით მოვლას შეძლებთ და დაემშვიდობებით იმას, რასაც აქამდე აკეთებდით. ამასთან სრულად უსაფრთხოა. გთავაზობთ ქოქოსის ზეთს კარიესის სამკურნალოდ.

ქოქოსის ზეთი კარიესის ბუნებრივი გზით მკურნალობისთვის

ამ საშუალების მოსამზადებლად ბევრი დრო და ფული არ დაგეხარჯებათ. ეს წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ კარიესის თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ მხოლოდ ქოქოსის ზეთი გჭირდებათ.

ქოქოსის ზეთი ბაქტერიების ზემოქმედებით კბილების დაზიანებას ხელს უშლის.

უფრო მეტიც, ქოქოსის ზეთით კბილების მოვლას სხვა დადებითი მხარეც გააჩნია. ის იმუნიტეტს აძლიერებს და კბილის და თავის ტკივილის დროს დაგეხმარებათ.

ამასთან ბრონქების, კრუნჩხვების და ქალური დაავადებების დროს ეფექტურია. ის ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის, გულის და თირკმლის დაავადების დროს ეფექტურია. ქოქოსის ზეთი კბილებს შესანიშნავად ათეთრებს და ბევრი სხვა დაავადების დროსაც დაგეხმარებათ.

აი, როგორ უნდა გამოიყენოთ ქოქოსის ზეთი კარიესის სამკურნალოდ

პირველ რიგში, 2 ს/კ ქოქოსის ზეთი პირში ჩაიდეთ და დაღეჭეთ, ან უბრალოდ გადნობამდე და გათხევადებამდე გაიჩერეთ. ეს პროცესი დაახლოებით ნახევარ საათს წაგართმევთ.

მეორე, როგორც კი ზეთი გადნება, პირის ღრუს გამოვლება დაიწყეთ. ეცადეთ ზეთი მთელი პირის ღრუს მოედოს და კბილების დაფარვა არ დაგავიწყდეთ. ასე ზუსტად 10 წუთით გააკეთეთ და ზეთი გადმოაფურთხეთ.

თუ ქოქოსის ზეთს კბილების გასაწმენდად ყოველდღიურად გამოიყენებთ, შემდეგი რეკომენდაციები უნდა დაიცვათ:

  1. პირის ღრუს გამოვლების დროს ზეთი არ გადაყლაპოთ. თუ გიჭირთ, ან პირში ძალიან ბევრი ზეთი გაქვთ, გადმოაფურთხეთ და უფრო ნაკლები რაოდენობით კიდევ ერთხელ სცადეთ.
  2. როგორც კი დაასრულებთ, ხსნარი სანაგვე ყუთში გადააგდეთ, ზეთი ნიჟარაში ან უნიტაზში არ ჩაასხათ, რადგან დროთა განმავლობაში ზეთი შეიძლება დაგროვდეს და მილები გაჭედოს.
  3. პირის გამოვლების წინ არაფერი დალიოთ. გამოყენების შემდეგ წყალი გამოივლეთ.