Connect with us

თავის მოვლა

9 რჩევა, თუ როგორ მოვუაროთ თმას: შინაურული საშუალებები სამზარეულოს პროდუქტებისგან

ოდესმე გიცდიათ თმის მარტივად და ბუნებრივად დაბანა ისეთი საშუალებებით, რომლებიც სულფატებს, სილიკონებს, პარაბენებს და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს არ შეიცავს? თქვენთვის კარგი სიახლე გვაქვს: შეგიძლიათ თმის მოვლის საშუალებები ნატურალური ინგრედიენტებისგან თავად მოამზადოთ. დღეს გიამბობთ, თუ როგორ დაიბანოთ თმა შამპუნის გარეშე და ამავდროულად თმა სასარგებლო ნივთიერებებით გამოკვებოთ.

თავის დაბანა შამპუნის გარეშე

ეს 9 ჰიგიენური პროცედურა, რომელიც შინაურულ პროდუქტებზეა დაფუძნებული, არა მხოლოდ ჭუჭყს მოგაშორებთ, არამედ მაღაზიაში გაქცევის აუცილებლობის სურვილსაც გაგიქრობთ.

1. შამპუნი ჭვავის ფქვილისგან

ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი შინაურული შამპუნი. მოკლე და საშუალო სიგრძის თმისთვის 230 მლ თბილ წყალში 4 ს/კ ჭვავის ფქვილი გახსენით. გრძელი თმისთვის 300 მლ თბილ წყალში 5 ს/კ ჭვავის ფქვილი აურიეთ.

ნარევი მიქსერით კარგად ამოიყვანეთ ან დააბლენდერეთ, სანამ ჟელეს მსგავს კონსისტენციას არ მიიღებთ, რაც ჩვეულებრივ შამპუნს ჰგავს. საშუალება მასაჟური მოძრაობით სველ თმაში შეიზილეთ, თმის ძირებიდან დაიწყეთ. 5 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

2. შამპუნი წაბლისგან

წაბლის ნაყოფი შეიცავს საპონინს, რომელიც ისე ქაფდება, როგორც საპონი წყალში და ცხიმს შესანიშნავად შლის. 300-400 მლ ნატურალური შამპუნის მოსამზადებლად ქვაბში 280 გრ დაქუცმაცებული ცხენის წაბლი (შეგიძლიათ სახეხზე გახეხოთ) 700 მლ წყალს და 1 წვრილად დაჭრილ ვაშლს აურიეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე 25 წუთით ხარშეთ. მუდმივად აურიეთ.

ცხელი მასა მარლაში ან წვრილ საწურში გადაწურეთ. გაგრილებული ნარევი კარგად გაწურეთ. კვლავ ქვაბში ჩაასხით და 4 ს/კ სიმინდის სახამებელი დაუმატეთ და ჟელეს მსგავსი მასა მოამზადეთ. სახამებლის ნაცვლად შეგიძლიათ სელის თესლი გამოიყენოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში თხევადი მასა კვლავ უნდა გადაწუროთ. საშუალება ბოთლებში ჩაასხით და როგორც ჩვეულებრივი შამპუნი ისე გამოიყენეთ.

3. შამპუნი ქოქოსის რძით

ქოქოსის რძე თითქმის ყველა მსხვილ სუპერმარკეტში ან ინტერნეტში იყიდება. დიდ ბოთლში 50 მლ ქოქოსის რძე, 50 მლ საბავშვო შამპუნი PH.H 5.5, 20 წვეთი ეთერზეთი (5-7 წვეთი პიტნა, ლავანდა, როზმარინი). მშრალი თმისთვის კიდევ 0,5 ჩ/კ ნუშის ან ზეითუნის ზეთი დაუმატეთ.

ყველაფერი ბოთლში აურიეთ და საშუალება 1 თვე შეინახეთ. გამოყენების წინ კარგად შეანჟღრიეთ. სველ თმაზე წაისვით, 2 წუთით დაიმასაჟეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბზინვარების მისაღებად თმაზე 1 ლ წყლის და 2 ს/კ ლიმონის წვენის ნარევი გადაივლეთ.

4. შამპუნ-კონდიციონერი ავოკადოს კურკებისგან

მწვანე ნაყოფში არა მხოლოდ რბილობი, არამედ კურკაც სასარგებლოა. არ გადაყაროთ, შეინახეთ და შინაურული ექსტრაქტი მოამზადეთ. შეგიძლიათ დამოუკიდებლად გამოიყენოთ ან შინაურული შამპუნის მოსამზადებლად წყლის ნაცვლად გამოიყენოთ.

ავოკადოს კურკების სამკურნალო თვისებების წყალობით შეგიძლიათ ორი ერთში, შამპუნი და კონდიციონერი ერთდროულად მოამზადოთ, რომელიც თმის მდგომარეობას შესამჩნევად აუმჯობესებს.

5. შამპუნი თაფლით

4 ჩ/კ თაფლი 120 მლ თბილ წყალს (6 ჩ/კ თაფლი და 180 მლ წყალი გრძელი თმისთვის) აურიეთ. ნარევი თმაზე როგორც ჩვეულებრივი შამპუნი ისე წაისვით, დაიმასაჟეთ და ჩამოიბანეთ. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ. თაფლი თმას უფრო ძლიერს და ბზინვარეს გახდის, ამასთან ცხიმს ბუნებრივად შლის, რითაც შესანიშნავი დასაბანი საშუალებაა. რბილი და საიმედო ემულგატორის სახით ნატურალურ კოსმეტიკაში შეუცვლელია.

6. მშრალი შამპუნი ყავით

მხსნელი, მშრალი შამპუნის ნატურალური ვარიანტი, როცა მშრალი შამპუნი ხელთ არ გაქვთ. მუქი ფერის თმისთვის გამოდგება, ცხიმს აშორებს და ვარცხნილობას სიახლეს მატებს. 1 ს/კ ყავა ძალიან წვრილად დაფქულ 1 ს/კ სიმინდის სახამებელს აურიეთ. ფხვნილი თმის ჭუჭყიან ნაწილზე წაისვით, ოდნავ დაიმასაჟეთ, შემდეგ ფხვნილი კარგად მოიშორეთ, თავი დახარეთ და კარგად დაივარცხნეთ.

7. ვულკანური შამპუნი

ბენტონიტი ნატურალური ვულკანური თიხაა, რომელსაც სითხის და ცხიმის შეწოვა შეუძლია. მინერალს უძველესი დროიდან დასაბანი საშუალების სახით იყენებდნენ, რადგან წყალში კარგად ქაფდება. ღრმა გამწმენდი შამპუნის მოსამზადებლად არა ლითონის ჭურჭელში 1 ჭიქა ბენტონიტის ფხვნილი, 1 ჭიქა თბილი წყალი და 0,5 ჭიქა ვაშლის ძმარი აურიეთ. მიღებული პასტა თმის ძირებიდან ბოლოებამდე წაისვით. 2-3 წუთით დაიმასაჟეთ და ჩამოიბანეთ.

8. შამპუნი პურისგან

4-6 შავი პურის ნაჭერს მდუღარე წყალი დაასხით და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით მიღებული ფაფა სველ თმაზე შეიზილეთ, 10-15 წუთით გაიჩერეთ ან იმ წამსვე წყლით ჩამოიბანეთ. თავზე ჩაი კარკადის ნახარში გადაივლეთ.

9. ბალახების შამპუნი

2 შეფუთვა (200 გრ) საპონას 2 ლ წყალი დაასხით და 30 წუთით ადუღეთ. ამ ნახარშით თავი საპნის და შამპუნის გამოყენების გარეშე დაიბანეთ, შემდეგ ჩვეულებრივი წყალი ან გვირილების ნახარში (ღია ფერის თმისთვის) ან მუხის ქერქის ნახარში (მუქი ფერის თმისთვის) გადაივლეთ.

გასაოცარია, მაგრამ ეს მეთოდები ნამდვილად მუშაობს და შეუძლია თმა შამპუნის გარეშე გაგიწმინდოთ. მთავარია – თქვენთვის შესაფერისი რეცეპტი შეარჩიოთ. თმა ლამაზი და ჯანსაღი რომ იყო, არა უბრალოდ დაბანა, არამედ მოვლა სჭირდება!