ჯანმრთელობა
7 პროდუქტი იდეალური ჰორმონალური ბალანსისთვის
ჰორმონები დიდ როლს თამაშობენ ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში, ისინი ჯანმრთელ იმუნიტეტზე, ნორმალურ წონაზე, ბუნებრივ განწყობასა და კარგ საერთო მდგომარეობაზე არიან პასუხისმგებელნი.
ცხოვრების არასწორი წესის გამო ბევრ ქალს ჰორმონალური დისბალანსი აქვს. საბედნიეროდ არსებობს გემრიელი და ხელმისაწვდომი პროდუქტები, რომლებსაც სიტუაციის გამოსწორება შეუძლიათ – თუ მათ თქვენს დიეტაში ჩართავთ.
ლობიო
ლობიო ძალიან სასარგებლო პროდუქტია თავისი ბოჭკოს მაღალი შემცველობითა და სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირების უნარით. ის ორგანიზმს ფიტოესტროგენით უზრუნველყოფს, ეს არსი ნივთიერება რომელიც ძალიან სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებას ორგანიზმში და ებრძვის სიბერის გამოვლინებებს.
ლობიო ცილის შესანიშნავი ალტერნატივაა, ის შეუცვლელია ვეგეტარიანელებისთის. ის ნელ-ნელა მუშავდება და დიდი ხნით დაგანაყრებთ. მისი დადებითი თვისებების გამო მას ხშირად რთავენ სხვადასხვა დიეტებში.
მუხუდო
მუხუდო შესანიშნავი პროდუქტია, რომელიც ძალიან ბევრ სასარგებლო ვიტამინსა და მინერალს შეიცავს: ფიტოესტროგენს, ბოჭკოს, მცენარეულ ცხიმებს – ეს ყველაფერი ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში გვეხმარება და აჩქარებს მეტაბოლიზმს, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ქალურ სილამაზესა და ჯანმრთელობასთან.
გარდა ამისა – ნუტი იდეალური დიეტური პროდუქტია, ის არაჩვეულებრივად ანაყრებს და დაბალი კალორიულობა აქვს. ბევრი ვეგეტარიანული რეცეფტი არსებობს რომელთა დახმარებითაც მუხუდოს არაჩვეულებრივ კერძებს დაამზადებთ.
ჩირი
გარგარის ჩირი, ფინიკი, შავი ქლიავის ჩირი – ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის ვინც თავის ჯანმრთელობას უფრთხილდება. ესტროგენის მაღალი შემცველობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალის რეპროდუქტიულ სისტემაში. სხვადასხვა ჩირის დაჭრილი ჩირიც რომ ჩაყაროთ ფაფებში ესეც კი შეგივსებთ სხვადასხვა ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს.
გარდა ამისა, ჩირი ტკბილის არაჩვეულებრივი შემცვლელია, რადგან მათი ტკბილი საღეჭი გემო კარგად ანაყრებს “ფსიქოლოგიურ შიმშილს” ეს კი საშუალებას მოგცემთ გააკონტროლოთ ჭარბი კვება და ზედმეტი ტკბილეულის მოთხოვნილება. ჩირი მდიდარია ბოჭკოთი.
სელის თესლი
მათი მოხმარება – იდეალური ვარიანტია ორგანიზმში ესტროგენის მოსამატებლად. ლიგნანის შემცველობის წყალობით, სელის თესლი მკერდისა და სხვა ქალური დაავდებების ეფექტური პროფილაქტიკური საშუალებაა. მასში შემავალი ომეგა 3 ეწინააღმდეგება ინსულტს და გულის დაავადებებს. ეს თესლი შესანიშნავი პროდუქტია მათთვის ვინც თავის ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას აქცევს და წონის დაკლებას ცდილობს.
ბარდა
თუ ორგანიზმში ესტროგენის მომატება გსურთ, ბარდა იდეალური ვარიანტია გარნირისთვის. ის აუცილებელი პროდუქტია ვეგეტარიანელებისა და სპორცმენების რაციონში, რომლებიც ორგანიზმში ცილის რაოდენობას მკაცრად აკონტროლებენ. ცილასთან ერთად ბარდაში მაგნიუმი, რკინა და C ვიტამინიც შედის, რომელიც მკვეთრად აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას. გარდა ამისა ის მენოპაუზის მტკივნეულ სიმპტომებს ამცირებს.
სეზამი
სეზამის მარცვლები და სეზამის ზეთი ფიტოესტროგენს შეიცავს, რომელიც ჰორმონების დონის ნორმალიზებას ახდენს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ორგანიზმისთვის ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს. თესლის მცირე რაოდენობაც კი მდიდარია ბოჭკოთი და შეუძლია ნაყროვანების შეგრძნება დიდი ხნით შეინარჩუნოს.
ტოფუ
ტოფუ შეიცავს იზოფლავონებს, ამაღლებს ორგანიზმში ესტროგენებს, ტოფუ რკინისა და ცილების შემცველია, ის აუცილებელია ვეგეტარიანელებისთვის და საერთოდ მასში მართლაც ძალიან ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, ის ჯანმრთელ ორგანიზმს არაჩვეულებრივ მდგომარეობაში ინარჩუნებს.