Connect with us

ჯანმრთელობა

ბევრი ფიქრობს, რომ მუქი ფერის ბრინჯი თეთრზე უფრო სასარგებლოა

ყავისფერ და თეთრ ბრინჯს შორის სხვაობის შესახებ უამრავი ლეგენდა დადის. ზოგი ფიქრობს, რომ ყავისფერი ბრინჯი თეთრზე უფრო სასარგებლო და გემრიელია. ზოგიც თვლის, რომ გაუსუფთავებული პროდუქტის ჭამა არ შეიძლება, რადგან ასე ჯანმრთელობას ზიანს ვაყენებთ.

დღეს საიდუმლოს გაგიმხელთ, თუ როგორ შეარჩიოთ ყველაზე სასარგებლო ბრინჯი!

რომელი ბრინჯი არის სასარგებლო

ადამიანების უმეტესობა თეთრი ბრინჯის ჭამაზე უარს ამბობს იმ რწმენის გამო, ბრინჯი სისხლში შაქრის მომატებას იწვევს. მეცნიერებმა რიგი კვლევები ჩაატარეს, რომელშიც 14 ადამიანი მონაწილეობდა. რამდენიმე თვის განმავლობაში მონაწილეები 11 სახის ბრინჯს, მათ შორის თეთრ და ყავისფერ ბრინჯს იღებდნენ.

გემრიელი ბრინჯიანი კერძით სადილობის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს სისხლში გლუკოზის დონეს უმოწმებდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ ყავისფერი ბრინჯი „ბასმატი“ საშუალო გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებს მიეკუთვნება, ხოლო თეთრი ბრინჯი დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებს.

ამასთან ყავისფერ ბრინჯში დიდი რაოდენობით ფიტინის მჟავა აღმოაჩინეს, რომელიც ფერმენტების მუშაობს აფერხებს. თეთრ ბრინჯში ფიტინის მჟავა მინიმალური რაოდენობით გვხვდება. დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ თეთრი ბრინჯი უფრო მკვებავია, ვიდრე ყავისფერი.