ჯანმრთელობა
დალიეთ სტაფილოს წვენი! 7 მიზეზი იმისთვის, რომ ის ახლავე შეიყვაროთ
სტაფილოს წვენს თითქმის არავინ სვამს. სულ ტყუილად!!! მასში საკვები ბოჭკო, ბეტა-კაროტინი და ანტიოქსიდანტები შედიან. სტაფილო უბრალოდ გადავსებულია ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებით. აი მისი ძირითადი უირატესობები.
1. ამაგრებს იმუნიტეტს
ავადმყოფობების სეზონზე ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კვების, ძილისა და სპორთთან ერთად შეიძლება 1 ჭიქა სტაფილოს წვენი დალიოთ, რომელშიც C ვიტამინის მაღალი შემცველობაა. ამ უკანასკნელს კი ორგანიზმი თავისით ვერ გამოიმუშავებს.
2. აუმჯობესებს მხედველობას
ამის შესახებ თითქმის ყველამ იცის და მართალიც არის – ვიტამინი A არამარტო ძლიერი ანტიოქსიდანტია, არამედ მნიშვნელოვანი საკვები რესურსია თვალისთვის. ვიტამინი A-ს უკმარისობა ღამის სიბრმავეს იწვევს.
3. გეხმარებათ არ იკვებოთ მავნე საკვებით
როდესაც მოგესურვებათ რაიმე მიირთვათ, შეიძლება კანფეტით ან ჩიფსით წაიხემსოთ. მაგრამ, თუ ამის ნაცვლად სტაფილოს წვენს მიირთმევთ, დანაყრების შეგრძნება დიდხანს გაგყვებათ. 1 ჭიქა წვენი 2 გრამ ცილასა და საკვებ ბოჭკოებს შეიცავს. ასე რომ ეს შესანიშნავია წასახემსებლად.
4 აუმჯობესებს კანის მდგომარეობას
A და C ვიტამინის წყალობით, კანი სწრაფად ხორცდება, მასში მეტი კოლაგენი გამომუშავდება, ხოლო უჯრედები კი უფრო ჯანმრთელდებიან.
5. გეხმარებათ წნევის კონტროლში
თუ ჰიპერტონია გაწუხებთ, სტაფილოს წვენი აუცილებლად დაგეხმარებათ. კალიუმი დაგეხმარებათ მოიშოროთ ნეგატიური მარილები და წნევა კონტროლში გქონდეთ. კალიუმი ასევე სასარგებლოა გულისთვისაც.
6. გეხმარებათ კუჭის პრობლემებისას
სტაფილოს წვენი დაგეხმარებათ თუ მუცელი ხმაურობს: ის ამცირებს გაზების რაოდენობას და ხელს უწყობს საჭმლის ნორმალურ მონელებას.
7. ამცირებს ქოლესტერინის დონეს
წნევასთან ერთად, სტაფილოს წვენი ქოლესტერინის დონის გაკონტროლების საშუალებასაც მოგცემთ.
თუ თქვენ სტაფილო წვენის სახით არ მოგწონთ, ის უბრალოდ უმად მიირთვით. თუმცა წვენში ნაღების დამატება შეიძლება და ასე სრულფასოვან საუზმეს მიიღებთ!