Connect with us

ვიდეო

ძლიერი საშუალება მუცლის შებერილობის, ქოლესტერინის და მენოპაუზის სიმპტომების მოსაშორებლად

ეს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მცენარეა, რომლის სახელიც ლათინურიდან ითარგმნება, როგორც „სამკურნალო“. მცენარე ძალიან სასარგებლოა ქალებში მენსტრუაციული ციკლის დასარეგულირებლად, მენოპაუზასთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ. ამასთან მუცელს უფრო ბრტყელს ხდის.

მცენარე ანთებას ხელს უშლის და საჭმლის მომნელებელ სისტემას არეგულირებს. შედეგად ძლიერ საშუალებას მიიღებთ, რომელიც მუცლის შებერილობას ამცირებს.

მცენარე – ქალების დიდი მოკავშირე

  • ტვინის მწარმოებლურობა. ჩვეულებრივი სალბის (Salvia officinalis) და ესპანური სალბის (Salvia lavandulaefolia) ერთჯერადი დოზის მიღებით მეხსიერებას გააუმჯობესებთ და ყურადღების კონცენტრაციას გაზრდით. ასევე რეკომენდებულია, რომ სალბის ეთერზეთის არომატი ისუნთქოთ.
  • ქოლესტერინის მაღალი დონე. 2 თვის განმავლობაში დღეში 3-ჯერ სალბის ჩაის დალევა „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს და ცხიმებს, სისხლში ტრიგლიცერიდებს, შეამცირებს. ამასთან „კარგი“ ქოლესტერინის დონეს გაზრდის.
  • მენოპაუზის სიმპტომები. კვლევამ აჩვენა, რომ 8 კვირის განმავლობაში სალბის ექსტრაქტის მიღება მენოპაუზის სიმპტომებს, განსაკუთრებით ციებ-ცხელებას ამცირებს. ასევე სხვა კვლევამ აჩვენებს, რომ 3 თვის განმავლობაში სალბის და იონჯას ექსტრაქტების კომბინაციის მიღება ღამის ოფლდენას ამცირებს.

როგორ დაგეხმარებათ ეს მცენარე ბრტყელი მუცლის მიღებაში

სალბის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და თავის მხრივ საჭმლის მომნელებელ საშუალებას წარმოადგენს. შედეგად, მუცლის შებერილობას და ნაწლავების მოცულობას ამცირებს. ასევე სალბი ლოკალურ ცხიმებს დაშლის. სწორედ ამიტომ, ბრტყელი მუცლის მიღებაში ორმაგად ეფექტურია.

სალბზე დაფუძნებული საშუალება ბრტყელი მუცლის მისაღებად

მთავარი ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ – ლიმონი და სალბი. თუ ახალ სალბს გამოიყენებთ, ბევრად უკეთესი იქნება, რადგან პაკეტში მოთავსებულთან შედარებით ყველა თვისებას ფლობს.

სიროფის მომზადება

სალბის სქელი ნახარში მოამზადეთ. შემდეგ ლიმონის წვენი და თაფლი დაუმატეთ, რომ შეუდარებელი გემო მიანიჭოთ და თაფლის უპირატესობები გამოიყენოთ.

თქვენ ნატურალურ სალბის სიროფს მიიღებთ. საუკეთესო შედეგის მისაღებად ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.

შაქრის, ცხოველური ცხიმების და თეთრი ფქვილის დაბალი შემცველობის მქონე დიეტა უნდა დაიცვათ. 1 ს/კ სალბის სიროფი დღეში 3-ჯერ დალიეთ.

თუ მაქსიმალური შედეგის მიღება გსურთ, სიროფი ყოველდღე მცირე რაოდენობით მოამზადეთ. შედეგად მისი თვისებები უფრო კონცენტრირებული იქნება. თუ შესანახად დატოვებთ, სალბის თვისებები შეიძლება დაიკარგოს.

სალბის სიროფი შეგიძლიათ დღის პირველი სასმელის სახით დალიოთ, ასევე სადილის შემდეგ და საღამოს კვლავ დალიოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.