სხვა
10 უჩვეულო ხერხი შაქრის გამოსაყენებლად
შაქარს კვლავ მხოლოდ ტკბილეულსა და ჩაიში იყენებთ?! მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა!
1. შაქარი ყვავილებს სიახლის შენარჩუნებაში ეხმარება. უბრალოდ დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი შაქარი და 2 სუფრის კოვზი ძმარი. შაქარი სასარგებლოა ღეროსთვის, ხოლო ძმარი კი ბაქტერიების გამრავლებას აფერხებს.
2. პირი გეწვით ცხარეს მირთმევის შემდეგ?! ჩაიყარეთ პირში ერთი კოვზი შაქარი, ის მომენტალურად მოგაშორებთ ლორწოვანის გაღიზიანებას, შაქარი კი შეგიძლიათ არ გადაყლაპოთ და გადმოყაროთ.
3. სკრაბი შაქრით – დიდი ხანია ცნობილია, რომ შაქრიან სკრაბს უკვე ყველა კოსმეტიკურ სალონში იყენებენ, როგორც სახის ასევე ტანისთვისაც. უბრალოდ აურიეთ შაქარი ზეითუნის ზეთთან და დაუმატეთ ნებისმიერი ეთერზეთი თქვენი გემოვნებისამებრ. კანი ნაზი და აბრეშუმისებრი გახდება
4. საოცარია მაგრამ, ფაქტია, თუ ტუჩებზე წასმულ ტუჩსაცხს შაქარს მოაყრით, ოდნავ მოიცდით და შაქარს მოიშორებთ, ტუჩსაცხი უფრო დიდხანს გაჩერდება.
5. გამოიყენეთ შაქარი როგორც ლაქების ამომყვანი – ის იოლად ამოიყვანს ბალახის ლაქებს, დააყარეთ ლაქას შაქარი და დატოვეთ 1 საათით. შედეგი გაგაოცებთ.
6. შაქარი შთანთქავს ყავისა და ნებისმიერი დაფქული სუნელის სუნს.
7. შაქარი დაგეხმარებათ პირის ლორწოვანი გარსის ცხელი წყლით დაწვის შემთხვევაში. უბრალოდ დაიყარეთ ერთი კოვზი შაქარი ენაზე და ტკივილი მომენტალურად გაქრება.
8. ცუდად გესმევათ ტუჩსაცხი?! ტუჩებზე შაქრისა და ზეითუნის ზეთის ნაზავი 30 წამით დაიდეთ, ჩამოიბანეთ და დაიდეთ მაკიაჟი, ყველაფერი იდეალურად იქნება.
9. ყველამ იცის რა რთულია ხელიდან მანქანის საპოხის მოცილება. სამაგიეროდ შაქრის ნარევით ამის გაკეთება უადვილესია!
10. როგორც კვლევების მიხედვით აღმოჩნდა, შაქარი ანადგურებს ბაქტერიებს რომლებიც ჭრილობის შეხორცებას უშლიან ხელს და ქრონიკულ ტკივილებს იწვევენ. ეს ძალიან მარტივად ხდება, ბაქტერიებს გამრავლებისთვის ტენიანი გარემო სჭირდება, ხოლო შაქრიანი სახვევი სრულად იწოვს ნებისმიერ სითხეს!