ვიდეო
შინაურული ბალახების კონდიციონერი ძმრით ძლიერი და ბზინვარე თმის მისაღებად
ასეთი შინაურული კონდიციონერი განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი ან დაზიანებული თმისთვის. რაც მთავარია, მავნე კომპონენტებს არ შეიცავს.
ასე მოქმედებს ამ ბალახების კონდიციონერი. ძმარი თმის კუტიკულას ხურავს, რომელიც ნატურალური შამპუნის გამოყენების დროს იხსნება. თუმცა ჩვეულებრივი შამპუნიც გამოგადგებათ.
როგორ მოვამზადოთ ბალახების კონდიციონერი
ძმარი წვრილ კაპილარებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ასევე თავის კანს მკვებავი ნივთიერებებით და ჟანგბადით ამდიდრებს.
როზმარინი თავის დასაბანი შესანიშნავი საშუალებაა, რომელიც თმის ზრდას სტიმულირებს. პიტნა თმის დასუსტებას ხელს უშლის.
ინგრედიენტები:
- 1 ნაწილი ვაშლის ძმარი
- 3 ნაწილი წყალი
- 1 მუჭა ახალი როზმარინი, ასევე შეგიძლიათ ხმელი გამოიყენოთ.
- 5 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
- 5 წვეთი პიტნის ეთერზეთი
ინსტრუქცია:
- ახალი როზმარინი დაჭერით, წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ და როზმარინი დაუმატეთ. ცეცხლი მინიმუმამდე შეამცირეთ და როზმარინი 45 წუთით ხარშეთ. ქვაბს თავსახური დაახურეთ, რომ ბალახის რაიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თვისება ორთქლში არ დაკარგოთ. ნაყენი მარლაში გადაწურეთ.
- ძმარი და ეთერზეთები ნაყენს დაუმატეთ. კარგად აურიეთ. საფრქვეველ ბოთლში ჩაასხით.
როგორ გამოვიყენოთ ბალახების სავლები ძმრით
დაბანის შემდეგ ბალახების სავლები თმაზე წაისვით და თავი დაიმასაჟეთ. თვალში მოხვედრას მოერიდეთ. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად თმაზე ცოტა ხნით გაიჩერეთ და შემდეგ პირსახოცით შეიმშრალეთ. არ ინერვიულოთ, ძმრის სუნი თმის გაშრობის შემდეგ გაქრება.