Connect with us

საკითხავი

ძმარი – უნიკალური საშუალება, რომელიც სახლის დალაგების დროს უნდა გამოიყენოთ

უდაოდ, ძმარს ნებისმიერ სამზარეულოში იპოვით. აი მისი გამოყენების სფერო მხოლოდ კულინარიით არ შემოიფარგლება. ნახეთ, როგორ დაგეხმარებათ ძმარი საყოფაცხოვრებო საქმეების გადაწყვეტაში.

ძმარი დაგეხმარებათ:

1. სარეველებს მოგაშორებთ. წყალში გახსნილი ძმრით (40%) მორწყეთ.

2. ტანსაცმლიდან ოფლის ლაქას ამოიყვანს: გარეცხვის წინ 10 წუთით ოფლის ლაქას თეთრი სუფრის ძმარი დაასხით და მისი მოშორება გაგიმარტივდებათ.

3. ანგინას განკურნავთ. 1 ჭიქა თბილ წყალში 1 ს/კ ვაშლის ძმარი გახსენით და ყელში დღეში 3-4-ჯერ, ჭამის შემდეგ გამოივლეთ.

4. თმას უფრო დამჯერს გახდის. დაბანის შემდეგ თავზე 6%-იანი ვაშლის ძმარი (1 ს/კ ძმარი 1 ჭიქა წყალში) გადაივლეთ.

5. კუნთების ტკივილს გააქრობს. ინტენსიური დატვირთვის შემდეგ კუნთებში რძის მჟავა გროვდება, რომელიც ტკივილს იწვევს. ტკივილის მოსახსნელად და მჟავის დასაშლელად 20 წუთით ძმრის კომპრესი დაიდეთ: 2-3 ს/კ 6%-იანი ძმარი 1 ჭიქა წყალში გახსენით.

6. ფასის ნიშანს მარტივად ააძრობს. თეთრი ძმარი ოდნავ შეათბეთ, ღრუბელი დაასველეთ და ფასის ნიშანს დაადეთ. ნიშანს ისე მოაშორებთ, რომ წებოვანი კვალი არ დარჩება.

7. ჟანგს მარტივად მოაშორებს. პატარა დაჟანგული ნივთები (ჭანჭიკი და მსგავსი რამ) ძმარში აადუღეთ, შემდეგ წყალი კარგად გადაავლეთ.

8. ცუდ სუნს გააქრობს. მაცივრის ზედაპირი, კარადა ან საკვები კონტეინერი ძმარში დასველებული ჩვრით გაწმინდეთ.

9. ნადებს მოაშორებს. ჩაიდანში წყალი ჩაასხით, ძმარი დაუმატეთ და აადუღეთ ან რეცხვის დროს გამაპრიალებელ საშუალებას ძმარი დაუმატეთ. ნადებს ძმარი შესანიშნავად აშორებს.

10. გაფუჭებული კერძის გემოს გააუმჯობესებს. თუ წვნიანში ძალიან ბევრი სანელებელი დაამატეთ, მის გასანეიტრალებლად ქვაბში 1 ჩ/კ 6%-იანი ძმარი დაამატეთ.

11. ტანსაცმლის ფერის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამისთვის რეცხვის დროს  0,5 ჭიქა ძმარი სარეცხი მანქანის ნიჟარას დაუმატეთ.

12. ჰაერს განაახლებს. მაღაზიის ჰაერის განმაახლებელ საშუალებებს ძალიან მძაფრი სუნი აქვს, რომელიც დანარჩენ სუნს ერევა და კიდევ უფრო უსიამოვნო სუნს ქმნის. სუფრის ძმრით ზედაპირები გადაწმინდეთ, კუთხეებში შეასხურეთ და ნახავთ, რომ უსიამოვნო სუნი მალე გაქრება.

13. ფუნჯზე მიმხმარ საღებავს დაშლის. ცოტა ძმარი ქვაბში აადუღეთ და მასში ფუნჯი ჩადეთ, ოდნავ გახეხეთ და საღებავი მოშორდება.

14. ჭიანჭველებს მოგაშორებთ. ძმარი და წყალი 1:1 პროპორციით აურიეთ და იმ ადგილებს დაასხით, სადაც ჭიანჭველები ჩნდება. ძმარი მათ კვალს გააქრობს.

15. სლოკინს გაგიჩერებთ. ძმარში შაქრის ნატეხი დაასველეთ, სწრაფად გაწუწნეთ და გადაყლაპეთ.

16. მინის, პლასტმასის და ქრომის ზედაპირს გაწმენდს. ძმარი და წყალი აურიეთ და დაბინძურებული ზედაპირი გაწმინდეთ. ცოტა ძმარი სოდას აურიეთ, რომ უჟანგავი ფოლადი და ქრომი კარგად გააპრიალოთ.

17. თაიგულს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. 1 ს/კ 6%-იანი ძმარი 1 ლ წყალში გახსენით და ყვავილებით სავსე ვაზაში ჩაასხით. ასე ყვავილებით ტკბობას დიდხანს შეძლებთ.

18. ფრჩხილის სოკოს მოგაშორებთ. დღეში რამდენჯერმე 15-20 წუთით ძმრის და წყლის ნარევში (1:5 პროპორცია) ფეხის აბაზანა მიიღეთ.

19. სამწვადედ გემრიელი ხორცი მომზადებაში დაგეხმარებათ. 1 ჭიქა სუფრის ძმარი 2 ჭიქა წყალში გახსენით და სანელებლები დაუმატეთ. ასე შესანიშნავ მარინადს მიიღებთ და რბილი, წვნიანი ხორცი გარანტირებულად გექნებათ.

20. ბლოკირებას აღმოფხვრის. სანტექნიკის დახმარება არ დაგჭირდებათ. ¾ ჭიქა სოდა დაბლოკილ ხვრელში ჩაყარეთ და ½ ჭიქა 90%-იანი ძმრის ესენცია დაასხით. 30 წუთის შემდეგ მდუღარე წყალი ჩაასხით. ასე ძალინ ძლიერ ბლოკირებასაც მოხსნით.

ასეთი სასარგებლო ძმარი აუცილებელი არაა მაღაზიაში შეიძინოთ. შეგიძლიათ სახლის პირობებში, მაგალითად, ყურძნისგან თავად მოამზადოთ.