თავის მოვლა
ამ ზეთის რამდენიმე წვეთი ყველაზე დაღლილ კანსაც კი გარდაქმნის
კოსმეტიკის სამყაროში ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ზეთია. აფერხებს ლაქების გაჩენას, ეხმარება შეხორცებაში და კიდევ ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს…
ასკილის ზეთი კანისთვის
ეს შეუფასებელი ზეთი მდიდარია შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით, ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აუცილებელია კანის ჯანმრთელობისთვის. მას მსოფლიოს სპეციალისტები იყენებენ და რეკომენდაციას უწევენ თავის პაციენტებთანაც, შემდეგი მიზეზების გამო:
ის E ვიტამინის ნატურალური წყაროა, რომელიც ანთების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტია. შედეგად ამშვიდებს და ატენიანებს მშრალ და მგრძნობიარე კანს. ასევე გვეხმარება კანის უჯრედების დაცვაში მზის სხივებისგან .
შეიცავს ომეგა 3-6-9-ს, შედეგად გვეხმარება დაზიანებული აკნის აღდგენასა და რეგენერაციაში.
C ვიტამინის ნატურალური წყაროა, ის წარმოქმნის კანზე ბუნებრივ მბზინვარებას. შედეგად გვიცავს პიგმენტაციის გაჩენისგან და აღადგენს კანის ტონუსს. ასევე იცავს კანს მზისგან.
ლიკოპინისა და ბეტა-კაროტინის ნატურალური წყარო
ეს ზეთი უდიდესი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანის ტექსტურას აუმჯობესებს, გვთავაზობს დაცვას ადრეული სიბერისგან. ბეტა-კაროტინი გვაშორებს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეულ დაზიანებებს რომელიც პასუხისმგებელია კანის დაბერებაზე.
ასკილის ზეთის გამოყენება
ასკილის ზეთი ყველა ტიპის კანისთვის გამოიყენება (მათ შორის ცხიმიან კანზეც, რადგან ის ნატურალური კანის ცხიმის გამომუშავებას არეგულირებს) და შეგიძლიათ გამოიყენოთ კანის შემდეგი პრობლემებისას:
1. ასაკის საწინააღმდეგო
სიბერე კოლაგენის ბოჭკოს ფრაგმენტაციასა და განადგურებას იწვევს. შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები ძირითად როლს თამაშობენ კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოს რეგენერაციასა და შენარჩუნებაში, ისინი კანის სიმკვირვესა და ახალგაზრდობის შენარჩუნებას უწყობენ ხელს. ასკილის ზეთში შემავალი შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებისა და ვიტამინების ათვისება იოლად ხდება კანის მიერ. ნეიტრალური PH- ბალანსის წყალობით და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით კანს ჯანმრთელად და ბალანსირებულად ინარჩუნებს. ასევე გეხმარებათ დაიცვათ უჯრედები დეგენერაციისგან, რომელსაც ბაქტერიები იწვევენ.
2. შრამები და სტრიები
შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები და ვიტამინები, რიმლებსაც ასკილის ზეთი შეიცავს – კანის დატენიანებას უწყობს ხელს. შედეგად ჭრილობა სწრაფად ხორცდება. ეს ცხიმოვანი მჟავები ცნობილია როგორც დამარბილებელი საშუალებები, რომლებიც აუმჯობესებენ კანის ელასტიურობას.
ვიტამინი A, რომელსაც ასევე შეიცავს ასკილის ზეთი – ხელს უწყობს კანის რეგენერაციას. ცნობილია, რომ ვიტამინი A მთავარ როლს თამაშობს კანის ტონუსისა და ტექსტურის გაუმჯობესებაში. ასევე გააჩნია ანთების საწინააღდეგო ეფექტი რომელებიც ინფექციიც მოშორებაში დაგეხმარებათ.
3. პიგმენტაცია და მზისგან მიღებული დაზიანებები
თუ კანი მზის ქვეშ ხვდება, ფერმენტაციის დონე რომელიც კოლაგენისა და ელასტინის გაყოფას იწვევს – საკმაოდ იზრდება. ასკილის ზეთი კი ამ ფერმენტების აქტივობას ამცირებს, შესაბამისად მცირდება მზის მიერ კანისთვის მიყენებული ზიანის დონეც.
კიდევ ერთი საინტერესო უპირატესობა ისაა, რომ ის ებრძვის მზის ულტრაიისფერი სხივები მიერ კანისთვის მიყენებულ ზიანს. ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სიბერეზე.
4. კურნავს კანის დეფექტებს
შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები A ვიამინთან ერთად აუმჯობესებენ კანის სტრუქტურასა და ტონუსს, აშორებს პიგმენტაციას. შედეგად ასკილის ზეთი ძალიან დიდ როლს თამაშობს კანის დატენიანებაში. ხოლო მისი შემარბილებელი ეფექტი ძალიან კარგია როზაცეას მკურნალობისთვის.
როგო გამოვიყენოთ ასკილის ზეთი
პირველ რიგში ზეთი უნდა წაისვათ სუფთა, ნოტიო კანზე დილით და საღამოს, რათა საუკეთესო შედეგები მიიღოთ. შრატის მსგავსად – რომელიც იოლად შეიწოვება კანში, ის არ ტოვებს არანაირ ცხიმიან კვალს. დაგჭირდებათ სულ რამდენიმე წვეთი.
შეგიძლიათ დაიტანოთ დამატანიანებელი კრემი ზეთიან კანზე. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანთა უმეტესობა რომლებიმაც ასკილის ზეთი პირველად გამოიყენეს, კანის ტექსტურის გაუმჯობესებას 3-6 თვის განმავლობაში ამჩნევენ.
ასე, რომ შეუდექით საქმეს, იყიდეთ ზეთი და წაისვით ის სახის კანზე. რამდენიმე თვის შემდეგ არაჩვეულებრივ შედეგებს ნახავთ. რა თქმა უნდა ეს შედეგი ცდად ღირს.