თავის მოვლა
იაფი და ეფექტური დეოდორანტი სოდისგან
რამდენიმე დღის წინ შევიტყვე, რომ არსებობს ძალიან იაფი საშუალება ოფლის სუნთან საბრძოლველად.
როგორ მოხდა ეს? ჩვეულებრივ დამიმთავრდა დეოდორანტი, მე კი რამდენიმე წუთში უნდა გავსულიყავი სახლიდან. დეოდორანტის გამოყენება ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია როგორც კბილების გახეხვა და ხელების დაბანა და მეც დავფიქრდი რა ვქნა?! ცოტა ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ინტერნეტში მომეძებნა არის თუ არა რაიმე რასაც შეუძლია დეოდორანტი შეგვიცვალოს.
აღმოჩნდა რომ არის და ეს ჩვეულებრივი სოდაა, რომელსაც ქოქოსის კარაქში ან რომელიმე არომატულ ზეთში აურევთ. იმ კონკრეტულ მომენტში ქოქოსის კარაქი არ მქონდა, ზეთის ყიდვის დროც არ იყო, ამიტომ ავიღე ჩვეულებრივი ბამბის დისკი, დავასველე წყალში, ოდნავ გავწურე, ჩავაწე სოდაში და წავისვი იღლიებში.
გავიქეცი ჩემს საქმეებზე. საოცარი გამოცდა მოუწყე იმ დღეს ჩემს აღმოჩენას სიცხე, ინტენსიური სიარული დატვირთული ჩანთებით, ურთიერთობა ადამიანებთან რომელიც ასევე იწვევს ოფლის გამოყოფას, მოკლედ ყველაფერი ზუსტად ისე როგორც ამას რეკლამებში გვაჩვენებენ.
სახლში მოსვლისას გამახსენდა ჩემი ექსპერიმენტი, დავიწყე დაყნოსვა, მაპატიეთ უხერხული დეტალებისთვის, მაგრამ სუნი არ მქონდა! მხოლოდ ოდნავ ნოტიო იღლიები!
მართალია ერთ ადამიანზე რაიმეს გამოცდა და შედეგზე ხმამარლა საუბარი რთულია. ვიფიქრე დახმარება მეუღლისთვის მეთხოვა. პირდაპირ რომ მეთხოვა არ დამთანხმდებოდა. გადავწყვიტე მომეთხრო ჩემი წარმატებული ექსპერიმენტის შესახებ.
ქმრის პირველი რეაქცია იყო ჩაცინება, შემდეგ ერთად ვიცინეთ. მეორე დღეს კი მკითხა როგორ გამოეყენებია ძალიან იაფი და ეფექტური დეოდორანტი.
ყველაზე საინტერესო კი სამუშაო დღის დასასრული იყო. სახლში მოსულ მეუღლეს ჩემსავით დაავიწყდა რომ დეოდორანტის ნაცვლად სოდა გამოიყენა.
„ აბა რა მოხდა როგორ იმოქმედა სოდამ ? “ – მოუთმენლად ვკითხე მე, რაზეც მან მიპასუხა , „იმოქმედა“ და თითონაც გაკვირვებული იყო, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. რადგან ყველამ ვიცით რომ მამაკაცებს უფრო მძაფრი და ჭარბი ოფლიანობა აქვთ- ეს „ თერმორეაქტორია“.
ეხლა კი ნამდვილად შეიძლება ჩავთვალოთ რომ ექსპერიმენტი წარმატებულად დასრულდა და ის მუშაობს. ყოველ შემთხვევაში ჩვენს ოჯახში შედეგი 100% იანია.