Connect with us

საკითხავი

დედიკოს ბიჭი: თავიდან აღვზარდოთ თუ გავიქცეთ

ქორწინების შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ მეუღლისთვის ერთადერთი, საყვარელი და განუმეორებელი ქალი არ ხართ. რა უნდა ქნათ?

არა, მას საყვარელი არ ჰყავს, თქვენ უყვარხართ, მაგრამ არა იმ სიყვარულით, რომელიც თქვენ გსურთ. თავისი საყვარელი დედიკო ცამდე აყავს, თქვენ კი უბრალოდ ცოლი ხართ, რომელმაც ქმარი უნდა მიიღოს ისეთი, როგორიც დედამ აღზარდა. თუმცა ასეთ მდგომარეობასთან შეგუება ყველას არ შეუძლია. რა უნდა ქნათ დედიკოს ბიჭებთან – აღზარდოთ თუ გაიქცეთ?

დედიკოს ბიჭის ნიშნები

  • მუდმივად დედასთან კონტაქტი ექნება და მას რჩევებს დაეკითხება;
  • თავისუფალი დროის დიდ ნაწილს მასთან გაატარებს. სინდისის ქენჯნის გარეშე შეიძლება ქორწინების წლისთავის იუბილის აღნიშვნიდან გაიქცეს, თუ მის დედას უმნიშვნელო დახმარება დასჭირდება;
  • დედას ყოველთვის მაგალითად გიჩვენებთ. პირადი საუბრების დროს მისი რჩევები მოჰყავს და იწყებს სიტყვებით „ხოლო ჩემი დედა ამბობს, რომ…“ ხშირად მის საუბრებში დედიკოს ციტატები და ფრაზები ისმის.
  • მის ტელეფონში შემოსული და გასული ზარების უმეტესობა სწორედ ძვირფას დედიკოს ეკუთვნის. შეიძლება საინტერესო მიმოწერაც ნახოთ, სადაც მიზანმიმართულად თქვენზე საუბარი მიდის და დედის მხრიდან რჩევებია გაცემული.
  • მისი დედა თქვენს ურთიერთობაში ცხვირს ყოფს და მის ყოველ ნაბიჯს თვალყურს ადევნებს და ინტერესდება „მისმა შვილმა კარგად ისაუზმა თუ არა“, ან „ქუდი დაიხურა თუ არა“, ან „მის მიერ არჩეულ შარვალში თბილად თუ არის“ – ერთმნიშვნელოვნად თქვენს წინაშე ან ჩვარია, ან დედიკოს ბიჭი, ან დედიკოს ჩვარი;
  • მას დედისგან საიდუმლოებები არ აქვს. თქვენი ყველა ჩხუბის, პირადი და ინტიმური ცხოვრების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

დედიკოს ბიჭს გაზრდა არ შეუძლია და არ უნდა. ამ მდგომარეობაში თავს კომფორტულად გრძნობს, როცა ყველა მისთვის რაღაცის გაკეთებას ცდილობს და დარწმუნებულია, რომ ყოველთვის ასე იქნება.

თუ თქვენი ქმრის ნიშნები ზემოთ ჩამოთვლილს ემთხვევა – დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს წინაშეა 100%-ით დედიკოს ბიჭი და მასთან ცხოვრება ნამდვილი ტანჯვაა. თუმცა შეგიძლიათ დედამთილის კლანჭებიდან ქმარი გამოიყვანოთ და მისგან ნამდვილი მამაკაცი გაზარდოთ. როგორ? წაიკითხეთ რეალური ისტორიები, რომლებიც თქვენთვის შევაგროვეთ.

ბარბარეს ისტორია:

„როცა მივხვდი, რომ ჩემი ნიკა დედიკოს ბიჭი იყო, ვიფიქრე, რომ ყველაფერი დასრულდა, რადგან შვილს კი არ ვეძებდი, არამედ ძლიერ კედელს. გამოსავალი ვიპოვე – მის დედას დავუმეგობრდი, მისი რჩევების გათვალისწინება დავიწყე, მისი კერძების რეცეპტებით დავინტერესდი და ჩვენი პრობლემების შესახებ ვუამბე. საინტერესოა, მაგრამ ნამდვილად კარგი რჩევები მომცა, რომელთაც თავიდან სკეპტიკურად მივუდექი. თანდათანობით, შვილზე სულ უფრო და უფრო ცოტას ზრუნავდა და ის უფრო დამოუკიდებელი გახდა. ხოლო, როცა შვილი შეგვეძინა, სრულად ბავშვზე გადაერთო და ჩემ გამო ბევრ დათმობაზეც წავიდა.“

მარინეს ისტორია:

„უკვე გვიანი იყო, როცა ქმარში დედიკოს ბიჭი ამოვიცანი – ჩვენ დავქორწინდით. ვიფიქრე, რომ დავიკარგებოდი, მაგრამ არა. ჩვენ სხვა ქალაქში გადავედით, მას ახალი ინტერესები, მეგობრები გაუჩნდა და დედასთან ურთიერთობა მინიმუმამდე დაიყვანა. აქ ჩემი სისუსტე გამოვიჩინე, რომ ოჯახის მმართველობა ხელში აეღო. ყველაფერი გამოვიდა! აღვზარდე კაცი, რაც დედამისმა ვერ შეძლო“.

დიანას ისტორია:

„ჩემი დედიკოს ბიჭი ჩემი უბედური თავის ნამდვილი სატანჯველი იყო, მაგრამ მე ეს შევძელი. თავიდან დიდი სისულელე ჩავიდინე – სკანდალებს ვაწყობდი, მის დედას უხეში სიტყვებით მოვიხსენიებდი და მის თვალწინ დაუდევრად ვიქცეოდი. ბუნებრივია, ამის ნიადაგზე ხშირად ვჩხუბობდით. რა გავაკეთე? უბრალოდ სიტუაცია მივუშვი, მასთან კორექტულად და ნეიტრალურად ურთიერთობა დავიწყე. ქმარი თავიდან ვერ აღვზარდე და დედის კალთას ვერ მოვაშორე, მაგრამ უფრო ნაკლებად ვკამათობდით და ჩემთან ურთიერთობა ცოტა სხვანაირად დაიწყო“

ნინოს ისტორია:

„ჩემი ოცნების მამაკაცი ვიპოვე – ნიჭიერი, რომანტიული, კარგად ჩაცმული და კარგი გარეგნობის. ჩემი რჩეული ნამდვილი დედიკოს ბიჭი აღმოჩნდა. ბევრი გარჯა მომიწია, რომ თავიდან აღმეზარდა. პირველ რიგში, დედის შესახებ ყველა მოგონება მოვიშორე (ასე ვთქვათ, ის ნივთები მოვიშორე, რომლებიც დედასთან დამოკიდებულებას ახსენებდა). მეორე მხრივ, შევახსენე, რომ ნამდვილი მამაკაცი უნდა იყოს და ყველა საკითხზე რჩევა დედას არ უნდა კითხოს, წინააღდეგ შემთხვევაში დედაზე დამოკიდებული იქნება და მეგობრები დასცინებენ“

დედიკოს ბიჭის თავიდან აღზრდა მარტივი საქმე არაა. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ – შეძლებთ გარკვეული დროის მოთმენას თუ უბრალოდ გაიქცევით და ყველაფერს დედამთილს შეატოვებთ. გახსოვდეთ, რომ დედასთან ბრძოლაში წაგება მარტივია.