Connect with us

თავის მოვლა

ყავის ნიღაბი ჭაღარა თმისთვის. სილამაზის ძველი რეცეპტი

ჭაღარის გაჩენა, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებშიც დიდ განცდებსა და ნერვიულოაბს იწვევს, თუმცა არ ინერვიულოთ, არსებობს ხალხური რეცეფტი, რომელიც ამ სიბერის მანიშნებელ მოვლენას აუცილებლად შეარბილებს!

ის ქიმიური საღებავები რომლებიც მაღაზიებსა და აფთიაქებში იყიდება ჩვენს თმებს ზიანს აყენებს და შედეგად მშრალ, დაზიანებულ თმას ვიღებთ რომელსაც მბზინვარება საერთოდ არ აქვს შერჩენილი. ჩვეულებრივ ადამიანთა უმეტესობა ქიმიკატებსა და საღებავებს ირჩევს ჭაღარა თმების შესაღებად. თუმცა არსებობს ბუნებრივი ალტერნატივები და დღეს ამ სტატიაში სწორედ ერთ-ერთ მათგანზე გიამბობთ. ეს არის ნიღაბი რომელიც ყავისა და 3 სხვა ინგრედიენტისგან შედგება. გაითვალისწინეთ, რომ ეს ნიღაბი მხოლოდ მაშინაა აქტუალური როდესაც ჭაღარის რაოდენობა უმნიშვნელოა.

ინგრედიენტები:

  • 2 ჩაის კოვზი ჩვეულებრივი შავი ყავა,
  • 2 სუფრის კოვზი ბრენდი,
  • 2 კვერცხის გული,
  • 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი

აურიეთ ზეითუნის ზეთი და ბრენდი, შენდეგ დაუმატეთ ყავა. როგორც კი მორევას მორჩებით დაუმატეთ კვერცხის გული. თუ ნარევი ძალიან სქელია, შეიძლება ცოტა წყალი დაამატოთ გათხელებისთვის.

მოხმარების წესი:

1. დაიდეთ ნიღაბი სუფთა თმაზე (დაბანისა და დავრცხნის შემდეგ).
2. მოიხვიეთ თმაზე პირსახოცი ან პოლიეთილენის პარკი.
3. 20 წუთის შემდეგ გადაივლეთ თმაზე.
გაიმეორეთ ეს პროცედურა 3 დღის განმავლობაში და აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს.

ამასთანავე, ყავა დადებითად მოქმედებს თმის ფოლიკულებზე. ხელს უწყობს თმის ზრდას და მას ოდითგანვე იყენებდნენ თმის შესაღებად. მოცემული რეცეფტი აქტუალურია მხოლოდ მუქი თმისთვის. უკეთესი ეფქტის მისაღებად ნიღაბში ინა დაამატეთ. მაშინ საღებავი უფრო გამძლე გახდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.