Connect with us

სხვა

“მე მხოლოდ ერთი დედა მყავს” – 20 წლის ბიჭმა დედის მოსავლელად, სწავლა მიატოვა

ერთგული შვილი ერთ ნაბიჯზეც არ სცილდება დედას…
ლიუ სინჰუნი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ მან უკვე მიიღო სერიოზული გადაწყვეტილება. ლუის დედას სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნე აღმოაჩნდა. რის გამოც მან სწავლა მიატოვა და დედის მოვლა დაიწყო.
სულ რაღაც 1 წლის წინ მისი ცხოვრება სულ სხვანაირი იყო, მან უნივერსიტეტში ჩააბარა და იულინის საგრაფოში (ტაივანი) გაემგზავრა. თუმცა როდესაც შეიტყო, რომ დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა, მან ჩათვალა რომ მისი სწავლა არც ისე მნიშვნელოვანია: “მე მხოლოდ ერთი დედა მყავს”.

გასული წლის შუა პერიოდში კიბოს უჯრედებმა ქალის სხეულის უმეტესი ნაწილი მოიცვა. ლიუ ხინჰონგი დარწმუნებულია, რომ სწავლის გაგრძელებას ნებისმიერ დროს შეძლებს, დედას კი ძალიან ცოტა დრო დარჩა.  ახლა ის მუდმივად დედის პალატაში იმყოფება.

„ეხლა დედაჩემს მოვლა სჭირდება და მე, როგორც მისი შვილი პასუხისმგებელი ვარ ამ როლის შესრულებაზე. ოდესღაც ყველა ადამიანი შეხვდება სიკვდილს, ეს გარდაუვალია!”
ლუის მიაჩნია რომ ადამიანისთვის მისი სიცოცხლის ბოლო წუთებში ძალიან მნიშვნელოვანია საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, მას უნდა რომ დედამ ყველასთან დამშვიდობება შეძლოს და ამ ქვეყნიდან მშვიდად წავიდეს, რათა სულში სინანული და ტკივილი არ ქონდეს.

ფეისბუქზე დადებულ პოსტში მან გამოხატა სიყვარული და მადლიერება დედის მიმართ:

„დედამ ბევრი დრო და ენერგია ჩადო ჩემს აღზრდში, მეხმარებოდა საშინაო დავალების შესრულებაში და საერთოდ ყველაფერში,  თუმცა, მე  ვერ შევძელი გამეტარებინა მასთან საკმარისი დრო, დღეს კი შეიძლება უკანასკნელი დედის დღეა რომელსაც ერთად ავღნიშნავთ.“

ლიუს უმცროსი ძმაც გვერდით უდგას დედას და მასთან სკოლის შემდეგ მიდის. მათ მამაც ყავთ, თუმცა ის ხშირად ვერ ახერხებს საავადმყოფოში მისვლას, რადგან მარტო უძღვება  მაღაზიის საქმეებს.
ლიუს არასოდეს ავიწყდება დედისთვის ლოცვა და დარწმუნებულია, რომ ღმერთი ყოველდღიურად უმსუბუქებს დედას ტკივილს.

„მადლობა დედა იმისთვის რომ მომავლინე ამ ქვეყანაზე და იმ უსაზღვრო სიყვარულისთვის, რომელიც შენ მაჩუქე.“

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.