Connect with us

სხვა

26 თავბრუსდამახვევებელი ოპტიკური ილუზია რობერტ გონსალვესის ნამუშევრებიდან

26 თავბრუსდამახვევებელი ოპტიკური ილუზია რობერტ გონსალვესის ნამუშევრებიდან

კანადელი მხატვრის, რობერტ გონსალვესის თავბრუსდამახვევებელი ნამუშევრები თქვენს მიერ სივრცის და დროის აღქმაზე სასწაულებრივად თამაშობს. ამ უჩვეულო სურათების შემხედვარე გიჩნდებათ კითხვა: „ეს ყველაფერი რეალობა არის თუ არა?“

რობერტის მომხიბლელი ტილოების უმეტესობას ისტორიებს შორის მკაფიო საზღვრები არ აქვს, რომელთაც გამოსახულების სახით გვიამბობენ და ოპტიკური ილუზია, რომელიც ნანახით წარმოუდგენელ აღტაცებას იწვევს.

უჩვეულო სტილი, რომლითაც გონსალვესი ხატავდა ჯადოსნურ რეალიზმ-სიურრეალიზმს უწოდებდნენ.

თავისი ხანგრძლივი და საკმაოდ წარმატებული კარიერის განმავლობაში მხატვარმა არა ერთი საერთაშორისო პრესტიჟული ჯილდო მიიღო.

რობერტი ბოშების ოჯახში, ტორონტოში 1959 წელს დაიბადა.

მას პატარაობიდანვე ხელოვნება, განსაკუთრებით სურათები აინტერესებდა.

12 წლის ასაკში უკვე იცოდა მთავარი პერსპექტივები და თავისი პირველი, ნამდვილი ზრდასრული სურათი დახატა.

ის ისეთი ცნობილი მხატვარი-სიურრეალისტების შემოქმედებით გაიზარდა, როგორიცაა პაბლო პიკასო, სალვადორ დალი, ივ ტანგი, რენე მაგრიტი, ჯოან მირო, მაქს ერნსტი და სხვები.

ასევე შთაგონებას ანდრე ბრეტონის, პოლ ელუარის, ლუი არაგონის შემოქმედებაში ნახულობდა.

განათლება არქიტექტურულ კოლეჯში მიიღო.

მომდევნო წლები სპეციალობით იმუშავა.

ასევე თავის გატაცებას დიდ დროს უთმობდა.

მხატვრობის უნარ-ჩვევები და პროექტების ცოდნის უნარმა მხატვრის შემოქმედებაში ადგილი იპოვა.

1990 წელს ტორონტოში, გონსალვესმა ქუჩის ხელოვნებაში მონაწილეობა მიიღო.

ამის შემდეგ საკუთარი თავი ბოლომდე მხატვრობას დაუთმო.

მიუხედავად იმისა, რომ რობერტის ნამუშევრებს სიურრეალიზმს მიაკუთვნეებენ, ისინი ამ სტილს ბოლომდე მაინც არ მიეკუთვნებიან.

მისი გამოსახულებები ყოველთვის მკაფიოდ დაგეგმილია და უფრო გააზრებული ფიქრის შედეგს წარმოადგენს, ვიდრე სიურრეალისტების ნამუშევრები.

მხატვარმა კარგად გადამოწმებული ილუზიონისტების ტექნიკა გამოიყენა.

გონსალვესი რეალურ სცენებში ჯადოსნობას ამატებდა.

სწორედ ამიტომ „ჯადოსნური რეალიზმი“ მის ნამუშევრებს ზუსტად აღწერს.

თავად ირწმუნებოდა, რომ ხატვა არის მცდელობა დაანახოს ადამიანებს, რომ შეუძლებელი შესაძლებელია.

რობერტის ნამუშევრების უმეტესობა კერძო კოლექციებში ინახება და მათი გადაყიდვა უზარმაზარი თანხებით ხდება.

2003 წელს გამოცემა Simon&Schuster-მა მისი პირველი წიგნი გამოსცა ილუსტრაციებით Imagine a Night.

2 წლის შემდეგ ოსტატის ნამუშევრების მეორე ნაკრებამ დღის შუქი იხილა, მას კი მესამე მოჰყვა.

რობერტ გონსალვესი 2017 წლის 14 ივლისს გარდაიცვალა.

საკუთარი ცხოვრების ბოლო წლები ღრმა დეპრესიაში იმყოფებოდა, რაც მისი სუიციდის მიზეზი გახდა.

2018 წელს, მომღერალმა არიანა გრანდემ თავის კლიპში God is a Woman რობერტის ნამუშევრები Water Dancing და Carved in Stone გამოიყენა.

ამ გენიალური შემოქმედის ახალი ნამუშევრები საშინლად გვაკლია. რა სამწუხაროა, რომ გენიალურობა და სიგიჟე ერთმანეთის გვერდიგვერდ მიდიან და საუკეთესო ადამიანები ძალიან ადრე მიჰყავთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.