ჯანმრთელობა
რას აკეთებს მხოლოდ 1 ხურმა სხეულზე? 12 პუნქტი, რომელსაც ყოველდღე უგულებელყოფთ
ხალხურ მედიცინაში ხურმა ცნობილია, როგორც შარდმდენი, იმუნომოდულატორული და ღვიძლის დამცველი ნატურალური საშუალება. მას პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით მრავალი სხვა დაავადების დროსაც იყენებენ.
პროდუქტი ანტიოქსიდანტების შესანიშნავ მარაგს შეიცავს, როგორიცაა ბეტა-კაროტინი, სიბატოლი, ასკორბინის და ბეტულინის მჟავები. ისინი ნაადრევ დაბერებას, სიმსივნის და სხვა სახიფათო დაავადებების განვითარებას აფერხებენ და იმუნიტეტს აძლიერებენ.
ხურმა შეიცავს კატეხინს, რომელსაც ძლიერი ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიჰემორაგიული თვისებები აქვს. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ვიტამინის და მინერალის შესახებ არ უნდა დაგავიწყდეთ.
თანამედროვე სამეცნიერო კვლევებმა ამ მცენარეული მკურნალის ცალკეული სამკურნალო თვისებები უკვე გამოავლინეს: დაწყებული ოსტეოპოროზიდან და ასთმიდან და დამთავრებული დიარეით და ბუასილით.
1. სურდოს და გრიპის დროს
C ვიტამინის მაღალი კონცენტრაციის წყალობით ხურმა ორგანიზმს იცავს. ის ორგანიზმის ძალებს აძლიერებს, გრიპის და სურდოს ნიშნებს ებრძვის. რესპირატორული დაავადებების გაზრდილი რისკის პერიოდში რაციონში არა მხოლოდ ყვავილების თაფლი და ჟოლოს ჯემი, არამედ ხურმაც ჩართეთ.
2. ანემიის საწინააღმდეგოდ
ხურმაში შემავალი რკინა სისხლის მიმოქცევის პროცესებში აქტიურად მონაწილეობს და ანემიის განვითარებას აფერხებს. დაავადების განვითარება თავიდან რომ აიცილოთ, ყოველდღე 100 გრ ხურმა მიირთვით. უბრალოდ ხურმის ფოთლების ჩაის დალევაც სასარგებლო იქნება.
3. შარდმდენი თვისებები
ხურმის ნაყოფი კალიუმით და კალციუმით მდიდარია. მათი ყოველდღიური მოხმარება ეფექტური და უსაფრთხო შარდმდენი თვისებებით უზრუნველგყოფთ, რადგან კალიუმის დაკარგვას არ იწვევს (დიურეტიკების მიღების გავრცელებული გვერდითი ეფექტი).
4. არტერიულ წნევას ამცირებს
თუ ჰიპერტონია გაწუხებთ, ხურმა ხშირად შეჭამეთ. ის არა მხოლოდ წნევას შეამცირებს, არამედ გულის დაავადებისგან დაგიცავთ. შესანიშნავი და დროში გამოცდილი რეცეპტია. ნაყოფს კანი გააცალეთ და რბილობი მიქსერით ათქვიფეთ. ამ სითხეს 1 ჭიქა რძე დაუმატეთ. კვირაში 3-ჯერ, დღეში 3-ჯერ დალიეთ.
5. ღვიძლის გასაწმენდად და ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
ხურმაში შემავალი ანტიოქსიდანტები, რომლებიც მას უამრავ სასარგებლო თვისებას ანიჭებენ, ტოქსინებს ანეიტრალებენ და თავისუფალი რადიკალების უჯრედების შეტევის შემდეგ უჯრედების აღდგენას ხელს უწყობენ.
6. ენერგიის ჯანსაღი წყარო
ხურმა ბევრ შაქარს შეიცავს, რომელთაც ორგანიზმი სწრაფად ითვისებს და ენერგიად გარდაქმნის. სწორედ ამიტომ, გამოდგება ბავშვის საკვებად, რომელიც სპორტულ წრეებში დადის, რადგან ფიზიკური ვარჯიში ბევრ ენერგიას მოითხოვს.
7. ნატურალური ანტიდეპრესანტი
შაქრის და კალიუმის წყალობით შესანიშნავი ანტიდეპრესანტია. ხურმის წვენი დალიეთ, რომ დაძაბულობა მოიხსნათ, დაღლილობა მოიშოროთ და სტრესი გაანეიტრალოთ.
8. ხურმა წონაში დასაკლებად
სწორი მიდგომით თითქმის ნებისმიერი ხილი ან ბოსტნეული ასეთ შრომატევად საქმეში დაგეხმარებათ. ხურმა კიდევ ერთი დიეტური პროდუქტია.
ეს წვნიანი, ღია ნარინჯისფერი ნაყოფი ზომიერი კალორიულობით (1 ხურმა 70 კალორია) და საჭმლის მომნელებელი უჯრედების გაუმჯობესების მაღალი პროცენტით გამოირჩევა. გარდა ამისა, მკაცრი დიეტის დროს ყველაზე ღარიბული საკვებიდანაც კი ბევრი სასარგებლო ნივთიერების ათვისებას ხელს უწყობს.
9. მკვებავი ნივთიერებების ათვისებას ხელს უწყობს
ხურმაში შემავალი სპილენძი საკვებიდან უფრო მეტი რკინის ათვისებას ხელს უწყობს, რაც სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, პროდუქტი ოფლდენას ამცირებს და ამით სხეულს მკვებავი ნივთიერებების დაკარგვისგან იცავს, რაც სპორტსმენებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
10. კანს ნაოჭებისგან იცავს და ბზინვარებას ანიჭებს
ნატურალური შემკვრელი კომპონენტები ფორების გამწმენდ და შემკვრელ ბევრ კოსმეტიკურ საშუალებაში შედის. ხურმის შინაურული ნიღბები სახის კონტურს ამაგრებს, კანს წევს და წვრილ ნაოჭებს ამცირებს. მარტივი, მაგრამ ეფექტური რეცეპტი ხურმის ნაყოფის მწიფე რბილობს, კვერცხის გულს და რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენს შეიცავს.
11. ჰემოფილიის მკურნალობის დროს
საშუალების მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ 30 გრ ხმელი ხურმა და 30 გრ ლოტოსის ფესვები. პროდუქტები დააქუცმაცეთ, 2 ჭიქა წყალი დაასხით და 15 წუთით დააყენეთ. 10 მლ თაფლი დაუმატეთ, აურიეთ და 15 დღის განმავლობაში მიიღეთ. ამის შემდეგ მცირე ხნით შეისვენეთ. მდგომარეობის გაუმჯობესებამდე ციკლი კვლავ გაიმეორეთ.
12. ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ
ხურმა 2-ჯერ უფრო მეტ საკვებ ბოჭკოებს შეიცავს, ვიდრე ვაშლი და უფრო მეტ ფენოლურ ანტიოქსიდანტს, კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინას და მანგანუმს. ხოლო ვაშლი სპილენძის და თუთიის კონცენტრაციით იმარჯვებს. სპეციალისტების თქმით, დღეში მხოლოდ 1 ხურმის (დაახლოებით 100 გრ) ჭამა საკმარისია, რომ ათეროსკლეროზი თავიდან აიცილოთ.
ხურმის შესაძლო ზიანი და გვერდითი ეფექტები
ცარიელ კუჭზე არ უნდა მიირთვათ
დიდი რაოდენობით ტანინების და პექტინების კუჭში მოხვედრა საჭმლის მომნელებელ პროცესებს აფერხებენ, საკვების ნაწილებს აერთებენ და ე.წ კუჭის კენჭებს ქმნიან. დროთა განმავლობაში ეს კენჭები ზომაში იზრდებიან, რაც მტკივნეულ სიმპტომებს, გულისრევას სისხლით და ა.შ. იწვევს. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ოპერაციაც საჭირო გახდეს.
კანი არ შეჭამოთ
ბევრი ადამიანი თვლის, რომ ხურმის კანიანად ჭამა, როგორც ვაშლის და მსხლის, ძალიან სასარგებლოა. თუმცა სწორედ ხურმის კანში ბევრი ტანინია, რაც კუჭის კენჭების გაჩენას იწვევს.
ცილებით მდიდარ პროდუქტებს არ ეთავსება
ხურმა ზღვის თევზთან, კრევეტებთან ან კიბორჩხალებთან ერთად არ მიირთვათ. ტანინების მჟავის ზემოქმედებით ცილები ერთმანეთს ეკვრის და საკვების ნორმალურ მონელებას ხელს უშლიან და ბეზოური ქვების წარმოქმნას იწვევენ.
დიაბეტის დროს ხურმა უკუჩვენებულია
პროდუქტი საშუალოდ 10,8% შაქარს შეიცავს, მათ შორის მარტივ შაქარს (საქაროზა, ფრუქტოზა და გლუკოზა), რომლებიც ორგანიზმის მიერ ადვილად ითვისება და შეიძლება ჰიპერგლიკემია გამოიწვიოს. შაქრიანი დიაბეტის დროს ეს ძალიან სახიფათოა.
კბილებს შლის
შაქრის და პექტინის მაღალი კონცენტრაცია კბილებს შორის ადვილად ჩერდება და ტანინის მჟავები კბილების დარღვევას და კარიესს იწვევენ. სწორედ ამიტომ, ამ ნაყოფის მოხმარების შემდეგ რეკომენდებულია 1 ჭიქა წყალი დალიოთ, ან პირის ღრუ გამოივლოთ.
მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ ბავშვებმა ბევრი ხურმა არ შეჭამონ.
მას ძლიერი შემკვრელი ეფექტი აქვს და მისმა ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება ყაბზობა ან ნაწლავის გაუტარობა გამოიწვიოს. ექიმები ბავშვებისთვის ხურმის სახეობას კარალიოკს ურჩევენ, რომელშიც მცირე რაოდენობით ტანინებია.