სხვა
ყველაზე მარტივი მეთოდი, გაჭედილი უნიტაზის გასათავისუფლებლად
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ სახლში კანალიზაცია გაიჭედა?!
თუ უნიტაზში წყალმა აიწია და სახლში საშინელი სუნია, ე.ი. კანალიზაციის გაჭედვის წინაშე დგახართ. ამ დროს შეგიძლიათ ვანტუსით სცადოთ პრობლემის აღმოფხვრა, თუმცა ეს მეთოდი ხშირად უშედეგოდ მთავრდება. შეგიძლიათ გამოიძახოთ სანტექნიკოსი ან დამოუკიდებლად სცადოთ მისი გაწმენდა სპეციალური ტროსის მეშვეობით, თუმცა, სანამ ამ მეთოდებს მიმართავთ, კარგი იქნება თუ ჩვენს უკვე ბევრჯერ ნაცად და ნამდვილად მარტივ მეთოდს გამოიყენებთ!
ეს მეთოდი მეზობელმა მასწავლა, ის სანტექნიკოსად მუშაობს.
მეთოდი ასეთია: უნიტაზის ზედა ნაწილს მჭიდროდ უნდა გადააკრათ საკვების შესაფუთი ცელოფანი ან რამდენიმე ფენა ნაგვის პარკი, შემდეგ უნიტაზს წებოვანი ლენტი (სკოჩი) გადაახვიეთ – რაც შეიძლება მჭიდროდ.
ვაჭერთ ხელს ჩარეცხვის ღილაკს, პაკეტი ოდნავ ამოიბერება, რის შემდეგაც მკვეთრად ვაწვებით მას ხელით, რათა ჰაერის მასა რომელმაც ის ამობერა, მიაწვეს უნიტაზის გაჭედილ ადგილს და გაიტანოს ის. სულ რაღაც 15 წუთის საქმეა და შედეგი ნებისმიერ ვანტუსს, კროტს ან ტროსს აჯობებს.