Connect with us

ჯანმრთელობა

ეს 4 ბალახი მოხარშეთ და ახალგაზრდობის ელექსირი მზად იქნება

არავის სურს დაბერება. სწორედ ეს უშრეტი სურვილი ადამიანს მარადიული ახალგაზრდობის ელექსირის და აბების ძებნას აიძულებდა და აიძულებს. ორგანიზმის გაახალგაზრდავება – ადამიანის ოცნებაა, რომელსაც გარდაცვალება კატეგორიულად არ სურს. თითქოსდა, მიზნის მიღწევა შეუძლებელია და, სამწუხაროდ, ადამიანის გზას დასასრული ყოველთვის აქვს. სიკვდილის გამარჯვებას ვერ შევძლებთ. აი, სიბერესთან ბრძოლა შეიძლება. ამ ბრძოლაში სამკურნალო ბალახები უკანასკნელ როლს არ ასრულებენ.

უკვდავა, გვირილა, კრაზანა, არყის კვირტები: თითოეული მცენარე სამკურნალო თვისებების საწყობია, ერთად კი შესანიშნავ კომბინაციას ქმნიან და ადამიანის ორგანიზმზე მრავალმხრივ გავლენას ახდენენ. ეს 4 ბალახი ხალხურ მედიცინაში მრავალი სამკურნალო რეცეპტების საფუძველს წარმოადგენენ და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ამ ბალახებს ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეუძლიათ. თითოეული მცენარე ინდივიდუალურად განვიხილოთ:

1. უკვდავა

როგორ ლამაზად ჟღერს! სახელწოდება საკუთარ თავზე თავად საუბრობს. სამკურნალო ფაქტორების კუთხით მცენარე შემდეგ ძირითად თვისებებს ფლობს:

  • ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ინფექციებისგან კარგად დაგიცავთ;
  • სპაზმის მომხსნელი, რაც ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს კარგად დაგეხმარებათ;
  • სისხლდენის შესაჩერებელი და შარდმდენი მოქმედება;

2. გვირილა

ამ მცენარეს სამკურნალო თვისებების კუთხით ანალოგი თითქმის არ აქვს. მისი თვისებებიდან აღსანიშნავია:

  • ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება;
  • სისხლდენის შესაჩერებელი და ჭრილობის შესახორცებელი მოქმედება;
  • ნაღვლმდენი და ოფლმდენი თვისებები;
  • ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებებლი თვისებები;
  • კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება;

ამ თვისებების გათვალისწინებით მედიცინის სფერო არ არსებობს, სადაც გვირილას სამკურნალო თვისებები არ გამოუყენებიათ.

3. კრაზანა

მცენარეს კარგი ანტისეპტიკური და ანტიდეპრესანტული მოქმედება გააჩნია. სწორედ ამ ძირითადი თვისებების გამო მედიცინაში გამოიყენება. კრაზანას სხვა სამკურნალო თვისებებიც (ნაღვლმდენი, დამამშვიდებელი, სპაზმის მომხსნელი) გააჩნია. თუმცა სწორედ ემოციური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუმჯობესების უნარის წყალობით კრაზანა კარგ სამკურნალო ეფექტს იძლევა.

4. არყის კვირტები

ადრეულ გაზაფხულზე შეგროვებული არტის კვირტები ბევრ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც სამკურნალო მოქმედებას განაპირობებენ:

  • შარდმდენი და ნაღვლმდენი მოქმედება;
  • ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება;
  • ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება;
  • შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.

ელექსირის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • 100 გრ გვირილა
  • 100 გრ კრაზანა
  • 100 გრ უკვდავა
  • 100 გრ არყის კვირტები

მომზადება:

  1. ყავის საფქვავში დაფქვით და თავდახურულ ჭურჭელში შეინახეთ. 1 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 20 წუთით დააყენეთ და ქსოვილით გაწურეთ.
  2. 1 ჭიქა თბილ ნახარშში 1 ს/კ თაფლი გახსენით და ძილის წინ დალიეთ.
  3. ელექსირის მიღების შემდეგ არაფერი დალიოთ და შეჭამოთ!
  4. საუზმის მიღებამდე 20 წუთით ადრე დარჩენილი სითხე შეათბეთ, 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ და დალიეთ.

ციკლი – 30 დღე. კურსი 5 წელიწადში ერთხელ ჩაიტარეთ!

ყურადღება! ნებისმიერი საშუალების ან მეთოდის გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია!