Connect with us

თავის მოვლა

10 ეშმაკობა ტონალური კრემისთვის

ეს ნამდვილად ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რათა დღის შუაგულში თქვენი მონდომებით წასმული მაკიჟის გაქრობა არ გაგიკვირდეთ.

  1. დაიდეთ ხელის უკანა ნაწილზე მცირე რაოდენობის ტონალური კრემი, შემდეგ ღრუბლის მეშვეობით (სასურველია თუ ლატექსის იქნება) მეშვეობით ან სპეციალური ფუნჯით წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახეზე. კარგად შეიზილეთ საშუალება ლოყებზე – სახის ცენტრიდან ღაწვებისკენ მიმართული მოძრაობით.
  2. ტონალური კრემი ცხვირზე ზემოდან ქვემოთ უნდა წაისვათ, განსაკუთრებული ყურადღება გვერდებს მიაქციეთ.
  3. აიღეთ ფუნჯით ცოტა კრემი და დაფარეთ ნიკაპი ქვემოდან ზემოთ. შემდეგ წარბების ადგილას – ცენტრიდან საფთქლებისკენ. მიაქციეთ ყურადღება: ნიკაპის ხაზსა და თმის ზრდასთან ფრთხილად უნდა იყოთ.
  4. დაიფიქსირეთ მაკიაჟი პუდრით, დაიტანეთ სახეზე და განსაკუთრებული ყურადღება T-ზონას დაუთმეთ. გამოიყენეთ დიდ ზომის ფუნჯი, ეს ზედმეტი მზინვარების მოშორებაში დაგეხმარებათ.
  5. მას შემდეგ რაც მაკიაჟის გაკეთებას მორჩებით, სახეზე თერმული წყალი ან სითხე შეისხურეთ – ესე მიღებულ შედეგს დააფიქსირებთ.
  6. ტონალურის არჩევისას მის ხელის კანზე დატესტვას ნუ ენდობით, ის სახის კანზე უნდა დატესტოთ. მასში აბსოლუტურად დარწმუნებულიც რომ იყოთ, არ იყიდოთ მთლიანი ქილა, ჯერ ტესტერი აიღეთ და სახლში გამოსცადეთ.
  7. თუ ტონალური კრემი SPF-ს არ შეიცავს, არ დაგავიწყდეთ დამატებით, მზისგან დამცავი კრემიც გამოიყენოთ.
  8. კრემის წასმის შემდეგ სახეზე სპონჯს ნუ წაისვამთ, ამით მაკიაჟს წაიშლით. ამისთვის მსუბუქი მოძრაობები გამოიყენეთ.
  9. თავი მოარიდეთ ყვითელ ტონებს – ისინი კანის არაჯანმრთელ ფერს უსვამენ ხაზს.
  10. 35 წელს გადაცილებულმა გოგონებმა აჯობებს ვარდისფერი ტონები აარჩიონ.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.