Connect with us

ჯანმრთელობა

იოდის ასეთი სარგებლის შესახებ ნამდვილად არ გეცოდინებათ

კანის სიმშრალე, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, შეშუპება, სახის შეშუპება, დაღლილი თვალები, ძილიანობა, ცრემლდენა და ა.შ. – ამ ყველაფერს ორგანიზმში იოდის დეფიციტი იწვევს.

თუ ორგანიზმს იოდი საკმარისად აქვს, ქალის თვალები ანათებს! ადამიანს ფრენის სურვილი აქვს!

ამ მიკროელემენტის დეფიციტი სახიფათოა, რადგან ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე არა მხოლოდ ჩვენი გარეგნობა, არამედ ჰორმონალური სისტემაა დაკავშირებული.

ბავშვებში იოდის დეფიციტი მარტივად გამოიხატება – სასკოლო ამოცანების შესრულებისას ყურადღების კონცენტრაციის ნაკლებობა, დაღლილობა, ხშირად ტირილი.

თქვენს და თქვენი ბავშვების ორგანიზმს დაეხმარეთ.

ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის შემცირებული ფუნქცია) – არც თუ ისე უწყინარი ხუმრობაა. იოდის დამატებას მარილსა და სხვადასხვა მშრალ საუზმებსა და საბავშვო ნარევში ცდილობენ, მაგრამ ეს საკმარისი არაა!

ჯერ შემოწმებით დაიწყეთ – საღამოს, ძილის წინ იოდის სამი ხაზი (10 სმ) გაავლეთ – მარჯვენა ხელის გარე მხარეზე. პირველ ზოლს ყველაზე ინტენსიური ფერი აქვს, მეორეს სუსტი, ხოლო მესამეს ყველაზე სუსტი.

დილით ზოლებს დახედეთ. თქვენმა კანმა რომელი ფერი შეიწოვა?

  • თუ ორგანიზმმა ყველაზე სუსტი ზოლი შეიწოვა – ე.ი იოდის დეფიციტი გაქვთ. პროფილაქტიკის მიზნით ორგანიზმი იოდით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გამოკვებეთ.
  • თუ სუსტი და შუა ზოლის კვალი არ გაქვთ – ორგანიზმს იოდი სჭირდება.
  • თუ დილით არც ერთი ზოლის კვალი არ გაქვთ – მზად იყავით!
  • თუ სამივე ზოლი ადგილზეა – არ ამოისუნთქოთ. შესაძლოა თქვენს ფარისებრ ჯირკვალს უკვე ნორმალურ რეჟიმში მუშაობა აღარ შეუძლია!

გაფრთხილება, მათ ვისაც ჰიპერთირეოზი აწუხებთ – გაზრდილი გაღიზიანება, ოფლიანობა – თუ ასეთ ცდას ჩაატარებთ, თქვენი გულისცემა გახშირდება. სწორედ ამიტომ, ასეთი პრაქტიკა თქვენთვის არაა!

მკურნალობა:

ახლა ხატვას დავიწყებთ…

ფერი – იოდის ინტენსივობა იქნება ისეთი, როგორიც კანმა პირველი ცდის დროს შეიწოვა!

1-ელი საღამო – მარჯვენა ფეხზე, წვივის წინ ხელისგულის ზომის იოდის ლაქა დახატეთ.

მე-2 საღამო – ლაქა მარცხენა ფეხზე დახატეთ.

მე-3 საღამო – ახლა მარჯვენა ხელზე დახატეთ.

მე-4 საღამო – მარცხენა ხელზე დახატეთ. – დიდი დოზაა, რადგან გულთან ყველაზე ახლოსაა.

მე-5 საღამო – მარცხენა ფეხზე დახატეთ.

მე-6 საღამო – მარჯვენა ფეხზე დახატეთ.

მე-7 საღამო – მარცხენა ხელზე დახატეთ.

სქემა მარტივია – მთავარია, არ აგერიოთ!

და არც ერთი საღამო არ გამოტოვოთ! თუ მაინც გამოგრჩათ, კურსის ჩატარება მხოლოდ 2 კვირის შემდეგ სცადეთ.

ამ პროცედურას უკვე 15 წელია, ყოველ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვიტარებ. ზაფხულში არ შეიძლება!

რამდენიმე რეცეპტი, სადაც იოდი გამოიყენება

ამ რეცეპტების გამოყენება ზემოთ მოცემულ პროცედურას არ დაუმთხვიოთ. ეს იოდის გადაჭარბებას გამოიწვევს.

  • გინეკოლოგიური დაავადების და ანთების დროს – მუცლის კანზე (ქვედა ნაწილზე) იოდი წაისვით. ჩვეულებრივ იოდის ბადე 3-5 საღამო ზედიზედ გააკეთეთ.
  • რამდენიმე წვეთი იოდი მცირე რაოდენობით წყალში ან რძეში გახსენით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს მიიღეთ.
  • დაზიანების და მყესების გაჭიმვის დროს იოდის ბადე დაზიანების ადგილას რამდენიმე დღე ზედიზედ გაიკეთეთ.
  • სურდოს დროს იოდის ინჰალაცია გაიკეთეთ, თუ იოდზე ალერგია არ გაქვთ. იოდის ბოთლი გახსენით, თითოეული ნესტოთი ღრმად ჩაისუნთქეთ (დღეში 4-5-ჯერ). ოღონდ ბოთლის გახსნისთანავე არ შეისუნთქოთ და ძალიან არ დაიხაროთ.
  • ზურგის ტკივილის დროს 1 ჩ/კ იოდი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი აურიეთ. ამ ნარევში ბამბის ტამპონი დაასველეთ და მთელი ზურგი გაიწმინდეთ. 3-4 საათის შემდეგ ახლობელს თქვენ ზურგზე შეხედვა სთხოვეთ. ის ადგილები, სადაც იოდი გაფერმკრთალდა, პრობლემურია. ამ ადგილებში ეს ნარევი წაისვით, სანამ ზურგის ტკივილი არ გაქრება. ყოველ ჯერზე ახალი ნარევი მოამზადეთ.
  • თეთრი იოდი. იოდის ბოთლში რამდენიმე აბი ასპირინი მოათავსეთ და მიღებული თეთრი იოდი კანზე შეიზილეთ. ეს მათთვის, ვისაც წითური, იოდის ბადით სიარული არ სურს.

იოდის ბადე ან ნახატი ღამით გაიკეთეთ. თუ დღისით იხატავთ, ქუჩაში არ გახვიდეთ და ორპირ ქარს მოერიდეთ.

იოდი უნივერსალური თვისებების მქონე ქიმიური ელემენტია. იოდი ფრანგმა ქიმიკოსმა კუტუამ 1812 წელს აღმოაჩინა, როცა ზღვის წყალმცენარეებს ნაცარს გოგირდმჟავით ამუშავებდა. ამის შესახებ თავის მეგობარ დეზორმს და კლემანს უამბო, რომლებმაც 1813 წლის ბოლოს ფრანგულ აკადემიაში ახალი ელემენტის აღმოჩენის შესახებ მოხსენება გააკეთეს.

ძალიან მალე ახალი ელემენტი ინგლისელმა დევიმ და ფრანგმა ლიუსაკომ დეტალურად შეისწავლა. მათ დაადგინეს, რომ თავისი ქიმიური შემადგენლობით იოდი ქლორს ჰგავს. გეი-ლუსაკმა ახალ ელემენტს მისი იისფერი ორთქლის გამო „იოდი“ უწოდა (jodes – ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც იისფერი). დამტკიცებულ იქნა, რომ იოდი მცირე რაოდენობით პლანეტის ყველა ბუნებრივი სხეული შეიცავს: წყალში, ნიადაგში, მინერალებსა და მცენარეებში.

იოდი ზღვის მცენარეების ნაცრისა და ზეთოვანი წლისგან მიიღება. მონაცრისფრო-შავი  ფირფიტები ლითონის ბზინვარებით ან დამახასიათებელი სუნის მქონე კრისტალები. ჩვეულებრივ ტემპერატურაზე აქროლადი, გაცხელების დროს იისფერი ორთქლი იქმნება. ძალიან ცოტა ხსნადია წყალში (1:50000), 10 ნაწილი 95%-იან სპირტში იხსნება, ასევე კალიუმის იოდიდის და ნატრიუმის წყლიან ხსნარში იხსნება. ეთერზეთებს არ შეესაბამება.